პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლითი შეხვედრა "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ანგარიშით 3-1 დათმო, ტრადიციულად ჯურნალისტებმა ფეხბურთელებს კომენტარის გაკეთება სთხოვეს, თუმცა ბოლო დროს ყველაზე პოპულარულმა რესპოდენტმა პოლ პოგბამ ამ ეტაპზე პრესის წარმომადგენლებს ინტერვიუზე უარი განუცხადა.
კონკრეტულად, მატჩის დასრულების შემდეგ, მიქს - ზონისკენ მიმავალ პოგბას ჟურნალსტები მიცვივდნენ რის შემდეგაც ნახევარმცველი სულ ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: "თქვენ რა ჩემი სიკვდილი გსურთ"? - ამ სიტყვების შემდეგ პოლი პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა.
არავისთვისაა ძნელი მისახვედრი, რომ პოგბას ინტერვიუს შემთხვევაში ფრანგი სათამაშო სტრატეგიას გუნდის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ისევ დაუწუნებდა, როგორც ეს გასულ შეხვედრაში მოხდა, სადაც ფრანგმა მოურინიოს ტაქტიკაზე პირდაპირ განაცხადა, რომ საჭირო იყო მეტი შეტევა და აგრესია თავდასხმაში, როგორც ვხედავთ ამ ეტაპზე მან კიდევ ერთ კონფლიქტს თავი აარიდა და სიჩუმე არჩია.