თბილისი:
მანჩესტერი:
24-09-2018, 18:05
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1658,
კომენტარები: 5
პეპე "იუნაიტედში"
ახალი სატრანსფერო ჭორები.
პეპე
მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრამდე შორია, მაინც ისმის ჭორები და, რა თქმა უნდა ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც "იუნაიტედის" სახელს უკავშირებენ. იქედან გამომდინარე, რომ გუნდს სერიოზული პრობლემა აქვს მარჯვენა ფლანგთან დაკავშირებით, გაჩნდა კიდევ ერთი მოსაზრება ლიგა-1_ში მოასპარეზე შემტევთან დაკავშირებით.

საუბარია ფრანგული "ლილის" მარჯვენა ვინგერ ნიკოლას პეპეზე, რომელიც წარმოშობით კოტ დ'იუარიდანაა და საკმაოდ შედეგიანიც გახლავთ მიმდინარე სეზონში. მის ანგარიშზე 2018/2019 წლის სეზონში 6 თამაშში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. განრცელებული ინფორმაციით, 23 წლის შემტევით "ბარსელონა" და "იუნაიტედი" ინტერესედებიან, რაც "ლილის" ხელმძღვანელობამაც დაადასტურა. "ნამდვილად არის შემოთავაზებები რამოდენიმე დიდი კლუბისგან ნიკოლასთან დაკავშირებით, თუმცა არ განვიხილავთ მის მიერ კლუბის დატოვებას სეზონის დასრულებამდე და ნიკოლასიც ეთანხმება ამ მოსაზრებას" - აცხადებს ფრანგული კლუბის თავკაცი კრისტოფერ გალტიე.

ნათელია ის, რომ გუნდს ნამდვილად ესაჭიროება მარჯვენა ვინგერი, თუმცა განსხვავდება, როგორც ტურნირების სათამაშო დონე, ასევე აღნიშნული ფეხბურთელი ნამდვილად გამოუცდელია. ამიტომ შეიძლება დავსვათ კითხვა რამდენად გამართლებული იქნება მისი ტრანსფერი, იმ დროს როდესაც გუნდი ჩავარდნის ზღვარზეა.
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
24 სექტემბერი 2018 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Idzaxian Ro Kai igrokiao Ravi me amis tamashi ar minaxavs:$)
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
24 სექტემბერი 2018 19:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ რამეს ჭორი შეიძლება ეწოდოს ესაა, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა.
0
№3
ავტორი: gaga1987
24 სექტემბერი 2018 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
me realis pepe megona satauridan))))
0
№4
ავტორი: devidi
24 სექტემბერი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
ჯერ გასაშვები ვინცაა ის გაუშვან და მოყვანით მოიყვანენ ვინც საჯიროა მერე
1
№5
ავტორი: GIOMU
26 სექტემბერი 2018 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ცუდი არაა მაგრამ არამგნია ამან რამე დიდი შეცვალოს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top