დღევანდელი ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ბოლო მოსამზადებელი ეტაპი გაიარეს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის წინ. მოურინიოს გუნდი მეორე ტურის შეხვედრაში "ვალენსიას" უმასპინძლებს.
"წითელმა ეშმაკებმა" მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართეს, რომელსაც ჯესი ლინგარდი, ეშლი იანგი, ანდერ ერერა და მარკოს როხო გამოაკლდნენ.
Manchester Evening News-ი იმ ფეხბურთელთა სიას აქვეყნებს, რომლებმაც დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს: დე ხეა, რომერო, გრანტი, ლინდელოფი, ბაიი, ჯონსი, სმოლინგი, დალო, შოუ, ვალენსია, დარმიანი, პოგბა, მატა, პერეირა, ფრედი, ფელაინი, მატიჩი, მაკტომინი, სანჩესი, ლუკაკუ, მარსიალი, რეშფორდი.