თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2018, 14:54
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1390,
კომენტარები: 9
სქოულზი: "მოურინიო "იუნაიტედს" არცხვენს"
ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი პორტუგალიელს აკრიტიკებს.
სქოულზი:
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, თავისი შეხვედრა ჩაატარა ჟოზე მოურინიოს "იუნაიტედმა". "წითელ ეშმაკებმა" საშინაო არენაზე ესპანურ "ვალენსიას" უმასპინძლეს და გულშემატკივრებს მორიგი უსახური მატჩიც შესთავაზეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის გამოყვანილი გუნდი მოედანზე უკვე უბრალოდ ფორმალობას ქმნის და მეტი არაფერს. ღიად შესამჩნევია, რომ გუნდი მოედანზე მოგებისთვის არ გამოდის. გულშემატკივრების გაღიზიანება კი თანდათან უფრო იზრდება და დგება დრო ცვლილებებისა.

ღია კრიტიკას არ ერიდებიან "იუნაიტედის" ისეთი ლეგენდები როგორიცაა მაგალითად პოლ სქოულზი. ინგლისელის თქმით, მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" უბრალოდ არცხვენს.

"მიკვირს, რომ მოურინიო, შაბათს "ვესტ ჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ კვლავ განაგრძობს გუნდში მუშაობას. ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ.

პრეს - კონფერენციებზე მოურინიო განუწყვეტლივ აკრიტიკებს საკუთარ ფეხბურთელებს, აკრიტიკებს ხელმძღვანელობას, რადგან ის ვერ იღებს იმას რაც მას სურს. ის საკუთარ ენას ვერ აკონტროლებს დ არცხვენს "იუნაიტედს".
- განაცხადა სქოულზმა BT Sport - ის ეთერში.


წყარო: euro-football
სიახლეები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
3 ოქტომბერი 2018 14:59
  • სიახლეები: 2953
  • კომენტარები: 3957
გაგიჟება შიძლება უკვე ისეთ დღეში ვართ ყველა. არ მესმის, ვერ ვიგებ, რა უნდა ითქვას, რა უნდა დაიწეროს, ვინ უნდა გვაკრიტიკოს, ვინ უნდა ლანძღოს ეს სისტემა, რომ ეს კაცი გაუშვან კლუბიდან სასწრაფოდ? რა არი მეტი საჭირო მართლა ვერ ვხვდები? მაინცდამაინც სეზონის ბოლოს 17 ადგილზე უნდა ამოვყოთ თავი? მართალია სქოულზი, ეს ყველაფერი უკვე სირცხვილია და მოურინიოც მარტივად აწმინდავს კლუბის ფეხბურთელებსა თუ ხელმძღვანელობას ხელებს.
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2018 16:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ყველა გასაყრელი როა რა ვუყოთ ამ ფაქტს სქოულზ?თუ მერე მეორე ინტერვიუში ფეხბურთელებს გალანძღავ მერე მენეჯმენტს?ეხ როცა უნდოდა მოურინიოს ოირველი მხარდამჭერი იყო ახლა კიდევ მარტო მოურინიოა პრობლემა.მაშინ სად იყავი სქოულზ მოიესს რო გააჯმევინეს რატო არ იღებდი ხმა?მაშინ იყო ის სწორი?მოიესს თვეები ქონდა ამას წლები.არ შეიძლება ასე დაბრალება უმისამართოდ რა ეს ფეხბურთელები რო გასალანძღები არიან სქოულზი ვერ ხედავს?შირერი აღმოჩნდა ერთადერთი საღად მოაზროვნე?დააჯვა თავზე ყველას იმიტომ რომ ისიც ხვდება რო ჩელსის დონეზე დავედით და უკვე ამ გუნდის მწვრთნელის ამბებს რაიოლა პოგბა და შეკრული შაიკა გადაწყვიტავს და არა თავად გუნდი.მთელი გუნდი აკეთებს იმას რც ჩელსმა გააკეთა.ჩვენ შეიძლება არ გვინდოდეს მოურინიო და ამის ბევრი მიზეზი გვაქვს იმიტომ რომ ისტორია გვაქვს დიდი.აი ჩელსის ან ფეხბურთელებს ან ფანებს რა ქონდათ სათქმელი როცა ორღობის სოფლის კლუბი გრანდად აქცია მოურინიომ.მოკლედ არ მიყვარს როცა კონტექტიდან ამოვარდნილად იწყებ მსჯელობას და სქოულზს ჩემზე მეტი რო მოეთხოვება უნდა ხვდებოდეს რო ამ სიტყვებით პოგბა და მის შაიკას მწვანე აუნთო.ძაან მაგონებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ბოლოდროინდელ ამბებს ეს ყველაფერი.ეს პოგბა დაახვევს როცა იქნება აქედან და რა დარჩება?ჩელსის დონეზე მწვრთნელების გამგდები გუნდი?მე ეგ არ მინდა
0
№3
ავტორი: Smoke - N
3 ოქტომბერი 2018 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 252
ციტატა: Svani
გაგიჟება შიძლება უკვე ისეთ დღეში ვართ ყველა. არ მესმის, ვერ ვიგებ, რა უნდა ითქვას, რა უნდა დაიწეროს, ვინ უნდა გვაკრიტიკოს, ვინ უნდა ლანძღოს ეს სისტემა, რომ ეს კაცი გაუშვან კლუბიდან სასწრაფოდ? რა არი მეტი საჭირო მართლა ვერ ვხვდები? მაინცდამაინც სეზონის ბოლოს 17 ადგილზე უნდა ამოვყოთ თავი? მართალია სქოულზი, ეს ყველაფერი უკვე სირცხვილია და მოურინიოც მარტივად აწმინდავს კლუბის ფეხბურთელებსა თუ ხელმძღვანელობას ხელებს.

