თბილისი:
მანჩესტერი:
23-09-2018, 16:54
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1337,
კომენტარები: 7
ფელაინი იმედიანადაა განწყობილი
ბელგიელი ფეხბურთელის მატჩის-შემდგომი კომენტარი.
ფელაინი იმედიანადაა განწყობილი
ბოლო რამოდენიმე მატჩია ნახევარ-დაცვის შეუცვლელი ფიგურაა მარუან ფელაინი, რომელიც ძალიან კარგად ეხმარება დაცვის ხაზს და ავსებს მათ დატოვებულ სივრცეებს მაშინ, როდესაც ისინი შეტევაში ეხმარებიან გუნდს. გუშინდელმა საყაიმო ანგარიშმა, ბევრ რამეზე დააფიქრა გუნდი და ამასთან დაკავშირებით ბელგიელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

"ყველანი იმედგაცრუებულები ვართ. შეგვეძლო უკეთესად წარგვემართა მატჩის მსვლელობა. აუცილებლად უნდა მოგვეგო, რადგან ახლა უფრო გავირთულეთ მდგომარეობა სეზონში. ყველანი იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. ჩვენ ბურთი უფრო სწრაფად უნდა ვამოძრაოთ და მეტად დავიხვეწოთ შეტევაში, რაც ნამდვილად გამოიღებს შედეგს. ჟოაო მოუტინიო და რუბენ ნევეში, არიან ფეხბურთელები, რომლებიც მცირე უყურადღებობსაც არ გაპატიებენ და ასეც მოხდა."

ბოლო მატჩებია მარუან ფელაინიმ ნამდვილად შეიძინა ის ფუნქცია, რაც ძალიან კარგად გამოსდის მას - დაეხმაროს მცველებს და რაღაც გაგებით იყოს მეხუთე მცველი. თუმცა ამის მიუხედავად მაინც არის დაცვაში პრობლემები, რისი მოუგვარებლობაც ძალიან აზარალებს გუნდს სამომავლო პერსპექტივაში.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 სექტემბერი 2018 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
უპატიებელი შედეგია ამ გუნდთან სახლში გასვლაზე მთვარეზე მარსზე რავი სადაც გინდა იქ ეთამაშო ვერ მოგება უპატიებელიი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 სექტემბერი 2018 21:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა ამბობს როგორც უნდა ეთამაშათ, თუმცა შემდეგ თამაშებში არავინ ისე არ თამაშობს, როგორც წინა მატჩის შემდეგ თქვა.
0
№3
ავტორი: gaga1987
24 სექტემბერი 2018 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ვერც ვესტჰემს მოუგებენ.
0
№4
ავტორი: GIOMU
24 სექტემბერი 2018 03:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ვერ მოვიგეთ ჯანდაბას მაგრამს სახლში რომ თამაშობ და ვულზვი გაჯობებს ეს უკვე დიდი პრობლემაა...
0
№5
ავტორი: WeAreUnited
24 სექტემბერი 2018 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
არ ვიცი მე ამ თამაშით ლივერპული სიტი და ჩელსი რას გვიზამენ :) წარმომიდგენია ალბათ ტრაორის დღე მექნება მაგ თამაშებზე
0
№6
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2018 11:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კიდე კაი ჯერ არ ვხვდებით სიტის ან ლივერპულს
0
№7
ავტორი: Svanchester
24 სექტემბერი 2018 12:34
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
Felainis kargi tamashebis ar agnishvna ar sheidzleba. Stabilurobs jerjerobit da kargia. Tumca centrshi ufro mobilur modzrav da mravalferovan naxevarmcvels visurvebdi. Felaini sxva stilia. Mourinios dacvis stilzea zedgamojrili.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top