თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2018, 17:40
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1997,
კომენტარები: 8
სანჩესი კლუბს დატოვებს
ჩილელი კლუბს შეიცვლის.
სანჩესი კლუბს დატოვებს
"იუნაიტედის" ჩილელი შემტევი ისევ და ისევ ვერ ერგება გუნდს. საკმაოდ გაიწელა მისი ადაპტაციის პროცესი და საკმაოდ გაიჩინა კრიტიკოსები, გუნდის გულშემატკივრების სახით. ჩილელი გასულ სეზონში შეუერთდა გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და მის ანგარიშზე 26 შეხვედრაში, ყველა ტურნირზე, 3 გოლია.

იმ შემთხვევაში თუ გუნდს ფრანგი სპეციალისტი, ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს, გუნდს აუცილებლად დატოვებს რამოდენიმე ფეხბურთელი და ამ მოთამაშეების სიაშია ალექსის სანჩესი, წერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Express. თუკი ასე მოხდა ნამდვილად საინტერესოა ვის მოუნდება ჩილელი ნახევარ-მცველის შეძენა.

ასეთ ორ გუნდად მოიაზრება "პარიზ სენ-ჟერმანი" და "არსენალი". პრინციპში, რაღაც დოზით, მარტივია ამ ორს შორის არჩევანის გაკეთება, რადგან პარიზული კლუბი არის ახალი გამოწვევა და ამავდროულად ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ სანჩესმა იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის.

სეზონის ბოლოს დიდი სიურპრიზები გველოდება "იუნაიტედში" და იმედია ეს ყველაფერი სასიკეთოდ წაადგება გუნდს, იქნება ეს ფეხბურთელებისგან გუნდის გასუფთავება, თუ ახალი მწვრთნელის მოყვანა.

წყარო: www,express.co.uk
ჭორები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Human
23 სექტემბერი 2018 17:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
მოკლედ დავიღალე რა 5 წელია ვერაფერს ვერ ვშვებით და გუნდი კიდე არაა გაწმენდილი იმ ფეხბურთელებისგან ვინც წასასვლელია recourse
0
№2
ავტორი: kobinio
23 სექტემბერი 2018 18:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
აბა ჰეეე და აბა ჰოო.ვინ მამაძაღლი გამოგეკიდოს :)) მაურინიო გაიყოლე ძმა
0
№3
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2018 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
მოსამზადებელს მაგრად იწყებდა და ეხლა ისევ მოუკლო:((იმედია ვიხილავთ იმ სანჩეს რასაც ველოდებით
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2018 20:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაინც მენანება :/
0
№5
ავტორი: JuanMata
23 სექტემბერი 2018 22:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სანამ ჩვენს თამაშს რამე სახე არ მიეცემა, ძაან რთულია რომელიმე ფეხბურთელი შეაფასო.
ასეთ არეულ გუნდში ვერავინ ვერ ითამაშებს სტაბილურად მაღალ დონეზე.

ერთი და ორი ფეხბურთელის პრობლემა რომ იყოს ამ გუნდში კიდევ რამეს იტყოდი, მაგრამ ვერც ერთი თავის რეალურ დონესთან ოდნავ მიახლოებულ თამაშსაც რომ ვერ აჩვენებს, უკვე ფეხბურთელებში კი არა გუნდშია პრობლემა და იმ ფეხბურთში, რასაც თამაშობენ.
1
№6
ავტორი: GIOMU
24 სექტემბერი 2018 03:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფაქტი ერთია ვერ მიდის ადაპტაცია და ახლა ლამაზი თვალების გულისთვის ხომ არ დავტოვებთ. წავიდეს სჯობს ვიდრე ვერაფერი ვერ აკეთოს მოედანზე და ჩვენც ნერვები დაგვაგლიჯოს.
0
№7
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბა როდემდე უნდა უყუროო:)) რაც გადმოვიდე ერთი ნორმალური დრიბლინგი არ მინახია ამ კაცისგან ხანდახან პასები გამოსდის ისიც გამოცდილების ხარჯზეე:) მოკლედ აზრი არ ააქ დალოდებას სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ გაუშვებენ
0
№8
ავტორი: Svanchester
24 სექტემბერი 2018 12:32
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
Tipi useriozules xelfass igebs, imis naxevris naxevarsac ver aketebs rac unda gaaketos. ver dabraldeba amis cudi tamashi mourinios, im shetevebis fonze rac tundac gasul matchebshi gvqonda, sanchess minimum dublit unda gamoechina tavi. Vshishob esec im kategoriashi gadava rasac iunaitedshi chamqvrali varskvlavebi hqvia: Falkao, di maria, depai....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top