თბილისი:
მანჩესტერი:
25-09-2018, 11:49
ავტორი: BEQA,
ნანახია: 1777,
კომენტარები: 9
ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი
გასვლითი მატჩების მოგების სერიის („ბარნლი“, „უოტფორდი“, „იანგ ბოიზი“) შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ ჩერდება შინ, ამჯერად მოკრძალებულ „ვულვერჰემპტონტან“. ნუნუ ეშპირიტუ სანტუს გუნდმა თანაბარი ბრძოლა გაუმართა ამ დაპირისპირების ფავორიტს სტუმრად.

„მგლებმა“ ჩვეული დაცვითი სტრატეგია აირჩიეს 5-4-1, მოურინიომ კი შვეიცარიაში, გასვლითი მატჩის სასტარტო თერტმეტეულში 4 ცვლილება მოახდინა. თუმცა, ფეხბურთელების როტაციამ შედეგი ვერ გამოიღო - ერთნაირად ცუდად ითამაშეს როგორც დასვენებულმა, ისე ოთხშაბათს ნათამაშებმა ფეხბურთელებმა.

როგორც „იანგ ბოიზთან“ შეხვედრაში, აქაც „იუნაიტედმა“ მატჩის დებიუტი ჩააგდო. ფრედის გოლი ეწინააღმდეგებოდა თამაშის ლოგიკას. თუ გასვლით მატჩში შვეიცარიაში ცუდი მოძრაობა და არაზუსტი გადაცემები შეგვეძლო დაგვებრალებინა ფეხბურთელებისთვის უჩვეულო, ხელოვნურ მოედნის საფარს, საკუთარ მოედანზე თამაშისას ასეთ უსახურ პერფორმანსს გამართლება არ აქვს.

თუმცა, თამაშის არასასურველი რეზულტატი არ შეიძლება მხოლოდ „წითელი ეშმაკებს“ დავაბრალოთ. ეშპირიტუ სანტუ და მისი გუნდი იმსახურებენ დიდ პატივისცემას. ისინი გაცილებით კარგად გამოიყურებოდნენ თამაშის ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტში - დაცვაში ერთმანეთის დაზღვევაში და დაცვიდან ბურთის შეტევაში გადატანაში.

ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი

„იუნაიტედი“ ჯერ კიდევ პოზიციური შეტევის ანბანს სწავლობს. წინა მატჩებში მოწინააღმდეგეები 4 მცველით თამაშობდნენ და დრო და დრო ტოვებდნენ მოედანზე თავისუფალ სივრცეებს, რასაც „წითელი ეშმაკები“ სიამოვნებით იყენებდნენ. „მგლები“ კი, ,,იუნაიტედის'' შეტევებს 9 კაცისგან შექმნილ დაცვის კედელს ახვედრებენ და ერთი მეორის მიყოლებით აჩერებდნენ ,,იუნაიტედის'' გამჭოლ გადაცემებს საკუთარი საჯარიმოს მიმართულებით.

კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც „იუნაიტედის“ გულშემატკივრისთვის არის არასასიამოვნო, „მგლების“ საჰაერო გადაცემები თითქმის ყოველთვის იყო ზუსტი. „ვულვერჰემტონმა“ არამხოლოდ ხელები შეუკრა „იუნაიტედის“ განლაგებას თავისი პრესინგით, ამავე დროს ისინი საკმაოდ ეფექტურად გადადიოდნენ დაცვიდან შეტევაში.

თუ კარგად დავუკვირდებით, გასაგებია თუ რატომ უჭირდა „იუნაიტედს“ ბურთის საჯარიმომდე მიტანა, ასევე ცხადია რატომ გახდა სიამაყის საბაბი მწვრთნელთა შტაბის გეგმა ბ - შორეული ჩაწოდება ფელაინის მისამართით. „ არ შეგვიძლია დაბლა? - ვცდით საჰაერო პასებით“.

ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი

„იუნაიტედი“ აღმოჩნდა სავსებით მოუმზადებელი მოწინააღმდეგის სათამაშო გეგმისთვის. დიახ, ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან 2 დღე გავიდა, მაგრამ ვის ადარდებს ეს? „ოლდ ტრაფორდზე“ მოძრაობდნენ ასეთი ნელა და იხსნებოდნენ კიდევ უფრო ცუდად, რომ მე და კიდევ ბევრს დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს არ მომხადრიყოს სამწრვთნელო შტაბში ცვლილებები და უმნიშვნელო მცდელობები გუნდის თამაშის ხარისხის გამოსწორების.

ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი

ბევრი აღაშფოთა ალექსის სანჩესის მორიგმა უსახურმა თამაშმა. ის ხედავს გამწვავების შესაძლებლობას, მაგრამ ან არაზუსტ პასს აკეთებს საჯარიმოში ან წარუმატებლად თამაშობს მასში შესვლისას. გოლიც კი მის არაზუსტ ჩაწოდებას მოჰყვა ლუკაკუს მიმართულებით.

