თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2018, 17:04
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1245,
კომენტარები: 5
პერეირა: "ლიგაზე თამაში ჩემთვის სასარგებლო იყო"
ბრაზილიელმა "იანგ ბოიზთან" გამართული შეხვედრა შეაფასა.
პერეირა:
"მნჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრეას პერეირამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "იანგ ბოიზთან" ჩატარებული თუნდაც 15 წუთი მისთვის სასარგებლო იყო.

ეს იყო გუნდის იდეალური გამოსვლა საგარეო მატჩზე, თქვენც ასე ფიქრობთ?

"ვფიქრობ ფეხბურთელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ. სტუმრად მოწინააღმდეგის 0-3 დამარცხება, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შედეგია. ეს გუნდისთვის მეტ თავდაჯერებულობას მოიტანს, საჭიროა ყველაფერი ასეთივე ტემპით გაგრძლდეს.

მატჩის დაწყებამდე ხელოვნურ საფარიან მოედანზე ბევრი საუბრები იყო, გაგიჭირდათ ამ მოედანზე თამაში?

რთული იყო. ამ ყველაფერმა გარკვეულწილად დრო დაგვაკარგინა, საჭირო იყო შეგუება, თუმცა ეს ნორმალურად მოხდა. ჩვენ მუდმივად გვიწევს სხვადასხვა მოედნებზე თამაში. რა თქმა უნდა წინასწარ ვიცოდით, რომ ამ მოედანზე უნდა გვეთამაშა, მსგავსი ფაქტი პირვლად მოხდა. თავი ყველაფერს კარგად გავართვით.

როგორია ჩემპიონთა ლიგაზე თმაში "იუნაიტედის" შემადგენლობაში?

ჩემთვის ეს ძალიან სასარგებლო იყო. ბევრი რამის სწავლა მსურს. მინდა გუნდის გამარჯვებისთვის ყვლაფერი გავაკეთო. იმედი მაქვს, რომ მომდევნო თამაშებში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღწევად.

თქვენი მეგობარი ფრედი კარგად გამოიყურებოდა, როგორ შეაფასებდით მის თამაშს?

მას ყვლაფერი შესანიშნავად აქვს. მისი მდგომარეობა კარგია. ის თნდათანობით გუნდს კარგად ეგუება. ცდილობს თავი ისე იგძნოს როგორც სახლში, ჩვენ კი მას ამ ყველაფრის მიღწევაში დავეხმარებით. მისი თამაშის ეფექტურობა მატჩიდან მატჩამდე სულ უფრო და უფრო იზრდება ეს მარტივად შესამჩნევია.

გასულ სეზონში "ვალენსიას" შემადგენლობაში ირიცხებოდით, გუნდის რომელიც ამჟამად თქვენ ჯგუფში იმყოფება...

დიახ, ეს ჩემი ყოფილი კლუბია სადაც გასული სეზონი გავატარე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგ გამარჯვებას შევძლებთ, ეს ძალიან კარგი იქნება და გაზრდის ჩვენ შანსებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატების მისაღწევად. ამ კლუბში ბევრი მეგობარი მყავს, კარგი მატჩი იქნება". - აცხადებს დასასრულს პერეირა.


წყარო: manutd.one
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
21 სექტემბერი 2018 17:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ისე რაც პოგბა გავიდა და პერეირა შემოვიდა ცენტრიდან ბურთი უფრო სწრაფად გადაგვქონდა შეტევაში და საკმაოდ კარგ კონტრშეტევებზეც გადავდიოდით.მგონია რომ პოგბა ხანდახან ანელებს ცენტრიდან თავდასხმაში ბურთის ატანას კონტრშეტევის დროს.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 სექტემბერი 2018 19:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმსახურებს ეს ბიჭი სათამაშო დროს
0
№3
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2018 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Magari bichi gvyavs❤️
0
№4
ავტორი: kobinio
21 სექტემბერი 2018 19:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მაგარი დაუფასებელია ეს ბიჭი არადა მე პირადად ფრედს მირჩევნია.ჭკუით და ინტელექტით ბევრად გაზრდილია.იმედია ხშირად ითამაშებს
0
№5
ავტორი: GEORGE22
22 სექტემბერი 2018 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
ციტატა: Lalana
ისე რაც პოგბა გავიდა და პერეირა შემოვიდა ცენტრიდან ბურთი უფრო სწრაფად გადაგვქონდა შეტევაში და საკმაოდ კარგ კონტრშეტევებზეც გადავდიოდით.მგონია რომ პოგბა ხანდახან ანელებს ცენტრიდან თავდასხმაში ბურთის ატანას კონტრშეტევის დროს.


ეს დასვენებული შემოვიდა და მაგიტო,ისე შეიძლება ესეც უფრო სწრაფად აზროვნებდეს,ამის თამაშს რომ ვუკვირდები გეგონება ზემოდან უყურებს სტადიონსო,ყველას ხედავს ვაბშე,რაღაც სასწაული ხედვა აქვს და პასის კულტურა,ცოტა ჯანზე მოსვლა უნდა და იფრენს ესეც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top