თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2018, 23:27
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1486,
კომენტარები: 3
წინა სამატჩო მდგომარეობა
"ვესტ ჰემი" - "იუნაიტედი"
წინა სამატჩო მდგომარეობა
როგორც იცით, ხვალ, 29 სექტემბერს ჩატარდება პრემიერ ლიგის მატჩი, სადაც "იუნაიტედი" დაუპირისპირდება ლონდონურ "ვესტ ჰემს". საინტერესოა განვიხილოთ წინა სამატჩო მდგომარეობა ორივე გუნდში და განვიხილოთ შესაძლო შედეგი.

"ვესტ ჰემი" ის გუნდია, რომელმაც მეზობელ "ჩელსის" შეაწყვეტინა მოგებათა სერია და ორი ქულის წართმევა შეძლო. შემდეგი თამაში, როგორც ვთქვით, "იუნაიტედის" წინააღმდეგ აქვთ და "ჩაქუჩები" შეეცდებიან, რომ პირველი საშინაო გამარჯვება მოიპოვონ გუნდთან, რომელსაც ნამდვილად კრიზისი აქვს, ვარსკვლაური შემადგენლობის მიუხედავად. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ "ვესტ ჰემს" დაუბრუნდება მარკო არნაუტოვიჩი, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა აქვთ რომელუ ლუკაკუსა და "ვესტ ჰემს". ბელგიელმა ფორვარდმა უკანასკნელ 11 შეხვედრაში 11_ჯერ მოახერხა "ჩაქუჩების" კარის დალაშქვრა, რაც აბსოლუტური რეკორდია. თუმცა უკანასკნელი მატჩების გამო ძალიან გააკრიტიკეს ბელგიელი და, პრინციპში, საკმაოდ ლოგიკურადაც, რადგან ლუკაკუს ბურთის მიღებასა და დამუშავებასთან ჰქონდა პრობლემა, გოლის გატანაზე, რომ არაფერი ვთქვათ. ასევე საინტერესო ფაქტია, რომ ლუკაკუს აქამდე ჩატარებულ სამივე გასვლით შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი, სეზონის დაწყებიდან მოყოლებული.

"ვესტ ჰემს" ვერ დაეხმარებიან: ჩიჩარიტო, ჯეკ ვილშირი, ენდი ქეროლი, მანუელ ლანზინი, უინსტონ რიდი.

"იუნაიტედს" ვერ დაეხმარებიან: სერხიო რომერო, მარკოს როხო.

აქვე გთავაზობთ "იუნაიტედის" სავარაუდო შემადგენლობას:

მეკარე: დე ხეა

მცველები: ლუკ შოუ, ვიქტორ ლინდელოფი, კრის სმოლინგი, ანტონიო ვალენსია

ნახევარ-მცველები: პოლ პოგბა, მარუან ფელაინი, ნემანია მატიჩი

შემტევები: ალექსის სანჩესი, რომელუ ლუკაკუ, ჯესი ლინგარდი.

ეს შემადგენლობა, რა თქმა უნდა, სავარაუდოა და შეიძლება რამოდენიმე ჩანაცვლება შემოგვთავაზოს ბოსმა, თუმცა ნამდვილად საეჭვოა ძირეულად შეცვალოს სასტარტო თერთმეტეული.

წყარო: www.skysports.com
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: JuanMata
28 სექტემბერი 2018 23:51
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვესტჰემი ცუდ ფორმაშია და სერიოზული დანაკლისი აქვს, მაგრამ ახლანდელი იუნაიტედისგან ყველაფერი მოსალოდნელია. ისე ამ სეზონში გასვლაზე უკეთ ვთამაშობთ.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2018 00:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა მოლოდინი უნდა გქონდეს გუნდი ისეთ მდგონარეობაშია, რომც მოიგონ ამით არაფერი არ იცვლება სამწუხაროდ იმდენად ღრმა კრიზისში ვართ.
0
№3
ავტორი: ikeoni
29 სექტემბერი 2018 09:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Dges ukve droa Ro romelum sheagdos
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top