თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2018, 17:37
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1626,
კომენტარები: 8
პიროვნული კრიზისი "იუნაიტედში"
ექსპერტის შეფასება
პიროვნული კრიზისი
ბრიტანული გამოცემის Sunday_ს ექსპერტმა - რობ დრაპერმა "იუნაიტედში" არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა, მას შემდეგ, რაც გუნდი დატოვა დიდმა სერ ალექს ფერგიუსონმა და განიხილა შესაძლო მომავალი.

"ჩემი აზრით, მას შემდეგ დაიწყო პრობლემები, რაც გუნდი დატოვა ფერგიუსონმა. ეს ისედაც ნათელია, თუმცა ზუსტი მიზეზი გახლავთ, ის რომ სერ ალექსის დროს გუნდს გააჩნდა ინდივიდუალიზმი და პიროვნულობა. მათი ნიშა გახლდათ ბოლომდე ბრძოლა, არ არსებობთა მათთვის უხერხული ანგარიში, ანგარიში რომელსაც არ შეებრძოლებოდნენ. დიახ ისინი მარცხდებოდნენ, მაგრამ ისინი ამას ღირსეულად აკეთებდნენ და ყველამ ვიცოდით, რომ ისინი წაგების შემდეგ შეცდომებზე ისწავლიდნენ და უფრო უკეთესები დაბრუნდებოდნენ შემდგომ მატჩში. ეს გამოარჩევდათ მათ სხვა გრანდებისგან, ეს არ შეეძლოთ სხვა გუნდებს. ეს ტრადიცია, თუ ამას შეიძლება ასე ეწოდოს, ნამდვილად დაიკარგა სერ ალექსის შემდეგ და არც მოიესი, არც ვან გაალი და არც მოურინიო არ აღმოჩნდნენ ღირსეულები, "იუნაიტედის" მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად. სერ ალექსის შემდეგ, გუნდს არ გააჩნიათ ფილოსოფია, რაც ყველანაირი უბედურების საწყისია. თუმცა ისეთი დიდი ტრადიციების მქონე გუნდისთვის, როგორიც "იუნაიტედია", უკვე უბედურებაა ფილოსოფიის არ ქონა. მომავალი ნამდვილად ბუნდოვანია ჟოზე მოურინიოსთან ერთად. "

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
30 სექტემბერი 2018 18:54
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
მოურინიოს გუნდში გაჩერება წყლის ნაყვა იქნება. ეს სეზონი რო ჩავარდნილია ამას წინ არაფერი უდგას. ახალი მწვრთნელია მოსაყვანი. დააკვირდება გუნდის ამჟამინდელ რესურსს, ფეხბურთელებს, და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე ეცოდინება ზუსტად ვინ უნდა შეიძინოს და ვინ არა.
0
№2
ავტორი: f.c.mu
30 სექტემბერი 2018 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
100% სიმართლეა რაც დაიწერა
0
№3
ავტორი: Rooney-
30 სექტემბერი 2018 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მოურინიო არი გასაშვები სასწრაფოდ ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
30 სექტემბერი 2018 22:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
100%
0
№5
ავტორი: gaga1987
30 სექტემბერი 2018 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
10000000%
0
№6
ავტორი: stepno
1 ოქტომბერი 2018 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესემგონია ძალიან ბევრი ბრმა უყურებს ფეხბურთს და ვერაფერს ვერ ხედავენ რათქმაუნდა. ზოგი იძახის რო მოურინიოს გაშვებით საქმეს ვერ უშველით მე მინდა ვკითხო მაგ ხალხს,როდესაც მანჩესტერის თამაშს უყურებთ რაიმე კრეატიულს,ლამაზ,კომბინაციურ,სწრაფ თამაშს ხედაავთ?? ამ ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ მონდომებას ამჩნევთ ფეხბურთელებს? აი იმ მონდომებას და განცდას რაც წესით მანესტერის ფეხბურთელს უნდა ქონდეს. სრული საცოდაობა,მარაზმი არ ვიცი რა ვუწოდო დღევანდელ მანჩესტერს და ეს ყველაფერი თუ მენეჯერის ბრალი არაა, მაშინ სულ არ ყოფილა მენეჯერი საჭიროო და არაფერს არ წარმოადგენს ფეხბურთში ესეიგი. მოკლედ ეს ყველაფერი სწორედ, რომ ჟოზეს ბრალია და დიდი იმედი მაქ ტყულად დროს აღარ დაკარგავს მანჩესტერის ხელმძღვანელობა და მალე მოიშორებენ ამ უფანტაზიო და ძველ დროში ჩარჩენილ მწვრთნელს რომელმაც იმდენი ქნა, რომ თავისი მოპოვებული ტიტულები ჩემთვის პირადად უკვე გააბათილა თავისი ბოლო წლების საშინელი შედეგებით და ყოვლად მიუღებელი და საზიზღარი თამაშით.
0
№7
ავტორი: GIOMU
1 ოქტომბერი 2018 03:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ერთი ჩვენ მო....თ ტვინი ოქროს ხანით და მეორე ამათმა ფერგიუსნით რა...
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
1 ოქტომბერი 2018 10:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალის დროსაც არ ყოფილა მგონი ასეთი გაუგებრობა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top