თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2018, 14:35
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1237,
კომენტარები: 4
პოგბა კვირის საუკეთესოობისთვის იბრძოლებს
ფრანგის დამაჯერებელი სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე.
პოგბა კვირის საუკეთესოობისთვის იბრძოლებს
უეფამ გამოაქვეყნა იმ ოთხი ფეხბურტელის სია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირვლი კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებს. შემადგენლობა მეტად შთამბეჭდავია.

გასაკვირი არავისთვისაა, რომ "იანგ ბოიზთან" ჩატარებული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, სადაც "წითელი ეშმაკების" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გაიბრწყინა და საკუთარ აქტივს ორი გოლი, ერთ საგოლე გადაცემასთან ერთად შემატა, ამ ნომინაციაზეა წარდგენილი.

რაც შეეხება ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ესენი არიან:

ლიონელ მესი (ბარსელონა) - ჰეთ თრიკი "პეესვეს" წინააღმდეგ.

პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) - ორი გოლი, ერთი საგოლე გადაცემა "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ.

ჯეიმს მილნერი (ლივერპული) - გოლი "პსჟს" კარში.

ნაბილ ფეკირი (ლიონი) - ერთი გოლი "მანჩესტერ სიტის" კარის ბადეში.

შეგახსენებთ, რომ ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო, საუკეთესო ფეხბურთელს ხმათა უმრავლესობით გამოავლენს.


წყარო: sports


თქვენი აზრით ვინ გახდება კვირის საუკეთესო?

პოგბა
მესი
ფეკირი
მილნერი

ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Phil Jones
21 სექტემბერი 2018 15:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ფეკირი იყო საუკეთესო, მესის ჰეთრიკი გასაკვირი არაა, არც პოგბას გოლები იანგ ბოიზთან და არც მილნერის ბრძოლა ცენტრში და პენალტი.

მაგრამ მე ხმა პოგბას მივეცი რათქმაუნდა )))
0
№2
ავტორი: Svanchester
21 სექტემბერი 2018 16:24
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
ჩვენდა სამწუხაროდ მესი გახდა.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 სექტემბერი 2018 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მესი გახდა უკვე
0
№4
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2018 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Is teslaki Messi gaxda:))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top