თავის არეში გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა რეაბილიტციის კურსები წარმატებით გაიარა და გუშინ, საყვარელი გუნდის საშინაო შეხვედრას "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მისი ნახვის შედეგად გამოწვეული ემოციები ვერ დამალა გუნდის მთავარმა ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ და სოციალურ ქსელში განცხადებაც გააკეთა.
"სერ ალექს ფერგიუსონი - საუკეთესო, ვისი ნახვაც დღეს "ოლდ ტრაფორდზე" შეიძლებოდა". - წერს დავიდი საკუთარი ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ დე ხეამ ინგლის პრემიერ ლიგის მოგება შეძლო.