რაც ყველას აღიზიანებს არის ის, რომ იმისთვის რომ მისცეს ალექსისს დრო პარტნიორებთან შესათამაშებლად, მოურინიოს უწევს მარსიალის სკამზე დასმა.

არ შემიძლია არ ავღნიშნო პოლ პოგბა. მან ისევ გააკეთა რამოდენიმე შესანიშნავი გადაცემა ლუკაკუს მიმართულებით, რომელმაც თავისი შანსი ვერ გამოიყენა მეორე ტაიმში. ხოლო ფრედი არ მოერიდა საჯარიმოს გარედან მეკარის შეწუხების შანსს პოლის პასის შემდეგ და გაიტანა კიდეც. პოლის ასისტი არაჩვეულებრივი იყო. მაგრამ ამ პასების გვერდით, იგივე თამაშში, შეგვიძლია ვიპოვოთ არაზუსტი პასების და ცუდი გადაწყვეტილებების მთელი დასტა. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთ ფეხბურთელში იყოს მოქცეული? ეს მიკვირს და მაბრაზებს, რადგან წარმომიდგენია როგორი იდეალური ფეხბურთელი შეუძლია პოლს გახდეს.

გაშვებული გოლის ეპიზოდი დაიწყო იქედან, რომ პოლმა გადაწყვიტა ჯარიმის გამომუშავება, იმის მაგივრად რომ გაეკეთებინა გადაცემა უკან ან გვერდით. ეს უკვე მესამე ან მეოთხე ეპიზოდი იყო მატჩში, როდესაც პოლმა გადაწყვიტა ჯარიმაზე თამაში, როდესაც პარტნიორისთვის პასის მიცემა უფრო შედეგიანი იქნებოდა.

შოუ და ლინდელოფიც არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. რაც უნდა მთელი ძალებით ეცადათ მოწინააღმდეგის შეჩერება, ყოველი მეორე შეტევა მათ ფლანგზე მთავრდებოდა საჯარიმოში შეჭრით. არასწორი ართმევები და პრესინგი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ამწვავებდა შეტევებს საკუთარ კართან და ბოლოს ეს გაშვებულ გოლშიც გამოიხატა.

ტაქტიკური ანალიზი: იუნაიტედი 1-1 ვულვზი

ჯამში: აღსანიშნავია მოურინიოს და შტაბის არასწორი მომზადება მატჩისთვის. დიდი პატივისცემა ნუნუ ეშპირიტუ სანტუს და მის პორტუგალიელთა ჯგუფს. მანჩესტერის გულშემატკივრებისთვის კი ყველაზე პოზიტიური მომენტი მატში იყო სერ ალექს ფერგილსონის დაბრუნება ტრიბუნაზე. ფეხბურთელებმა ფანების გახარება ფაქტიურად ვერაფრით ვერ შეძლეს.
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LewisHamilton
25 სექტემბერი 2018 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
ხო მოგვახსენა ჟოზემ რომ მორიგი უმახინჯესი თამაშის მიზეზი უბრალოდ ის იყო რომ მოწინააღმდეგე ძალიან მოტივირებული გამოვიდა მოედანზე.. თორე ტაქკიკას და სხვა დანარჩენს რა დაეწუნება)). წელს გუნდს არანაირი არც ფიზიკური არც ფსიქოლოგიური რესურსი არ ეყოფა რომ რაიმე მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. ამას პლიუს ემატება დეგენერატი და ჯორზე შემჯდარი მწვრთნელი, რომელიც მე პირადად მგონია რომ აზრზე არაა რას აკეთებს და მხოლოდ საკუთარი წარსულით იმშვიდებს თავს (ლივერპულს მოუხდებოდა კაკრას მწვრთნელად). ბევრი ამბობს რომ სეზონის შუაში მწვრთნელის დათხოვნა დიდი რისკია და ა.შ მაგრამ აი მეტი უარესი რაღა უნდა დაგვემართოს რომ მაგ რისკზე არ მივდივართ (გუნდმა მესამე წელია ვერაფერი ისწავლა, ელემენტარული შეტევაში გადასვლა არ ვიცით დაცვიდან). კონტრაქტის გაწყვეტის კომპენსაცია რო დიდია და ენანებათ ეგ სუფთა ლირიკაა. ყველაზე მაქსიმუმ 20 მილიონი ედოს პირგასამტეხლო და ეგეთ თანხას არ დააჯდებოდა ახლა ვუდვორდი. რაღაც სხვა ამბავია უბრალოდ ჩვენ არავინ ჩაგვახედებს მაგ შიდა სამზარეულოს ამბებში...
3
№2
ავტორი: shotkin
25 სექტემბერი 2018 13:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: LewisHamilton

გეთანხმები
0
№3
ავტორი: JuanMata
25 სექტემბერი 2018 14:41
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093

100% ახლა ჟოზეს დატოვება მწვრთნელად, არის დროის კარგვა. მითუმეტეს შეიძლება დავკარგოთ ამის გამო მნიშვნელოვანი ფეხბურთელები.

