თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2018, 20:56
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2522,
კომენტარები: 19
მოურინიო მატჩის შემდეგ
ბოსის კომენტარი მარცხზე.
მოურინიო მატჩის შემდეგ
როგორც იცით, რამოდენიმე საათის წინა, "იუნაიტედი" დამარცხდა სტუმრად ლონდონში - "ვესტ ჰემთან", ანგარიშით 3-1. მატჩის შემდგომ ჟოზე მოურინიომ კომენტარი გააკეთა მთლიან მატჩზე და, შეძლებისდაგვარად, დეტალურად განიხილა მნიშვნელოვანი მომენტები.

"ისმოდა კრიტიკა, რომ შეტევაზე მეტად, დაცვაზე ვაკეთებდი აქცენტს. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა მარსიალმა და არ ითამაშა სანჩესმა. სანჩესს შეუძლია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში თამაში, თუმცა მარსიალი მხოლოდ შეტევაშია შედეგიანი და არც ისე კარგი დაცვითი უნარები აქვს. ამ გადაწყვეტილებით უკან დასახევი გზა მოვიჭერით და მთლიანად შეტევაში გადავერთეთ. ასევე შეტევით ფეხბურთს ნიშნავდა ორი ფორვარდიც. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდებოდა მოთამაშე, რომელიც მოედნის უკანა ნაწილიდან ამოიტანდა ბურთს და მოამარაგებდა შეტევას, ასეთია სკოტ მაკტომინეი. ის მართლა საოცარი ბავშვია და საკმაოდ სპეციფიური ხასიათის მოთამაშეა, რომელიც არც ისე ხშირია თანამედროვე ფეხბურთში. გასული მატჩიდან ჩვენ ცუდი განწყობები გამოგვყვა და დიდწილად ამან განაპირობა ის შედეგი, რაც დაფიქსირდა. რთულია იმის თქმა, რომ ვდომინირებდით პირველ ტაიმში, თუმცა პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან და მეორე ავტოგოლი, ნამდვილად არ მიუთითებს მათ დომინირებაზე. თუმცა მეორე გოლის მომენტში უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა დაცვაში, რის არ გაკეთების გამოც დავისაჯეთ. მესამე გოლიც საკამათო იყო იმ ასპექტში, რომ შეტევის წამოწყების მომენტში არნაუტოვიჩი თამაშგარეში იყო და ამ მომენტზეც შეიძლება ვიდაოთ. ვიდეო რეფერის არსებობის შემთხვევაში ნამდვილად სხვაგვარად წარიმართებოდა მატჩი. დღევანდელი დღე უკვე ისტორიაა და უნდა ვფოკუსირდეთ "ვალენსიაზე"."

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
29 სექტემბერი 2018 21:01
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ კაცს წასვლა უნდა და შეეცით თუ გინდა არ უშვებენ...მეტი რაღა ქნას?!

სანამ ევრო ტურნირების მიღმა არ დავრჩებით მანამდე არ შეცვლიან ეს ცენზურაშვილები
0
№2
ავტორი: nika_nikusha
29 სექტემბერი 2018 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
გვეღადავება რაა ეს კაცი, ანუ გამოუვიდა რომ აჰა დავაყენე შეტევითი 11 ეული რახან მაკრიტიკებენო მარა მაინც წავაგეთო. რა დრო დაგვიდგა ვესტ ჰემთან წაგებას მსაჯებს აბრალებს იუნაიტეს მწვრთნელი
0
№3
ავტორი: LewisHamilton
29 სექტემბერი 2018 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ტიპი მგონი ვერაა სრულ ჭკუაზე. მგონი კიარა ნაღდად ვერ უნდა იყოს. სხვა ახსნა აბა რა აქვს ამ კომენტარს? მარსიალი დავაყენე და აი რა შემტევი შემადგენლობა გამოვიყვანეო ტიპმა.. ნუ ამას საღ გონებაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი იტყვის? მწვრთნელზე ხო საუბარი აღარაა. მაკტომინეი, ფელაინი და მატიჩი გეყენა შე დედააფეთქებულო რა შემტევი შემადგენლობა ხო არ გაკანკალებს? წავიდეს მართლა კალათბურთის მწვრთნელად და დაგვანებოს რა თავი. ჰო კიდე სამივე გოლი მგონი მსაჯებს მიაბრალა და ნუ ეს უკვე სახუმარო საკითხიც აღარაა, საბავშვო ბაღში ვართ სერიოზულად. სერიოზულად აჯანყდება უკვე ფანობა, მოურინიოს კიარადა ვუდვორდის წინააღმდეგ. იმიტო რომ მოურინიო უკვე ფაქტია რო ვსო დამთავრებულია, მაგრამ აი კომპენსაციას თუ აჯდება ხელმძღვანელობა და იმ ფულს სწირავს კლუბის იმიჯს და ფსილოქოგიურ კონდიციას მაშინ კარგად არ დაამთავრებენ ეგენი საკუთარ კაბინეტებში!
0
№4
ავტორი: GEORGE22
29 სექტემბერი 2018 21:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
მაკტომინეის რანაირად უნდა ამოეტანა ბურთი მესამე ცენტრალურ მცველად იდგა მთელი თამაში,ღადაობს მგონი ეს,ან დავიჯერო ახლა ეს ისეთი ცენზურაა რო ამდენ ნახევარმცველში,მაკტომინეის მიანიჭა ეგ ფუნქცია,რომელსაც მატიჩიც ჩვეულებრივად გააკეთებდა?ან შეტევაზე რანაირად გააკეთა აქცენტი,როცა 5 მცველით ითამაშა,ამის პირველი დამცველი მე ვიყავი ერთ დროს,სულ შემეცვალა წარმოდგენა რა,მეგონა გუნდი და გუნდის ისტორიული მენტალიტეტი დააფიქრებდა ამას რაღაცაზე,მაგრამ ცენზურობს უკვე ძალიან.
0
№5
ავტორი: kobinio
29 სექტემბერი 2018 21:23
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მოიესის ხანა დაიწყო... ანტირეკორდების ეპოქა
0
№6
ავტორი: ikeoni
29 სექტემბერი 2018 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ეგ არაფერი მერე რა მოხდაო???? wink
0
№7
ავტორი: glory28
29 სექტემბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ჩაალაგე და წადი ძმაო რააა ნუ დაგვტანჯეე რააა :(((((((((((((((( ფეხბურთის ყურება გვინდა ვაჰ
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2018 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეჰ წადი ჟოზე წადი
0
№9
ავტორი: rooney-scholes
29 სექტემბერი 2018 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
ციტატა: kobinio
ამ კაცს წასვლა უნდა და შეეცით თუ გინდა არ უშვებენ...მეტი რაღა ქნას?!

სანამ ევრო ტურნირების მიღმა არ დავრჩებით მანამდე არ შეცვლიან ეს ცენზურაშვილები


100% miashaon is 12 milioni da gaagdon tan daamciron ra gaxda 12 milioni fani agar yavs am gunds chven avagrovot 1 evro
0
№10
ავტორი: Lalana
29 სექტემბერი 2018 22:07
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
მე უკვე მეორე თამაშია ვეღარ ვუყურებ ამათ საცოდაობას.უკვე ვიცი რომ ცენზურასკენ არის საქმე და მარტო მოურინიოს წასვლა არ უშველის ამას.ყველაფერი შესაცვლელია,აბსოლიტურად ყველაფერი და იმედია ჟოზეს ეს სიმახინჯე დაეხმარება გულშემატკივარს უფრო მეტი პრობლემა აღმოფხვრან ვიდრე ეს მხოლოდ მოურინიოა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top