"იუნაიტედისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი, საკმაოდ კრიტიკულად აფასებს გუნდში არსებულ მდგომარეობას და ამასთან დაკავშირებით პოსტსაც აქვეყნებს, სოციალურ ქსელ - twitter_ზე. მისი აზრით ყველაფერში დამნაშავე ხელმძღვანელობაა და არა ჟოზე მოურინიო.
"ეს არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც გუნდმა დეივიდ მოიესი გაანთავისუფლა დანიშვნიდან 8 თვის შემდეგ. ყველანაირი ღირებულება, რაც გუნდმა 100 წლის განმავლობაში შეიქმნა, 8 თვეში განადგურდა. ეს არ არის მწვრთნელის ბრალი, ამის მიზეზი ხემძღვანელობაა, რომელსაც არ გააჩნია გეგმა, როგორ მართოს გუნდი."
ძალიან დამთრგუნველია და ამავდროულად რთული, თვალი გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ კლუბის თითქმის ყველა დონეზე პრობლემაა. პრობლემებია მენეჯმენტში, მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კატასტროფული სეზონის სტარტი არასდროს ჰქონია გუნდს. რიცხვებს, რომ თავი დავანებოთ, გუნდის მაჩვენებელი მენტალურ შკალაზე მინუს მაჩვენებელს უტოლდება. ლონდონში განცდილი მარცხის შემდეგ, ალბათ უკანასკნელი ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი სკეპტიკურად განეწყო მიმდინარე სეზონის მიმართ და ზოგადად ამ ფორმაციის გუნდის მიმართ. ყველა ხვდება, რომ რაღაც ძირეულადაა შესაცვლელი, თუმცა "იუნაიტედის" ბოსებს, უჭირთ რთული გადაწყვეტილების მიღება, რაც საბოლოოდ გუნდს ღუპავს.
ინტერვიუები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.