ამჟამად უკვე, "იუვენტუსის" ყოფილი გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტდის" გაფართოებულ შემადგენლობაში ვიხილოთ.
Football Italia - ის ცნობით, მაროტა აქტიურად განიხილავს "წითელი ეშმაკების" მიერ შემოთავაზებულ ახალ თანამდებობას, კერძოდ კი გლეიზერები მას სპორტული დირექტორის სავარძელს სთავაზობენ.
ვრცელდება ასევე ინფორმაციებიც, რომ მაროტას დანიშვნის შემთხვევაში შესაძლოა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტე იხილოს გულშემატკივარმა, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა დარჩენილი.
ანტონიო კონტეს გარდა, კლუბი ასევე აქტიურად განიხილავს ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის დანიშვნას, რომელიც კონტეს მსგავსად უგუნდოდაა.