თბილისი:
მანჩესტერი:
21-09-2018, 12:36
ავტორი: Human,
ნანახია: 1209,
კომენტარები: 2
პატარა ეშმაკებმა მოგებით დაიწყეს
ნიკი ბატის გუნდმა გამარჯვებით დაიწყო
პატარა ეშმაკებმა მოგებით დაიწყეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლამდე გუნდმა იმარჯვა გასვლით მატში "იანგ ბოისთან" ანგარიშით 1-2, რომელიც ახალგაზრდა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გაიმართა.

ტახით ჩონგს თამაშის პირველივე წუთებზე შეეძლო გოლის გატანა და "იუნატედის" დაწინაურება, მაგრამ სამწუხაროდ რეალური მომენტი გაანიავა, მეტიც რამოდენიმე წუთში იგი ანტიგმირი გახდა, რადგან მან ხელით ითამაშა საჯარიმოში და დაინიშნა 11 მეტრიანი "ეშმაკების" კარში.

"იანგ ბოისი" დაწინაურდა, თუმცა "იუნაიტედმა" მეისონ გრინვუდის ძლიერი დარტყმით 5 წუთში აღადგინა წონასწორობა.

თამაშის პირველი ტაიმი და მეორეც "მანჩესტერი" ცდილობდა დაწინაურებას და ქმნიდა მომენტებს, თუმცა სამწუხაროდ იღბალი მოწინააღმდეგის მხარეს იყო. მხოლოდ დამატებით დროში შვეიცარიელებმა თავის საჯარიმოში წააქციეს ბრენდონ ვუილიამსი და მსაჯმა წერტილზე მიუთითა. პენალტის რეალიზება ზუსტად მოახდინა გუნდის კაპიტანმა ანხელ გომესმა. მიუხედავად ამისა "იანგ ბოისი" არ გამოეთიშა თამაშს და 97-ე წუთზე ჰქონდათ შანსი თამაშის გადარჩენის, თუმცა მატეო კოვარჟმა შესანიშნავი სეივით მოხსა ბურთი კარის ხაზიდან და გადაარჩინა "ეშმაკები" ქულების განიავებას.


წყარო: http://www.manutd.ru/news/21747/
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
21 სექტემბერი 2018 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
გრინვუდი მაგარი ბიჭი იზდება
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
21 სექტემბერი 2018 18:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩონგი და გომესი წესით მალე უნდა ვიხილოთ პირველ გუნდში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top