ჩმორინოს მაგაში ბადალი არ ყავს, ეს სი.რთა.ოზა რომელ გუნდიდან წამოვიდა ისე რომ არ ეჩხუბა? მე არ მახსენდება :) აი რაც შეხება გაშვებას ეტყობა მ.ი.ნ.ე.ტ.ს ძაან მაგარს უკეთებს ვუდვორდს და ძმებს :)))აბა მეტი სხვა რა დარჩა საფიქრალი.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2018 16:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
მოურინიოს ხალხი როცა არ უყიდეს ეს ხომ იყო აშკარა მესიჯი რო არ გენდობითო.ამად მეტი ახსნა არაფერი არ აქვს ხოდა როცა არ ენდობი რატო არ უშვებ?ზაფხულში რატო არ გაუშვეს.ან კონტრაქტის გახანგრძლივება საზეიმოდ რო გვამცნეს სად ეჩქარებოდათ.მაგარი შიგ აქვთ და გარეთ ეძებენ
0
№5
ავტორი: ikeoni
3 ოქტომბერი 2018 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Albat niukasltan ver mogeba Iqneba bolo wvetii aba sxva Ra unda moxdes ar vici
0
№6
ავტორი: stepno
3 ოქტომბერი 2018 17:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ნიუკასლთან წააგებს მანჩესტერი ესეთი განწყობით შანსი არაა თამაში მოიგოო რაც ჩელსის დაემართა ამის ხელში ბოლოს აი ის დაგვემართება ჩენც იმედია ნიუკასლთან ვერ მოგების შემთხვევაში (რაც აუცილებლად მოხდება მაქსიმუმ ფრე ითამაშონ) გააგდებენ და კიდე არ მისცემენ იმის დრო რომ საკონტროლო გასროლა მოახდინოს მანჩესტერის "შუბლში" პირდაპირ.
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
3 ოქტომბერი 2018 19:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ნიუკასლთან თუ არ წააგეს ფრეზე ამას არავინ არ გაუშვებს.არადა ახლა მოიგებენ დარწმუნებული ვარ
0
№8
ავტორი: ana maniu
3 ოქტომბერი 2018 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 87
ცარიელი ტრიბუნებია საჭირო ვუდვორდის და მოურინიოს გადასაშენებალად
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
სანამ არ წავა მოურინიო მანამდე არ გამოსწორდება სიტუაცია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top