როგორც იცით, შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" "დერბის" წინააღმდეგ აქვს და ამ უკანასკნელის თავკაცი სწორედ ფრენკ ლამპარდი გახლავთ. ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და ერთ დროს მოურინიოს "ჩელსის" კაპიტანმა, ისაუბრა მისი და მოურინიოს ამჟამინდელ ურთიერთობაზე და შემდეგ მატჩზე, რომელშიც "იუნაიტედი" და "დერბი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
"მე და ჟოზე დღემდე ვმეგობრობთ და საკმაოდ თბილი ურთიერთობა გვაქვს. რამოდენიმე დღის წინ დამირეკა და ვისაუბრეთ, თუმცა არაფერი ფეხბურთის შესახებ. მან მომილოცა მესამე გოგონას შეძენა და ბევრი ვიხუმრეთ ამ თემაზე, პრინციპში ჟოზე უფრო გაერთო. თუმცა ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ის ნამდვილად კარგი მეგობარია და როდესაც "დერბიში" მოვედი სამუშაოდ მან მომწერა, რომ წარმატებას მისურვებდა და ყველაფერი გამომივიდოდა. ეს ძალიან უბრალო და საკმაოდ სასიამოვნო ჟესტია. ნამდვილად არაფერი გვითქვამს მომავალ შეხვედრაზე, რადგან ეს ჩვენი ბანქოა და ვცდილობთ, როგორც პროფესიონალები, რომ ჩვენი ძალები მოედანზე გამოვავლინოთ" - აცხადებს ფრენკ ლამპარდი Deilymail - თან მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩი, რომელიც "დერბის" წინააღმდეგ გაიმართება "კარაბაოს თასის" ფარგლებში, ჩატარდება 25 სექტემბერს 22:45 წუთზე.
წყარო: www.dailymail.co.uk
ინტერვიუები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.