თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2018, 11:53
ავტორი: BEQA,
ნანახია: 1441,
კომენტარები: 2
მატჩის ანალიზი: იუნაიტედი 2-2 დერბი
სათასო შეხვედრის ტაქტიკური განხილვა.
მატჩის ანალიზი: იუნაიტედი 2-2 დერბი
პოლ პოგბა უკვე ვერ გახდება „იუნაიტედის“ სათამაშო პრობლემების გასაღები. ესეიგი, ასეთ გასაღებად შეიძლება მისი არ ყოფნა გახდეს. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას ჟოზე მოურინიოს შესახებ. მაგრამ მხოლოდ ეს ორი არ არის ის, რაც წამლის ატმოსფეროს კლუბში.

საშინელი მარცხი „დერბი ქაუნთისგან“ მალე მიეცა დავიწყებას. ახლა მზერა მიმართულია გუნდში გამართული გარჩევების მიმართ. ურთიერთბრალდებები, გაცრუებული იმედები. ერთ ერთი მათგანი, ან ორივე დატოვებს კლუბს, ამაში ეჭვის შეტანა რთულია.

მაგრამ საუბარი ადამიანს გინდება არა ამ ორის შესახებ, რომლებმაც უკვე საკმარისზე მეტი ილაპარაკეს, არამედ ერთ პატარა გუნდზე ჩემპიონშიპიდან, რომელიც მოვიდა „ოლდ ტრაფორდზე“ და გაანადგურა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთი ამოსუნთქვით. ეს მატჩი გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რას წარმოადგენს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო წლებში. ასეთები ხდებოდა მოისესის და ვან გაალის დროსაც, ყველას ჰყავს თავისი „ფულემი“ და „სტოკ სიტი“.

მაგრამ „დერბიმ“ გადააჭარბა ყველას. ფრენკ ლამპარდის ბავშვები მოვიდნენ „ოლდ ტრაფორდზე“ ყველანაირი იდეალური გეგმის გარეშე, მათ უბრალოდ გამოიყენეს ის, რაც ყველამ ისედაც კარგად იცის. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ იტანს გოლს, 90% შემთხვევაში იტანს და შემდეგ უბრალოდ მიყვება თამაშის დინებას. ხანდახან ხდება ისე, რომ მიდიან გამარჯვებამდე, ხანდახან კი ხდება არეაულობა. ამის გამო მატას გოლი დაეხმარა არა მასპინძლებს, არამედ სტუმრებს.

როდესაც „დერბის“ ბიჭები ხვდებიან მათ მოედნის ცენტრში და არა საკუთარ საჯარიმოსთან, რატომღაც ყველაფერი ირევა, მატა უბრალოდ შეშინდა, როდესაც მის გვერდით ჩვეულებრივი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაინახა, რომელიც 10 ჯერ ჩამორჩება მას გამოცდილებით და ტალანტით, ლინგარდი ვერ აკეთებს ელემენტარულ ზუსტ პასს, ლუკაკუ ვერ სწავლობს უბრალო გადაცემების დამუშავებას და ელემენტარული გოლების გატანას.

„იუნაიტედს“ შეუძლია ირბინოს მოწინააღმდეგეზე სწრაფად, ითამაშოს უფრო აგრესიულად და ინტენსიურად, შეუტიოს - როგორც, ინგლისის თასის ნახევარფინალში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ. მაგრამ ყოველ ასეთ თამაშს მოსდევს ათეულობით შეხვედრა, სადაც გუნდი ტემპს აგდებს და იწყება ქაოსი. აი ამაში შეიძლება მოურინიოს და მისი ტაქტიკის დადანაშაულება.

რა დამატებითი სტიმული სჭირდებათ „იუნაიტედის“ ფეხბურთელებს, რომ გააკეთონ თავისი საქმე მოედანზე?? მათ შეიძლება არ მოსწონთ მწვრთნელი, მაგრამ როდის მოასწრეს მათ იმის დავიწყება რას ნიშნავს კლუბი, რომელიც მათ უხდის უზარმაზარ თანხებს?? ჯონსს, ლინგარდს და ლუკაკუს არ შესთავაზებენ კონტრაქტებს „რეალში“, ჯერჯერობით „იუნაიტედი“ მათი ერთადერთი შანსია წავიდნენ წარმატებისკენ, მაგრამ ამას მონდომება სჭირდება.

აუცილებელია კი დამატებით ვისაუბროთ ლუკაკუზ?! ფორვარდი, რომელიც „იუნაიტედს“ 75 მილიონი დაუჯდა, უნდა იყენებდეს თუნდაც 1 შანს სამიდან. სჭირდებათ ცენტრალურ ნახევარმცველებს იმის შეხსენება, რომ მათთან შედარებით ყველა ეს ჯონსონები და ბრაისონები მტვერია მათ ფეხებთან და არა პირიქით?

