თბილისი:
მანჩესტერი:
4-10-2018, 12:51
ავტორი: reddevil12,
ნანახია: 1465,
კომენტარები: 8
მოურინიო VS ზიდანი
ჟოზე მოურინიოსა და ზინედინ ზიდანის სტატისტიკა ,,რეალ მადრიდსა'' და ,,მანჩესტერ იუნაიტედში''
მოურინიო VS ზიდანი
არ არის ახალი ის ფაქტი, რომ ჟოზე მოურინიო ,,იუნაიტედის'' გულშემატკივართა ნდობით ვეღარ სარგებლობს და ნელ-ნელა ჩნდება ახალ-ახალი ჭორები იმის შესახებ, რომ კლუბს ახალი თავკაცი ეყოლება ზინედინ ზიდანის სახით, რომელმაც მწვრთნელის რანგში ,,რეალ მადრიდთან'' ერთად დიდ წარმატებას მიაღწია. გთავაზობთ სტატისტიკას მათი ნამოღვაწარის შესახებ.

ზინედინ ზიდანი ,,რეალ მადრიდს'' 2016 წლის 4 იანვარს ჩაუდგა სათავეში და 2018 წლის 31 მაისამდე იმყოფებოდა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე. ამ დროის განმავლობაში მან ყველა ოფიციალურ ტურნირზე 149 მატჩი ჩაატარა, აქედან 105 მატჩი მოიგო, 28 ფრედ დაასრულა, ხოლო 16 მატჩში დამარცხდა. შეგახსენებთ მან ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ასევე ერთხელ 2016/17 წლის სეზონში ლა ლიგის თასიც მოიპოვა. არ უნდა გამოგვრჩეს უეფას სუპერ თასი (ორჯერ) და ესპანეთის სუპერ თასი (ერთხელ).

ჟოზე მოურინიო ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' 2016 წლის 27 მაისს ჩაუდგა სათავეში და ამ დრომდე მან უკვე 129 მატჩის ჩატარება მოასწრო ყველა ოფიციალურ ტურნირზე, აქედან 78 შემთხვევაში გაიმარჯვა, 26 მატჩი ფრედ დაასრულა ხოლო 25 წააგო. მოურინიომ ,,იუნაიტედთან'' ერთად სამი თასის მოგება შეძლო: ევროპა ლიგა, ქომუნითი შილდი და ინგლისის ლიგის თასი (აწ უკვე კარაბაოდ წოდებული) აღსანიშნავია, რომ სამივე თასის მოპოვება მოურნიომ 2016/17 წლის სეზონზე მოახერხა.


წყარო: transfermarkt.com
სხვა
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2018 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11630
Dugarim shansi araa to zidanma maniushi daiwyos mushaobao...ise DZaan axlo megobrebi Ki yofilan da Ravi aba
0
№2
ავტორი: LewisHamilton
4 ოქტომბერი 2018 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
არ ვიცი უკვე რაა.. მოურინიო რო მოსაკვეთია თან სასწრაფოდ მაგაზე უკვე მისი ყველაზე დიდი დამცველებიც აღარ დაობენ, მაგრამ ზიდანი მაინც არ მიმაჩნია ხსნად.. რაღაც სხვა სჭირდება ამ კლუბს და ვერ შეიგნო ეგ ხელმძღვანელობამ. ადამიანი რომლისთვისაც მოინდომებენ ფეხბურთელები და მისი იმედების გასამართლებლად თავსაც გადაახტებიან. გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლა გვჭრდება და არა ისევ სეზონნახევარზე.. ჩვენს ფილოსოფიას რომ შეესაბამება და მიხვდება გუნდს რა სჭირდება. ალბათ ისევ რომელიმე ჩვენს ყოფილ ფეხბურთელში უნდა ვეძებოთ ეგეთი მაგრამ აი ვინ..
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
4 ოქტომბერი 2018 13:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ისე ჩანს რო ჯერ მოურინიოს არ გაუშვებენ, თუმცა ასე თუ გაგრძელდა კი გავვარდებით პრემიერ ლიგიდან და ეგაა, ამიტო განთავისუფლება ამ შემთხვევაშI უფრო მიზანშეწონილია, ამაზე უარესი მაინც ვერ დაემართება გუნდს რა დღეშიც ახლაა.
0
№4
ავტორი: K1llsw1tch
4 ოქტომბერი 2018 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ჯერ კიდევ როგორ არის ჩმოურინიო გუნდში ჩემამდე ვერ დადის...
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
4 ოქტომბერი 2018 14:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3245
ციტატა: LewisHamilton
არ ვიცი უკვე რაა.. მოურინიო რო მოსაკვეთია თან სასწრაფოდ მაგაზე უკვე მისი ყველაზე დიდი დამცველებიც აღარ დაობენ, მაგრამ ზიდანი მაინც არ მიმაჩნია ხსნად.. რაღაც სხვა სჭირდება ამ კლუბს და ვერ შეიგნო ეგ ხელმძღვანელობამ. ადამიანი რომლისთვისაც მოინდომებენ ფეხბურთელები და მისი იმედების გასამართლებლად თავსაც გადაახტებიან. გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლა გვჭრდება და არა ისევ სეზონნახევარზე.. ჩვენს ფილოსოფიას რომ შეესაბამება და მიხვდება გუნდს რა სჭირდება. ალბათ ისევ რომელიმე ჩვენს ყოფილ ფეხბურთელში უნდა ვეძებოთ ეგეთი მაგრამ აი ვინ..

გენთანხმები ყველაფერში.რავი ალბათ ნიკი ბატი არის ისეთი ვისაც სამწვრთნელო გამოცდილება აქვს ახალგაზრდებთან მაგრამ ამ ვირებთან რა უნდა შეძლოს არ ვიცი
0
№6
ავტორი: levionok
4 ოქტომბერი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მოდით ყველა შევთანხმდეთ რომ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემთხვევში რაღაც მაღალი მიზნებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ კი არადა არ უნდა მოვთხოვოთ ტაქტიკის შეცვლა ასე მარტივი როდია ეს ხომ ფლეისთეიშენი არ არის,ლუკაკუმ რომელმაც ვალენსიასთან თამაშში პირველ ტაიმში საჯარიმოში ბურთი არ მიუღია უცებ სასწაულებს ვერ იზავს (არ მითხრათ ბელგიის ნაკრებში ხო შვებაო)მთელი გუნდი არის ფორმაში ჩასაყენებელი ახალ ტაქტიკაზე აქვთ ბევრი სამუშაო მერე ჭირდება ახალი სისხლი და ამ ახალი სისხლის შერწYმა გუნდთან (გუშინდელი მესის გოლი ნახეთ,ეს იყო მაგალითი იმისა როგორ გრძნობენ ერთმანეთს ფეხბურთელები ორმა კაცმა ბურთი გაატარა და ზუსტად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ)მოკლედ ამ სეზონს კარგი ფეხბურთის თანხლებით თუ 4 ულში დავასრულებთ და ლყზერებთან ავიღებთ 4 ქულას მე თანახმა ვარ გინდა ზიდანი იყოს გიუნდა ნაგელსმანი და თუნდაც ნიკი ბატი
0
№7
ავტორი: OMARIUSI.1.
4 ოქტომბერი 2018 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
Modi raa zizu tu modixar
0
№8
ავტორი: GIOMU
5 ოქტომბერი 2018 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
არ მოვა ზიზუ და არც მინდა, არ მაქვს ამის იმედი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top