აგერ სანჩესზე უკვე წერენ მიდისო, პოგბაც გაქცევაზეა, მარსიალი რეშფორდიც, წავლენ გუნდში, სადაც სათამაშო დრო და განვითარების პერსპექტივა ექნებათ.

გუნდის თამაშში რამე პროგრესი რომ ჩანდეს კიდევ ჯანდაბას, მაგრამ რეალურად ის მოგებული თამაშებიც ბევრით არაფრით ჯობდა ვულვზთან მატჩს.
0
№4
ავტორი: Lalana
25 სექტემბერი 2018 15:04
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ზაფხულშივე უნდა გაეშვათ ეგ იქნებოდა ყველაზე სწორი.ვუდვორდი კი მაგარი იდიოტია როდესაც ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.რას ჩქარობ,სად გეჩქარება,გეგონება აყვავებული იყოს გუნდი და მწვრთნელი არ გამექცეს ასეთი აწყობილი გუნდიდანო.ან უღირთ ეგ 40 მილიონია თუ რაც არის იმად რომ გუნდი ასე უკან-უკან მიდის?არ ვიცი რაა,აი ასეთი დებილები როგორ არიან რომ ასე უფრო აზარალებენ გუნდს და აქედან გამომდინარე ფინანსურადაც ხომ დაზარალდებიან არა?ან შეიძ₾ება მეორე მომენტიც იყოს,აქ კი იწერება ზიდანის მოსვლაზე მაგრამ მთლად სიმართლეც არ იყოს ეგ და ამის გამო იკავებდნენ თავს.არ ვიცი,არ ვიცი.ერთი ის ვიცი,თუ ახლო მომავალშ რაიმე არ შეიცვალა,არ დანიშნეს წესიერი სპორტული დირექტორი და არ მოიყვანეს მწვრთნელი რომელიც ათამაშებს უბრალოდ ფეხბურთს და არ დაისვამს თავზე ფეხბურთელებს,მაქამდე უფრო და უფრო უკან წავალთ.
0
№5
ავტორი: lobjanidze
25 სექტემბერი 2018 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
აუცილებლად გასაშვებია მწვრთნელი. მას უნდა მიყვნენ არ შემდგარი ფეხბურთელები: ლინგარდი,შმოლინგი.როხო,ჯონსი იანგი. უკვე ამოწურა ამ ხალხმა თავიანთი უნარები გუნდში. ჩემი აზრით ზამთარში არ გაუშვებენ,სეზონს დაამთვარებინებენ და ალბათ მიზანიც ოთხეულში შესვლა იქნება.
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
25 სექტემბერი 2018 16:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ეს დედანატირები თუ რამის ექსპერიმენტი და შეცვლა გინდა ყველაზე იდეალური დროა ახლა გაუშვა მწვრთნელი.რა არ იციან ეს სეზონი ასეც რო ჩავარდება ნეტა?ხოდა რა აზრი აქვს მორალურად გატეხილ მწვრთნელის დატოვებას გუნდში?ყველაზე სწორია ახლა მოვიდეს ვინმე ახალი რომელიც გადაწყობას შეძლებს მაინც დრო ექნება
0
№7
ავტორი: kobinio
25 სექტემბერი 2018 16:54
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებდი თავს ჟოზეს გაკრიტიკებისგან და მაინც მინდოდა შედეგი ეჩვენებინა მარა ამან უკვე მაქსიმუმი თავისი აჩვენა და ევროპა ლიგა იყო მისი მაქსიმუმი.
დაუყონებლივ გასაშვებია .მაქსიმუმ ზამთარში რადგან მომავალ მწვრთნელს ჭირდება დრო გუნდის ჩამოყალიბებისა და შეგუებისა. ზაფხულში მოვა ვიღაცა თუნდაც ზიდანი და დრო ჭირდება.ეხლა იმას ელოდე ორი სეზონი და მერე კიდე სხვას და სხვას... ამიტომ დაუკონებლივ უნდა განაჯვას ამან და მოვიდეს ვინმე სხვა თუნდაც კერიკი იყოს ოღონდ ეს უნდა წავიდეს და მიყვეს ცენზურავიჭა ფწხბურთელები.სანჩესი ყველა სეცვლაზე უკმაყოფილოა თუ შეამჩნიეთ ნახავდით თქვენც ხან მაიკას იავრია და ხან ბოთლებს.რწშფორდი ასევე და მარსიალმა თავად ცენზურაა.მოკლედ იმედი მაქ მალე წავა ეს აქედან და ვინმე ახალ გუნდს ააშენებს
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
26 სექტემბერი 2018 00:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალის დროინდელი სიტუაცია მეორდება
0
№9
ავტორი: phil joness
26 სექტემბერი 2018 02:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
საინტერესო სტატიაა. შემდეგშ თამაშებზეც სიამოვნებით წავიკითხავდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top