თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2018, 22:05
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1601,
კომენტარები: 4
ფეხბურთელთა შეფასებები "დერბის" წინააღმდეგ.
თამაშის ხარისხი ციფრებში.
ფეხბურთელთა შეფასებები
"იუნაიტედი" კარაბაოს თასის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში, შინაურ კედლებში, დამარცხდა პენალტების სერიაში "დერბის წინააღმდეგ. პრინციპში, თამაშის შედეგი და ანგარიში მეტყველებს "ეშმაკების" თამაშის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ნამდვილად გადახალისებული იყო და იდეაში ამ მოათამაშეებს უნდა ეჩვენებინათ, რომ ღირსები არიან ძირითად შემადგენლობაში ყოფნის, მათგან არანაირი მონდომება არ გვინახავს. გთავაზობთ მოთამაშეების რიცხობრივ შეფასებებს, დართული კომენტარებით.

სერხიო რომერო - 4
რამოდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა. თუმცა დაიმსახურა წითელი ბარათი და მოედნიდან გააძევეს.

დიოგო დალო - 7
საკმაოდ კარგად ერთვება შეტევებში, თუმცა იყო შეცდომები დაცვაში. მოურინიომ გააფრთხილა, რომ ეს იქნებოდა უფრო მკაცრი გამოცდა, ვიდრე მას ევროპულ ტურნირზე ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მან ეს გამოცდა ჩააბარა. ასევე საგოლე გადაცემა ჩაიწერა ასისტი.

ერიკ ბაი - 5
ნამდვილად არასტაბილურია. მომენტებში ძალიან კარგი და მომენტებში კატასტროფულად ცუდი, თუმცა მისი კარგი თამაში ნამდვილად გვაძლევს იმედს, რომ მკაცრი ხელის პირობებში ნამდვილად დასტაბილურდება.

ფილ ჯონსი - 3
საკმაოდ რთულად მიდის მისი გამოჯანმრთელებისა და ფორმაში შესვლის პროცესი. ძალიან არადამაჯერებელი იყო ინგლისელი მცველი და დასკვნით მომენტშიც, მისი გაცუდებული საპენალო დარტყმის შედეგად დამარცხდა გუნდი.

ეშლი იანგი - 6
რამოდენიმეჯერ ნამდვილად გაამწვავა შეტევა და კუთხურიდან ძელსაც მოარტყა, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, რის გამოც შეიძლება ამ ქულაზე მეტი დაიმსახუროს.

ნემანია მატიჩი - 5
სერბი ისეთივე იყო, როგორც ყველა დანარჩენი, თითქოს ერთიანი მკვდარი მუხტი გადაედო ყველას გუნდში.

ანდრე ერერა - 6
ნამდვილად გაუჩინა თავის ტკივილი "დერბის" დაცვას, თუმცა მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა ესპანელი ნახევარ-მცველის აქტივობა, თუმცა ფაქტია ეს ბიჭი ყოველთვის გულით თამაშობს და ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს.

ხუან მატა - 7
საკმაოდ აქტიური იყო იმ დრომდე, სანამ არ შეცვალეს. აქტივში გოლის ჩაწერაც მოახერხა.

ჯესი ლინგარდი - 6
საკმაოდ კარგად გამოიყურება ათიანზე ლუკაკუს უკან. აქტივში საგოლე გადაცემა ჩაიწერა და საკმაოდ აქტიურიც იყო მთელი თამაშის განმავლობაში.

ენტონი მარსიალი - 7
ორ უკანასკნელ შეხვედრაში, როდესაც სასტარტოში დაიწყო ფრანგმა შემტევმა 1 გოლი და 1 ასისტი ჩაიწერა, პრინციპში იმსახურებს მეტ ნდობას.

რომელუ ლუკაკუ - 6
მისგან ათჯერ მეტს ველით ვიდრე აკეთებს. მიმდინარე სეზონში იმაზე უფრო მეტს აცილებს ვიდრე იტანს, თუმცა დიდი როლი ითამაშა მატას გოლის მომენტში და ასევე მოარტყა ძელსაც.

ფრედი -
მისი ერთადერთი მომენტი, როდესაც ყურადღება მიიქცია გატანილი პენალტი იყო, რის გამოც ვერ დაიმსახურა შეფასება.

მარუან ფელაინი - 7
მშვენივრად შემოვიდა შეცვლაზე და მისი გოლის წყალობით თამაში დამატებით დროში გადავიდა.

ლი გრანტი - 6
ძირითად დროში საკმაოდ კარგი სეივი შემოგვთავაზა, თუმცა პენალტების სერიის დროს ვერც ერთი დარტყმის მოგერიება, ვერ შეძლო.

წყარო: www.manchestereveningnews.com
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2018 22:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა შეფასებებზეა საერთოდ საუბარი...
0
№2
ავტორი: kobinio
26 სექტემბერი 2018 23:37
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Out!!!
0
№3
ავტორი: ikeoni
27 სექტემბერი 2018 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ukomentarod....
0
№4
ავტორი: JuanMata
27 სექტემბერი 2018 12:03
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჟოზე - 0
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top