თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 18:36
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1548,
კომენტარები: 10
რიო, სქოულზი და ჰარგრივსი პოგბას შესახებ საუბრობენ
"იუნაიტედი" ყოფილი ფეხბურთელები ფრანგზე ისევ ალაპარაკდნენ.
რიო, სქოულზი და ჰარგრივსი პოგბას შესახებ საუბრობენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, შესანიშნავმა ტრიომ: რიო ფერდინანდმა, პოლ სქოულზმა და ოუენ ჰარგრივსმა, კანალ BT Sport - ის ეთერში, საკუთარი შეხედულებები გაზიარეს, ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედის" შესანიშნავი სტარტის შესახებ და ასევე პოლ პოგბაზეც არ დაზარდნენ საუბარს.

ფერდინანდი:

"დღეისდღეობით, ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი თამაშობს ძალიან მარტივად - გადააქვთ ბურთი მოედნის ფლანგებზე. პოგბა კი გადაცემებს წინ აკეთებს და თავადვე მიყვება საკუთარ პასებს. ამ ბიჭს ნიჭი ნამდვილად აქვს. ყოველი მატჩის შემდეგ, ყველა მოთამაშე უყურებს საკუთარი თამაშის კარგ და ცუდ მხარეებს, წარუმატებლობის შემთხვევაშიც პოლი იზრდება, ცდილობს მეტად აკონტროლოს და ირბინოს ბურთით. მას შეუძლია ეს გუნდი აამუშაოს როგორც საათი, აქედან გამომდინარე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს კარგი ფორმა და სტაბილურობა".

სქოულზი:

"ფეხბურთელმა რომელიც ფლობს ისეთ შესაძლებლობებს, ისეთ ძალას, გაბარიტებსა და სიჩქარეს როგორიც აქვს პოლ პოგბას, საჭიროა ყოველთვის აკეთოს გადაცემები წინ და გაჰყვეს მათ, ამაზე კი ყოველი კვირის განმავლობაში უნდა იმუშაოს. თუ იგი შეძლებს და ხშირად ითამაშებს მსგავსად, მას მთელ მსოფლიოში ვერავინ შეედრება.

საბოლოო ჯამში "იუნაიტედმა" კარგი გასვლითი მატჩი ჩაატარა. ყოველთვის ძნელია თამაში სრულიად უცხო მოედანზე. 0-3 კარგი მოგებაა და რა თქმა უნდა პოლ პოგბას კარგი თამაში აღსანიშნავია. ვფიქრობ ისინი კმაყოფილები არიან, საჭირო იყო ჩემპიონთა ლიგის სტარტზე კარგი თამაშის ჩატარება - მათ ეს შეძლეს".

ჰარგრივსი:

"პოგბამ ამ მატჩში განსხვავებულად ითამაშა. მან გაიტანა 2 გოლი და ორგანიზება მესამე გოლსაც გაუწია. შეხვედრის დასაწყისში "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეზე ცუდად გამოიყურებოდა, თუმცა პოგბამ გამოავლინა მისი შესაძლებლობები და შეცვალა მოედანზე სიტუაცია.

მსურს ვიხილო პოგბა იმაზე უფრო მაღალ დონეზე ვიდრე მას ეს "იუვენტუსში" ასპარეზობის დროს გამოსდიოდა. რა ტქმა უნდა პირველი გოლის დროს მან ძალიან კარგად იმუშავა და მაღალი დონის დარტყმაც შემოგვთავაზა. ეს უბრალოდ მაღალი კალიბრის მოთამაშის თვისების გამოვლინება იყო. ასე მოემზადო დარტყმისთვის და მოიქნიო ფეხი - ეს უბრალოდ შესანიშნავი იყო!" - განაცხადა დასასრულს ჰარგრივსმა.
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2018 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
უსაზღვრო შესაძლებლობებიი აქვს და გაცილებით მეტი შეუძლია❤️
0
№2
ავტორი: bziki
20 სექტემბერი 2018 20:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ნიჭი,გაბარიტები,ელასტიურობა თუ საფეხბურთო ინტელექტი რო აქ მაგიტოა რო მთელი მსოფლიო ელოდება პოგბას გახსნას იმ დონეზე რო დიდ ფეხბურთში თავის კვალი დატოვოს.

