თბილისი:
მანჩესტერი:
22-09-2018, 19:59
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1504,
კომენტარები: 6
ბოსმა Skysport_ის კითხვებს უპასუხა
მოურინიოს პასუხები მატჩის შემდგომ.
ბოსმა Skysport_ის კითხვებს უპასუხა
"იუნაიტედმა" ვერ შეძლო "ვულვზის" დამარცხება და საბოლოოდ, გუნდებმა თითო ქულა დაიმსახურეს თითო გატანილი ბურთისთვის. მატჩის შემდგომ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის რამოდენიმე კითხვას უპასუხა ჟოზე მოურინიომ. გთავაზობთ "იუნაიტედის" ბოსის ინტერვიუს უცვლელად და სრულად.

"ჩვენ დავიმსახურეთ ქულა და არა სამი ქულა. თამაშის ხარისხი ნამდვილად პასუხობს აღებულ ქულას, ძალიან კარგად დავიწყეთ პირველი ტაიმი და გოლის გატანაც მოვახერხეთ. ტაიმებს შორის შესვენებისას, თამაშის თაქტიკურ ნაწილში ნამდვილად არ შემიტანია ცვლილებები და ფეხბურთელებს მოვუწოდე მეტი კონცენტრაციისკენ, რაც აკლდათ ტაიმის მოგების მიუხედავად. ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ვალდებულები ვიყავით 3 ქულა მოგვეპოვებინა, ეს ნამდვილად უკეთესი იქნებოდა ჩვენი მენტალური მხარისთვის, თუმცა ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვინდა. დაცვაში ისევ იყო პრობლემები, იგივე მოუტინიოს გოლისას, თუმცა მუშაობის შედეგად ყველაფერს გამოვასწორებთ. რაც შეეხება ცვლილებებს რაც განვახორციელე, ნამდვილად არ შეუცვლია თამაშის მსვლელობა, ეს არ არის შემოსული ფეხბურთელების ბრალი. მოწინააღმდეგე გუნდი არ ასპარეზობს ევროპულ ტურნირებზე და მათ უფრო მეტი დრო აქვთ მოსამზადებლად მატჩებისთვის. მე ნამდვილად მინდოდა მოგვეგო ეს მატჩი, თუმცა ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ არ წავიდა. გვიჭირდა მომენტების შექმნა და შესაბამისად მხოლოდ 1 გოლის გატანა შევძელით, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა საბოლოოდ. დღეს გავაანალიზებთ მთლიანად მატჩს და ხვალიდან დავიწყებთ შემდეგი მატჩისთვის მზადებას."

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ შეხვედრაში "იუნაიტედმა" ვერ მოახერხა წელს დაწინაურებული "ვულვერჰემფტონ ვანდერერსის" დამარცხება და მასთან ქულები გაიყო.

წყარო: www.skysports.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Lev
22 სექტემბერი 2018 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
Es tu kide bosia....mou#an amas utaktiko mnogoxadavochka
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№2
ავტორი: ikeoni
22 სექტემბერი 2018 21:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Kai Ra joze kai:(((
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
22 სექტემბერი 2018 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უშუალოდ თამაშში რა მოხდა ვიცით, თავიდან რატო გვიყვება. ჩვენ ის გვაინტერესებს რატო ვერ ქმნის გუნდი მომენტს, რატო ვერ უტევს ვერც პოზიციურად, ვერც კონტრშეტევით, თამაშის ორგანოზების კუთხით რას აკრთებს გუნდი, ამათზე პასუხი ეძიოს ჯობია.
0
№4
ავტორი: OzBeTa
22 სექტემბერი 2018 22:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
ციტატა: სირჩესტერი
რა დღეში ხართ სირჩესტერის ფანებო,ვულზვთან ქულის აგება წარმატებაა სირჩესტერისთვის,ტორპედო ლუდოგორეცის ნაცვლად სირჩესტერს რო შეხვედროდა ეხა ევროპა ლიგაზე ვიქნებოდიტ


შენ ძმა ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? შეურაწყოფას ნუ აყენებ აქ გულშემატკივარს და წადი მიხედე შენს გუნდს აქ ნუ აკომენტარებ მსგავს რაღაცეებს. ქართველები ვართ და ყველა გუნდის დედაც.... ერთმანეთს არ უნდა ვაყენებდეთ შეურაწყოფას
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: GIOMU
24 სექტემბერი 2018 02:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
უკვე მოსაბეზრებელია ამ სანჩესის ყურება, რამდენი ხანი უნდა მისცენ დრო? დასვას სკამზე და გამოიყვანოს მარსიალი. ან ფრედი? სულ ძირს ეგდო ათამაშე რა პერეირა. თუ მოუმატებენ მერე შემოიყვანე.
0
№6
ავტორი: stepno
24 სექტემბერი 2018 11:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მოურინიო კიარა პირვერ რიგში ეს უსარგებლო ფეხბურთელები უნდა გაუშვან მარტო სახელები რო დარჩა. სანჩესი აქამდე ყველაზე მინიმუმ სკამს უნდა ხეხავდეს მაგრამ ეს მაინც ძირითადში აყენებს და სანჩესი დარბის უაზროთ მთელი თამაშის განმავლობაში:)) სირცხვილია უკვე როდის უნდა გვეშველოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top