უპრიანი იქნება იმის თქმა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელი პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, კლუბში დიდი ხნით ვერ დარჩება.
მეტიც, სავარაუდოდ "განსაკუთრებულის" დღეები "ოლდ ტრაფორდზე" დათვლილია და ჟოზეს სულ მალე კარისკენ მიუთითებენ.
ვინ იქნება შემდეგი? The Sun - ის მიერ გავრცელებული ცნობით, ფრანგ ლეგენდას ზინედინ ზიდანს ინგლისური გიგანტის ჩაბარება სურს.
ზიდანმა უკვე შეძლო და სამწვრთნელო კარიერაშიც მოიპოვა ისეტი ტიტულები როგორიცაა: სამჯერ ზედიზედ მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ერთიც ესპანეთის ჩემპიონატი.
ზემოხსენებული საინფორმაციო წყაროს ცნობით, ზიდანი ინგლისური ენის სწავლას აქტიურად შეუდგა. რაც კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფრანგი "იუნაიტედს" სულ მალე ჩაუდგება სათავეში.