ვნახოთ რა როგორ შეიცვლება პოგბას უფრო შემტევ სტილში ხილვით,მოუს კი ერჩივნა საყრდენზე პოგბა და ლინგარდი 10 იანზე ბევრად მოქნილი თუ კრეატიული შემადგენლობაც იქნებოდა მარა არ მინდა საყრდენობაო და აჰააა ვნახოთ
ფეხბურთი თუ გიყვარს სიამოვნებას რვიანზეანზე თამაშითაც მიიღებ და ათიანზეც,მაგ ამბავში სულ გავამტყუნებ პოგბას შუა სეზონია იმედებს შენზე ამყარებს ტრენერი და შენ აღარ თამაშობ რვიანზე რა გამართლება აქ მაგას?
სეზონის ბოლოს რო ექნა ეგეც არ შეილება, გავალებენ გააკეთე მითუმეტეს რო შეგიძლია რასაც გავალებენ

ბევრად სასარგებლოა გუნდისთვის პოგბას გამოყენება საყრდენზე ვიდრე ათიანზე.
ტიპიური საყრდენია გაბარიტებით თუ უნარებით,საფრანგეთის ნაკრებშიც ჩანს.
0
№3
ავტორი: snatch77
20 სექტემბერი 2018 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
"მიეცით ნიჭსა , გზა ფართო" wink hi2
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
20 სექტემბერი 2018 21:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ჩემთვის დიდი არაპროფესიონალი ტიპია.მე არ ვიცი ხვალ და ზეგ რა დონეზე გაიზრდება მაგრამ დღესდღეობით არის ტექნიკური და ნიჭიერი ფეხბურთელი მაგრამ პროფესიონალიზმისგან ძალიან შორს.
მე სულ ცალ ფეხზე მკიდია თუ სიამოვნებას ჯანდაბას და ვერ მივიღებ თამაშისგან მთავარია შედეგები დადონ.ყოველ შემთხვევაში სანამ მოურინიოა და ეს სასტავი მეტის არც პრეტენზია მაქ და არც ამბიცია
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2018 22:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პროფეზიონალიზმი ნამდვილად აკლია, ეგ რო ქონდეს ბევრად მაგარი იქნებოდა.
0
№6
ავტორი: kobinio
21 სექტემბერი 2018 00:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მოკლედ ოღონდ პოგბამ ირბინოს მოედანზე და რას არ ამბობენ))) მაგარი უნიათო ტიპია.ჩვენთან მასწავლებლებმა რო იციან ნიჭიერია მარა ზარმაციო ეგ თემაა.ეს რო იყოს კრიშტიანოსავით მუშა ძაან დიდი მომავალი ექნებიდა მარა მაგარი იქლაქია.იმედია ჭკუას ისწავლის.გულდასაწყვეტია ასეთი ნიჭის განიავება.სულ მგონია რო ძაან დაღლილია ))
0
№7
ავტორი: GIOMU
21 სექტემბერი 2018 02:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
მეტი შეუძლია, მოსამატებელი აქვს კდევ და რაც მთავარია სტაბილურობა...
0
№8
ავტორი: stepno
21 სექტემბერი 2018 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პოლს მოუხდა კაპიტნობაა :))) მაგრად მინდა რომ სულ ეს იყოს კაპიტანი და არა ვალენსია რა
0
№9
ავტორი: giorgi_mg
21 სექტემბერი 2018 12:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
თავში აუვარდება ამდენი ქება და ისევ დაიწყებს სეირნობას
0
№10
ავტორი: Dato kutaisi
21 სექტემბერი 2018 12:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ციტატა: kobinio
მოკლედ ოღონდ პოგბამ ირბინოს მოედანზე და რას არ ამბობენ))) მაგარი უნიათო ტიპია.ჩვენთან მასწავლებლებმა რო იციან ნიჭიერია მარა ზარმაციო ეგ თემაა.ეს რო იყოს კრიშტიანოსავით მუშა ძაან დიდი მომავალი ექნებიდა მარა მაგარი იქლაქია.იმედია ჭკუას ისწავლის.გულდასაწყვეტია ასეთი ნიჭის განიავება.სულ მგონია რო ძაან დაღლილია ))

100%სულ გადაღლილია გეგონება არადა არაა იბრალოდ ეზარება.ასეა ნაკრებშიც და ასეა აქაც.საუბედუროდ იუვეს თამაშებს ვერ ვადევნებდი თვალყურს როცა იქ იყო პოგბა რო დასკვნები უკეთ განეკეთებინა მაგრამ აქ რასაც ვხედავ სულ ერთნაირია აი სულ.მაზალო ტიპია უჯიგრო და თან ძაან ნარცისი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top