თბილისი:
მანჩესტერი:
1-10-2018, 12:44
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1320,
კომენტარები: 6
შოუმ ჟოზე დაიცვა
ინგლისელმა უკანახაზელმა გასულ მატჩზე ისაუბრა.
შოუმ ჟოზე დაიცვა
უკანასკნლე მატჩში, როგორც იცით, "იუნაიტედმა" მარცხი განიცადა ქალაქ ლონდონში, ადგილობრივი "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ. მატჩი ყველა ასპექტში საშინელი აღმოჩნდა "ეშმაკებისთვის" და მწვრთნელიც საკმაოდ გააკრიტიკეს მატჩის შემდეგ. თუმცა "იუნაიტედის" მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ ყველაფერში ფეხბურთელები დაადანაშაულა და ბოსი დაიცვა.

"გულახდილად, რომ ვთქვა მოედანზე რაც ხდებოდა, ეს საზარელი სანახავი იყო. ჩვენ არ ვგავდით იმ გუნდს, რომელიც მზად იყო "ვესტ ჰემის" დასამარცხებლად. მე ვფიქრობ, რომ როგორც გუნდი ჩვენ საშინლად გამოვიყურებოდით. ეს არ იყო საკმარისად კარგი "იუნაიტედისთვის", ეს არ იქნებოდა კარგი არცერთი გუნდისთვის და ჩვენ ბოდიშს ვუხდით ფანებს იმისთვის, რისი ნახვაც მოუხდათ. ეს ნამდვილად არ იყო ის ტალანტი, რომელიც რეალურად ჩვენს გუნდს აქვს. ბოსი გვეუბნებოდა მატჩამდე, რომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვამოძრაოთ ბურთი, უფრო კონცენტრიებულები უნდა ვიყოთ და რაც მთავარია, მეტად ვაკონტროლოთ ბურთი. ჩვენ ეს ვერ მოვახერხეთ და საბოლოოდ ძალიან, ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რადგან მწვრთნელი არ გადის მოედანზე, ჩვენ გავდივართ. მან დააყენა შემადგენლობა, რომელიც მისი აზრით მოიგებდა და ამ შემადგენლობას მისცა დარიგებები, რომელიც მთლიანად შეტევისკენ იყო მიმართული. საკმაოდ ძლიერი გუნდით ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ, თუმცა ინდივიდუალურად ჩვენ არ ვიყავით კარგები."

შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" შემდეგი მატჩი აქვს "ვალენსიას" წინააღმდეგ, ხვალ, 2 ოქტომბერს 23:00 საათზე.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 ოქტომბერი 2018 13:29
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნაცენზურათ სუყველამ რა შემზიზღდა ფეხბურთის ყურება 2 მაგად საწყენია ის რო ძალიან მაგარი სასტავი გყავს და საშინელ ფეხბურთს თამაშობ, მილანი როვიყოთ კიდე ხო გავიგებ მარა, პოგბა,მარსაილი,სანჩესი ლუკაკუ გყავს სეტევაში და თამაშები ისე მთავრდება კარისკენ 2 ჯერ ვერ ურტყავ ზუსტად რაზეა ლაპარაკი
1
№2
ავტორი: Smoke - N
1 ოქტომბერი 2018 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
გადაგივლით ვალენსია და მერე რას იტყვი ერთი შოუ, ვესტჰემა რო გიხმარათ არ გრცხვენიათ და ვალენსის ხმარებას ელოდება ვუდვორდი რო მოვიდეს აზრზე რო გა,ჯმევ,ინოს ამ ჩმორინოს. მე მრცხვენია უკვე ამდენი წაგებით და თქვენ რა ნამუსით კიდე გამოდიხართ და ამ სლე ჩმორინოს იცავთ ან კომენტარს აკეთებთ ჩაგ იჯვ ით სულში

ციტატა: shotkin
ნაცენზურათ სუყველამ რა შემზიზღდა ფეხბურთის ყურება 2 მაგად საწყენია ის რო ძალიან მაგარი სასტავი გყავს და საშინელ ფეხბურთს თამაშობ, მილანი როვიყოთ კიდე ხო გავიგებ მარა, პოგბა,მარსაილი,სანჩესი ლუკაკუ გყავს სეტევაში და თამაშები ისე მთავრდება კარისკენ 2 ჯერ ვერ ურტყავ ზუსტად რაზეა ლაპარაკი

