ხვალ თბილისის დროთ 23:00 სთ - ზე ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, H - ჯგუფის ლიდერი "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინაო არენაზე ესპანურ "ვალენსიას" დაუპირისპირდება.
პირველი ტურის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" 3 ქულა აქვთ და ბურთების უკეთესი შეფარდებითაც პირველ ადგილს იკავებენ. შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდმა სტუმრად შვეიცარიაში ადგილობრივი "იანგ ბოიზი" ანგარიშით 0-3 დაამარცხა.
წინასამატჩო პრესკონფერენცია პორტუგალიელმა სპეციალისტმა დღეს გამართა. Sky Sports - გვთავაზობს მნიშვნელოვან ამონარიდებს ზემოხსენებული პრესკონფერენციიდან.
ფიქრობთ, რომ გუნდიდან გათავისუფლების ზღვარზე ხართ?
"არა, მე ასე არ ვფიქრობ".
"ვესტ ჰემთან" განცდილი მარცხის შემდეგ, ხო არ გისუბრიათ ედ ვუდვორდთან"?
"ეს პირადად მე მეხება და ჩემი პირადი საქმეა. არ მსურს გიპასუხოთ ამ კითხვაზე".