თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2018, 15:11
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1378,
კომენტარები: 6
ხორვატი ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს შეიცვლის
მარჯვენა ვინგერის მოლოდინში.
ხორვატი ფეხბურთელი ზაფხულში კლუბს შეიცვლის
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სატრანსფერო ფანჯარა შორსაა, ყოველთვის უკეთესია წინასწარვე მოემზადოს გუნდი სასურველი ფეხბურთელების შეძენისთვის და მათთან კონტაქტის დამყარებისთვის. გასულ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, ხშირად გაიგონებდით ანტე რებიჩის სახელს, დადებით კონტექსტში. სწორედ ამ ფეხბურთელთან აწარმოებს, გავრცელებული ინფორმაციით, "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს.

"ჩემს ამჟამინდელ კლუბში ბედნიერი ვარ. იყო ბევრი შემოთავაზება ევროპული გრანდებიდან, თუმცა ამ კლუბში მაფასებენ და იციან, რაც მჭირდება სამომავლო განვითარებისთვის." ამის შემდეგ ჰკითხეს რას იტყოდა "იუნაიტედში" თამაშზე და მან უპასუხა:"რატომაც არა, დიდი ტრადიციების გუნდია და ალბათ ყველა ფეხბურთელს მოუნდებოდა ამ გუნდის მაისურის მორგება, ამავდროულად ყველა მოთამაშისთვის დიდი გამოწვევაა კარიერაში პრემიერ ლიგა. ამ დროისთვის გუნდში ბედნიერი ვარ და სამომავლოდ ყველაფერია შესაძლებელი."

ანტე რებიჩი ამ დროისთვის "ფრანკფურტის" ღირსებას იცავს. 25 წლის ნახევარ-მცველი ძალიან საჭირო ფეხბურთელი იქნება "იუნაიტედისთვის", რადგან ძალიან კარგად გამოიყურება მარჯვენა ფლანგზე და, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მარცხენა ფლანგზეც თამაში. შეუცვლელი ფიგურა იყო დალიჩის ხორვატიის ნაკრებში, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო: www.goal.com
ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
2 ოქტომბერი 2018 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
areyoukiddingme
0
№2
ავტორი: JuanMata
2 ოქტომბერი 2018 15:45
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რებიჩი აინტრახტში 2017/2018

სულ: 28 მატჩი - 8 გოლი - 3 ასისტი (ბუნდესლიგა: 25 მატჩი - 5 გოლი - 3 ასისტი)

პოზიციების მიხედვით

ცენტრალური ფორვარდი: 13 მატჩი - 2 გოლი - 2 ასისტი
მარცხენა ვინგერი: 10 მატჩი - 6 გოლი - 1 ასისტი
მეორე თავდამსხმელი (ss) 5 მატჩი - 1 გოლი - 0 ასისტი

ეს არის წინა წლის, იმის წინა წელიც ვნახე და იქ ძირითადად მარცხენა ვინგერად თამაშობდა და რამდენიმე მატჩში ფორვარდად, მარჯვენა ვინგერად ითამაშა მხოლოდ მსოფლიოზე რამდენიმე მატჩი და იქაც დიდად არ ბრწყინავდა.
გვჭირდება ნამდვილად ეს კაცი?

იგივე სანჩესის სტატისტიკა მარჯვენა ფლანგზე ბევრად შთამბეჭდავია, რატომ არ შეიძლება სანჩესის გამოყენება მარჯვნივ?
1
№3
ავტორი: Dato kutaisi
2 ოქტომბერი 2018 15:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
შირერმა პოლ პოგბა გააკრიტიკა:
„წითელ ეშმაკებში რაც ხდება, ეს ამაზრზენია. სამწუხროა, რომ ბიჭები მოურინიოს გამო არ თამაშობენ. შაბათს, გუნდმა ძალიან კარგად იცოდა, რომ მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ არავინ ითამაშა მის გამო. მათ გამო მრცხვენია.
პოგბა? - ის კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, მაგრამ „იუნაიტედის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების ბუცების მწმენდავადაც ვერ ივარგებდა. სირცხვილია, როდესაც „მანჩესტერის“ ფეხბურთელები ასე ცუდად თამაშობენ. რა თქმა უნდა, მწვრთნელს ძალა უნდა გააჩნდეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ფეხბურთელების ხელშია“, - განაცხადა შირერმა Sun-თან საუბარში.
0
№4
ავტორი: ikeoni
2 ოქტომბერი 2018 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Bevri araferi igroki raa
0
№5
ავტორი: GIOMU
3 ოქტომბერი 2018 01:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ზაფხულში ვერ გავძლიერდით და იქნებ ზამთარში მაინც...
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2018 09:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნამდვილად არ უჩვენებია ისეთი თამაში რო მარჯვენა ფლანგზე პრობლემები მოაგვაროს აქ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top