თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2018, 18:13
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1605,
კომენტარები: 6
ფეხბურთელთა შეფასებები "ვულვზთან"
"იუნაიტედის" ფეხბურთელთა რეიტინგი.
ფეხბურთელთა შეფასებები
გაგაცნობთ "იუნაიტედის" ფეხბურთელთა რიცხობრივ შეფასებებს "ვულვერჰემფტონ ვანდერერსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც ანგარიშით 1-1 დასრულდა.

დეივიდ დე ხეა - 7
დეივიდი ისევ და ისევ შეუდარებელი იყო. არც ამჯერად გაუცრუებია იმედები გუნდისთვის და ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო. რომ არა ის, ნამდვილად სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.

ანტონიო ვალენსია - 4
ფეხბურთელს უდაოდ აკლია ფანტაზია და ეს ამ მოცემულ მატჩშიც გამოჩნდა. ძალიან არაპროდუქტიული იყო და მისი ერთადერთი ქმედება, რასაც მთელი მატჩი აკეთებდა, იყო ფლანგიდან ბურთის ჩაგდება, რამაც ნამდვილად არ გამოიღო შედეგი.

კრის სმოლინგი - 6
დამაჯერებლად გამოიყურებოდა თითქმის მთელი თამაში, თუმცა იყო შეცდომებიც. იმის ფონზე, რომ სეზონი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, კრისი ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა გაშვებული გოლი რაღაც დოზით მის კისერზეა.

ვიქტორ ლინდელოფი - 5
ეს ბიჭი ისევ ადაპტაციის პერიოდს გადის გუნდში. საკმაოდ ჰქონდა პრობლემები ჰელდერ კოშტასგან და ხიმენესისგან, რასაც თითქმის ვერ უმკლავდებოდა.

ლუკ შოუ - 5
ეს ბიჭი რამდენადაც კარგია შეტევაში, იმდენადვე ცუდია დაცვაში. გაშვებული გოლის მომენტშიც მას გაეპარა ხიმენესი ფლანგზე.

მარუან ფელაინი - 7
ბელგიელი მოედნის ყველა წერტილში იმყოფებოდა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაშიც.

ფრედი - 6
ბრაზილიელმა საკმაოდ საჭირო სადებიუტო გოლის გატანა შეძლო, რა თქმა უნდა, საჭირო გუნდისთვის და ასევე მისი თავდაჯერებულობისთვის, მომდევნო მატჩებში.

პოლ პოგბა - 6
ფრანგი შემტევის თამაშში შეგვიძლია მკაფიოდ გამოვყოთ მისი მსოფლიო დონის შეხება ბურთთან, რომელიც ფრედმა გოლით დააბოლოვა.

ჯესი ლინგარდი - 6
საკმაოდ აქტიურად დაიწყო და პრესინგიც შემოგვთავაზა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ალექსის სანჩესი - 4
ჩილელს ისევ უჭირს იყოს პროდუქტიული და ეს ნამდვილად არ გამოპარვია მწვრთნელს, ასე რომ ის სამართლიანად შეცვალეს.

რომელუ ლუკაკუ - 2
პრინციპში ეს ქულა მოედანზე 90 წუთის გატარების გამო დაიმსახურა, სხვამხრივ ნამდვილად ნული იყო მატჩში.

ენტონი მარსიალი - 5
"უხასიათო ფრანგი" ნამდვილად ცდილობს, რომ შეუტიოს, თუმცა მისი არასახარბიელო სათამაშო ფორმის გამო ვერაა ისეთი პროდუქტიული, როგორიც ადრე.

ხუან მატა - 3
შემოსვლისთანავე ძალიან ჩაიკარგა და უჭირდა შეტევების გამწვავება.

ანდრეას პერეირა - 6
ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ძირითად შემადგენლობას და მას ეტყობოდა, რომ რაღაცის შესაცვლელად შემოვიდა მოედანზე.

წყარო: www.manchestereveningnews.co.uk
სტატიები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2018 18:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ძნელია რამე თქვა ამ თამაშის მერე
0
№2
ავტორი: sandroo
23 სექტემბერი 2018 19:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
წულვზი წერია გაასწორეთ
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2018 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ერთნაირად ცუდი იყო, პოგბას და ფრედს კიდე არაუშვავდა, მარსიალმაც იაქტიურად, ნუ დე ხეაზე არაფერს ვამბობ.
0
№4
ავტორი: Lalana
23 სექტემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
იანგ ბოიზთან თამაშის დროსაც ვთქვი რომ ისევ ისე არეულად თამაშობდნენ.შეიძლება ვითომ უტევდა გუნდი მაგრამ ძაან ქაოტურად.ასე იყო ვოტფორდთანაც.უკვე მოსაბეზრებელია მოურინიოზე საუბარიც.ერთი რამ დაგვრჩენია,ლოდინი.უნდა დაველოდოთ მის განთავისუფლებას,სხვა გზა ნამდვილად არ გვაქვს.უბრალოდ ძაან უნიათო ხლმძღვანელობა გვყავს და ეს არის ყველაზე დიდი მინუსი მანჩესტერის.ამდენ ხანში სხვა ნორმალურ კლუბში გაანთავისუფლებდენ.უბრალოდ ისიც სამწუხაროა რომ წესერი ვარიანტი არც ჩანს გარდა ზიდანისა,მაგრამ ჩვენ არც კი ვიცით ზიდანს ნამდვილად უნდა თუ არა აქ მოსვლა.ეგ კაცი თუ აქ მოვიდა ყოჩაღ მაშინ მის გამბედაობას.
0
№5
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2018 21:53
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაურინიოს ზამთარში სავარაუდოდ გაუშვებენ...გლეიზერებს რომ მოუ... ჯიში და ჯილაგი.
ეგ ნაძირალები რომ მოვიდნენ დაიწერა აი ეხლა დაერხა იუნაიტედსო და მაშინ ვერც ვაანალიზებდი რა შეეძლო მფლობელს მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები მეგონა.აი იქ შევცდი.
0
№6
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2018 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
როგორ შეიძლება ესე ითამაშო ესეთი ფეხბურთელებით აი მაგას ვერ ვხვდებიიი :((( ერთი ნორმალური შეტევის გაკეთებას რო ვერ მოახერხებ რისი ბრალიაა?? დავიკერო ეგეთი დაბალი დონის ფეხბურთელები გვყავს სასაცილოა ხოო :)) ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელებით ვთამაშობთ ძალიან დაბალი დონის ფეხბურთს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top