წინა ხაზი მართლა კაია ნაევარდაცავაც კიდე შედარებით კარგია და დაცვა რო ვთქვათ არის ნოლი და სასწრაფოდ გასაყრელია დაცვის სასტავი უმეტესობა და ვინმე ამათზე კარგებია სანახავი თორე ეს რაც კარგები არიან ესენიც ფუჭდებიან სამწუხაროდ,პირველი ჩმორინო უნდა მოვიშოროთ ეს ტ,რ,აკი,ს ჭია თორემ არაფერი გამოვა :(
1
№3
ავტორი: LewisHamilton
1 ოქტომბერი 2018 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ეხლა ვალენსიას წვალებით მოვუგებთ და ჩაივიწყებენ ჟოზეს საკითხს? აი რა კრიზისი აღარ გამოუვლია გუნდს ბოლო 5 წელიწადში და თამამად ვიტყვი რომ რაც არ უნდა უკმაყოფილიყო ვყოფილიყავი მწვრთნელით, არასოდეს ცხოვრებაში გუნდისთვის წაგება არ მისურვებია. მაგრამ ახლა იმ კონდიციაში ვარ რომ რეალურად მინდა გუნდმა წააგოს რომ იქნებ როგორმე ბრაზისგან მაინც გააგდონ ეს უთავმოყვარეო ადამიანი მწვრთნელის პოსტიდან. გარდამტეხი მომენტია ახლა გუნდის წინაშე. ან გადავლახავთ ამ კომპლექსს და გავასხმევინებთ მოურინიოს ანდა კიდევ უფრო მეტად ჩავეფლობით ამ სიმახინჯეში საიდანაც ამოსვლა მერე უკვე ფიზიკურად იქნება შეუძლებელი თუარა მინიმუმ მრავალი წლის საქმე. ხოდა რაზე ვკარგავთ დროს მე არ მესმის? აი სულ რომ გადავუაროთ ვალენსიას რა მაგით? რამე გრძელვადიან პერსექტივაში იცვლება? სჯერა მაგის ვუდვორდს? ჯგუფიდან გასვლა მეორე ადგილით იქნება ჩვენი მაქსიმუმი და კიბატონო ვუყუროთ ამ საზიზღრობას და ვიყოთ ჰა..
და არ ვიცი შოუ რატო გამოექომაგა ეხლა ამას, მაგრამ მე ვერ ვხედავ მიზეზს რატო უნდა დაიცვა ის ადამიანი რომელიც საზიზღრად წაგებული თამაშის მერე იძახის რომ მარსიალი დავაყენე და აი რა შემტევი შემადგენლობა გამოვიყვანე შეაფასეთო და მერე კიდე მსაჯებს აბრალებს ყველა უბედურებას. თითქოს მსაჯი რომ არ ყოფილიყო აი ცხრაასი მომენტი შევქმენით და უბრალოდ იმ გაშვებულმა გოლებმა ქნა საქმე..
0
№4
ავტორი: ikeoni
1 ოქტომბერი 2018 15:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Aba ras ityvis exla shou jozes braliao
0
№5
ავტორი: JuanMata
1 ოქტომბერი 2018 15:13
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისე დაახლოებით ის თქვა რაც პოგბა, უკეთ უნდა ვითამაშოთ და უფრო შევუტიოთო :დ
პროსტა ამან ხაზი გაუსვა, რომ მწვრთნელი ვერ გამოვა მოედანზეო.
მაგრამ ამ მატჩის მთავარი შეცდომა, ჩემი აზრით ზუსტად შემადგენლობა იყო, ყველაზე მდორე და სტატიკური ხალხი, რაც კი მოიძებნებოდა იუნაიტედში.

ასე რომ რამდენიც არ უნდა იძახოს შოუმ ძლიერი გუნდით ვითამაშეთო, ფელაინი-მაკტომინი-პოგბა-მატიჩი, ვერაფრით ვერ გახდება მოძრავი ნახევარდაცვა რომელიც ბურთს დაიჭერს.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2018 22:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟურნალისტებთან სხვას არც არაფერს იტყოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top