საკმაოდ ცუდი მატჩი ჩაატარა "იუნაიტედმა", იმ დასკვნით მომენტში, როდესაც გუნდს უნდა დაემტკიცებინა, რომ ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა სწორედ აქ გამოამჟღავნა გუნდმა მენტალური და ფიზიკური სისუსტე. რთულია კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელს დააბრალო ეს წაგებული მატჩი, თუმცა საინტერესოა ფეხბურთელთა შეფასებები დღევანდელ მატჩში.
დე ხეა - 5 თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ არცერთი გოლი მის კისერზე არაა. ბოლო გოლის მომენტშიც არნაუტოვიჩს საკმაო სივრცე ქონდა გადაწყვეტილების მისაღებად და ამ მომენტშიც უძლური იყო ესპანელი კიპერი.
ეშლი იანგი - 5 აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა და ცდილობდა თამაშის გამწვავებას ჩაწოდებებით.
კრის სმოლინგი - 4 ყველაზე მეტი სტაჟის მქონე მცველი "იუნაიტედში", რომელიც საკმაოდ ბევრჯერ შეცდა დღევანდელ მატჩში.
ვიქტორ ლინდელოფი - 3 უკვე ტრადიციად ქცეული შეფასება ლინდელოფისთვის.
ლუკ შოუ - 4 პირველი გოლი მისი ფლანგიდან გავიდა და არც ისე პროდუქტიული იყო შეტევაში.
ნემანია მატიჩი - 4 ვერ შეასრულა მისი ფუნქცია შესაბამისად და საკმაოდ ბევრი არაზუსტი პასი გააკეთა.
მარუან ფელაინი - 4 მსოფლიოში N1 ფეხბურთელია ნელა ფიქრში და მოძრაობებითაც ძალიან ანელებს შეტევებს.
პოლ პოგბა - 3 ინდივიდუალისტია და ძალიან ეგოისტი, დაიჩაგრა მარკ ნობლისა და დეკლან რაისისგან. შეიძლება მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა ამ მომენტისთვის ნამდვილად არაა მსოფლიო კლასის ფეხბურთელი.
რომელუ ლუკაკუ - 4 პირველ ტაიმში ძელს მოხვდა მისი დარტყმული, ესეც ალბათ იმიტომ, რომ ბურთს მიღება და დამუშავება არ დასჭირდა.
ენტონი მარსიალი - 4 ალბათ ყველაზე ბოლოა სიტყვა პროდუქტიული რაც მის თამაშს შეესაბამება. ცდილობდა თამაშის გამწვავებას, მაგრამ რთულია იმის დათვლა თუ რამდენჯერ დაკარგა ბურთი შეტევაში.
მარკუს რაშფორდი - 7 სუპერ გოლი და სუპერ ცვლილება. ნამდვილად გააკეთა მაქსიმუმი რაც შეიძლება მსგავსი შემართების გუნდთან ერთად გააკეთო უკანასკნელ 20 წუთში.
ხუან მატა - 4 არ მოუხდენია გავლენა თამაშის განვითარებაზე.
ფრედი - 4 ალბათ უფრო პროდუქტიული იქნებოდა მთლიანი შეხვედრა რომ ჩაეტარებინა მაკტომინეის მაგივრად.
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.