თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2018, 17:53
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 2177,
კომენტარები: 7
ალექსისს ახალგაზრდა შემტევი ჩაანაცვლებს
ფანების მოთხოვნა მოურინიოს.
ალექსისს ახალგაზრდა შემტევი ჩაანაცვლებს
"იუნაიტედის" ახალგაზრდებმა გამართეს მატჩი "მიდლსბროს" წინააღმდეგ და იმარჯვეს ანგარიშით 2-0. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკვეთილად კარგი შეფასებები დაიმსახურა ტაჰიტ ჩონგმა. მისი ნომინალური პოზიცია მარცხენა ვინგერია, თუმცა ასევე ხშირად უწევს თამაში მარჯვენა ფლანგზეც. ჩონგმა ამ მატჩში შორეული ჯარიმის გატანა შეძლო.

მატჩის დასრულებისთანავე ძალიან ბევრი ტვიტი დაიდო იმის შესახებ, რომ ჩონგი ამ მდგომარეობით უკვე უკეთესია ალექსის სანჩესზე და შემდეგ შეხვედრაში აუცილებლად უნდა დაწინაურდეს ის მთავარ გუნდში. კაცმა რომ თქვას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდია კონკურენციაა მარცხენა ფლანგზე, მაინც ძალიან დაბალი შედეგიანობით გამოირჩევა ეს პოზიცია გუნდში. ასევე პრობლემატურია მარჯვენა ფლანგიც, სადაც ასევე წარმატებით თამაშობს ახალგაზრდულ გუნდში.

თუმცა, არაერთხელ დამტკიცდა, რომ ახალგაზრდული ჩემპიონატი და მთავარი გუნდი, ცა და დედამიწაა. ნამდვილად სათუოა გაამართლებს თუ არა ახალგაზრდა შემტევი "იუნაიტედის" ძირითად გუნდში. როგორც ვიცით, ჩონგი პრე-სასეზონო ტურში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ბევრი ვერაფრით დაგვამხსოვრა თავი. თუმცა 18 წლის შემტევს უდაოდ უნდა მიეცეს შანსი მთავარ გუნდში, რადგან ეს მის ტალანტს უკეთესად განავითარებს.
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GEORGE22
25 სექტემბერი 2018 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ამ დროს როცა არც ლინგარდია ფორმაში,არც სანჩესი და არც არავინ,აუცილებლად უნდა ათამაშონ ხოლმე,ბაბუს კაი ხნის დაწინაურებული ეყოლებოდა ეს გუნდში,თუმცა ბაბუ ბაბუა,ჟოსეს რაც შეეხება ნამდვილად უნდა გარისკოს და მისცეს ამას შანსი,პრე სეზონზე რომ ყავდა გამეხარდა,არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება ამ ბიჭსაც და ამან თუ ვერ გაამართლა,იმედია ამის შემყურე ძირითადის ფეხბურთელებს მაინც მიეცემათ სტიმული და შერცხვებათ იმის რომ პატარა ღლაპი აახევთ ადგილს,მერე მაინც იქნება მოუმატონ.
0
№2
ავტორი: ikeoni
25 სექტემბერი 2018 19:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chemi azritac unda mieces shanshi..magalitad derbistan Uechveli ubda daayenos sastavshi asaks rat unda yureba mtavaria tamashobdes bichi
1
№3
ავტორი: kobinio
25 სექტემბერი 2018 20:33
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დღეს თუ პოგბამ არ უკაპიტნა გუნდს ნორიგი პიზდეცი იწყება!!! როგორც წავიკითხე ვარჯიშზე წაურთმევია სამკლაური მაუს და გაუკრიტიკებია.იმედია ისევ ჟურნალისტების ამბავია და კიდე ერთი გაუგებრობა არაა ისეც დედა აგარ ყავს გუნდს

სადაც შარშან ბრისტოლმა მოგვიგო არაა გამორიცხული დერბიმ არ მოუგოს მაურინიოს .
0
№4
ავტორი: JuanMata
25 სექტემბერი 2018 21:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სხვა ტიპის მწვრთნელი რომ გვყავდეს (არ ვამბობ უკეთესი, ან უარესი), ისეთი რომელსაც ახალგაზრდებთან მუშაობ უყვარს დარწმუნებული ვარ ჩონგი და გომესი უკვე დაწინაურებული ეყოლებოდა და საშუალოდ 20-25 წუთი სათამაშო დრო სულ ექნებოდათ.

გვყავს რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდა, ვისი გამოყენებაც შეიძლება. მაგრამ აგერ ჟოზემ ტურნეზეც კი არ მისცა ნორმალურად სათამაშო დრო.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2018 00:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისეთი სიტუაციაა ვერცერთი ფეხბურთელი ვერ უშველის გუნდს
0
№6
ავტორი: GIOMU
26 სექტემბერი 2018 00:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მარცხინვ იმდენი არიან... მაგრამ ღირს შანსის მიცემა არავინ არ ბრწყინავს მაინც...
0
№7
ავტორი: MAN-UTD 6
26 სექტემბერი 2018 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გაუმარჯოს! მეც იმავეს ვფიქრობ რომ უნდა მიეცეს შანსები რო გაძლიერდეს. ნიჭიერია, მე მაგრად მევასება FIFA 19შიც კი ვათამაშებ ხოლმე love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top