ფილ ჯონსი არაა დამნაშავე იმაში, რომ ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი - როდესაც ის წავიდა დასარტყმელად, მისი წარუმატებელი დარტყმა შეეძლო ეწინასწარმეტყველებინა არა მხოლოდ მოურინიოს, არამედ 50% მაყურებელს ტელევიზორებთან. მაგრამ რას ფიქრობდა ფილი, როდესაც შეხვედრის მეშვიდე წუთზე გაატარა ბენეტის გადაცემა და ამით მისცა რომეროს შანსი გაეკეთებინა პირველი სეივი? ის აშკარად მოწყვეტილი იყო თამაშს.


მოტივაცია დიდი ხანია გახდა „იუნაიტედის“ პრობლემად. გუნდი, რომელიც ვერ უგებს „დერბი ქაუნთის“ ჩემპიონშიპიდან, თანაბრად ეთამაშება „ჩელსის“ და „ტოტენჰემს“. მაგრამ თუ გუნდს ვარსკვლავის სტატუსზე აქვს პრეტენზია, ის აუცილებლად უნდა უგებდეს მასზე დაბალი კლასის მქონე მეტოქეებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისენი არ არიან ვარსკვლავები და ეს უბრალოდ ილუზიაა.
„ბარსა“ ანადგურებს „ეიბარებს“ და „უესკის“, „ბავარია მიწასთან ასწორებს „ხოფენჰაიმებს“ და „შტუდგარდებს“. ეს გუნდები დამსახურებულად ითვლებიან ევროპული ფეხბურთის ელიტად. „მანჩესტერს“ კი ამ კლუბში მოხვედრა არ შეუძლია. რეკლამა და ანაზღაურება არ მუშაობს ამ კლუბში შემშვებ ბილეთად, არც მოგონებები წარსულ წარმატებულ პერიოდზე და გამარჯვებებზე.
მარცხი გუნდთან, რომელიც ღირსეულად იბრძვის, არ არის სასირცხვილო. სამარცხვინო არის ის, როგორც ეს მოხდა მატჩში „დერბი ქაუნთისთან“. საკუთარ მოედანზე აბსოლუტურად ყველა მოთამაშე გამოიყურებოდა ისე, თითქოს ის ყოფილიყოს ჩემპიონშიპიდან, და არა მასპინძელი ამ კედლების.

ტაქტიკა და მისი არ ქონა ნამდვილად ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს „მანჩესტერის“ შედეგებზე. მაგრამ ჩემპიონშიპიდან „დერბის“ მოსაგებად არ გჭირდება ტაქტიკური ხრიკები, რომლებსაც არც სერ ალექსი იყენებდა ხშირად, მატჩის მოსაგებად მას ხშირად ბიჭების მოტივაცია და მათი მორალური მდგომარეობა ჰყოფნიდა, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ, რომ შეეძლოთ წაეგოთ თამაში.

„ვულვერჰემპტონთან“ მატჩიშ შემდგომ პოლ პოგბამ განაცხადა, რომ გუნდს საშინაო მატჩებში არასწორი ტაქტიკა აქვს და აუცილებელია მეტი შეტევა. შესაძლოა ფრანგი აქ მართალია. ერთი გოლი გუნდმა გაიტანა და მხოლოდ ეს გოლიც კი შესაძლოა ყოფილიყო საკმარისი ნანატრი მოგებისთვის, პოგბას რომ ბურთი არ დაეკარგა ცენტრში და შემდეგ უკვე ნელი ნაბიჯით არ დაბრუნებულიყო საჯარიმოში, სანამ მოურინიო საპასუხო გოლის გამო უკვე ხელებს იქნევდა.

გუნდი მოგაგონებს საბავშვო ბაღს, სადაც ყველა ერთმანეთის მისამართით იშვერს ხელს და აბრალებს გუნდის ყველა პრობლემას. მოურინიო უჩვენებს პოგბაზე და ზემდგომებზე, პოგბა მოურინიოს ადანაშაულებს, დანარჩენი მოთამაშეები და ხელმძღვანელობა უბრალოდ ითვლიან ფულს. ეტყობა, აღარავის ახსობს, რომ ეს ყველაფერი ხდება კლუბში, რომელსაც ერქვა „მანჩესტერ იუნაიტედი“.

წყარო: carrick.ru
სტატიები
2 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
28 სექტემბერი 2018 12:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
კაროჩე მთელი ანალიზი ამ სიტუაციის არის ის რომ ხელმძღვანელობა უყურებს მოურინიოს როდის აწევს ერთ ადგილს და თავისით გადადგება, მეორე მხრივ კიდე მოურინიო უკვე ძალით იფუჭებს თავს და ცდილობს ხელმძღვანელობას თავი გააგდებინოს და კომპენსაციაც გაიყოლოს ჯიბეში. ხოდა ამ დეგენერატების გაწევ-გამოწევას ეწირება კლუბი ამასობაში.. მორჩა ისტორია ამით.
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 სექტემბერი 2018 00:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტაქტიკა აქვს საერთოდ გუნდს?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top