თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 14:30
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1753,
კომენტარები: 10
ჟოზე მოურინიო "იანგ ბოიზთან" მატჩის შემდგომ.
ჟოზემ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
ჟოზე მოურინიო
ცუდი სტარტი

საქმე გაკეთებულია. ვერ დავარქმევ ჩვენს თამაშს ფენომენალურს, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა ვიცი მიზეზები, თუ რატომ ვერ დავიწყეთ კარგად, მთელი 25 წუთი დაგვჭირდა იმის გამო, რომ ბურთი ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო."იანგ ბოიზმა" ძალიან აგრესიულად დაიწყო, როგორც "ზაგრების დინამოსთან", ვინაიდან ისინი ხვდებიან, რომ ყველას უჭირს ასეთ მოედანზე თამაში და სანამ მოწინააღმდეგე მოერგებოდა სათამაშო პირობებს, შეეცადნენ დაესაჯათ იგი.

შოუ და დალო

ვფიქრობ, რომ ლუკ შოუმ და დიოგო დალომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს, ბევრი ირბინეს, ხშირად შემოდიოდნენ ცენტრშიც, ძალიან კარგად ერთვებოდნენ შეტევებში და კარგად ამარაგებდნენ გუნდელებს.ლუკ შოუ უკვე წლებია ჩვენი გუნდის წევრია, ხოლო დიოგო დალოსთვის ეს იყო მისი პირველი მატჩი და ყველას კარგად დაანახა მისი პოტენციალი, ის ჯერ 19 წლისაა, ასე რომ მას მინიმუმ 10 წელი შეუძლია ჩვენს რიგებში თამაში.

პოლ პოგბა

ისიც ძალიან კარგი იყო. მატჩის დასასრულს ცოტა დაღლილობა შეეტყო და ამიტომ გადავწყვიტე შემეცვალა. მან ითამაშა ძალიან სოლიდურად, მოახდინა თავისი კლასის დემონსტრირება და შეტევებს საჭირო ტემპს აძლევდა. შესანიშნავი გოლი გაიტანა, ხოლო რაც შეეხება პენალტის გატანას, ესეც მის ჩვეულ სტილში შეასრულა.

ხელოვნური საფარი

წინა სამატჩო ვარჯიშის დროს აშკარად ვგრძნობდი, რომ ფეხბურთელები იტკიებდნენ კუნთებს და დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. რთულია ითამაშო ისეთ მოედანზე, რომელზეც თამაშის არანაირი გამოცდილება არ გაქვს და არ ხარ მიჩვეული, განსხვავებით ოპონენტების, რომლებიც მიჩვეულები არიან ამ საფარის, ასევე ისინი არ სვავენ წყალს თამაშის მიმდინარეობის. ინგლისური გუნდები ყოველთვის სვამენ წყალს თამაშის დროს და ბუნებრივ საფარზე თამაშს სულ სხვა ეშხი აქვს. ახლა როდესაც მორჩა მატჩი შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო, რომ არ მესმის როგორ უნდა იყოს დაშვებული ამხელა რანგის ტურნირზე ხელოვნურ საფარიანი მოედნები.

ზედიზედ სამი გამარჯვება გასვლით მატჩებში

შესვენებაზე ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ უკვე მესამე მატჩია შესვენბაზე ორი გოლის სხვაობით გავდივართ, "ბარნლისთან" ვერ შევძელით გატანა მესამე ბურთის, თუმცა არც მიგვიღია საპასუხო, ხოლო "უოტფორდთან" მივიღეთ საპასუხო და გავირთულეთ საქმე, ახლა საჭიროა გავიტანოთ კიდევ და მოვკლათ თამაში. ბიჭებიც ჩემს დავალებას სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და უკვე მესამედ ვაჩვენეთ ძალიან თავდაჯერებული და მაღალი დონის თამაში. მიხარია, რომ უკვე მესამე გასვლით მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ახლა დაბრუნდეთ უკან და მოვიგოთ შაბათს.

ჯგუფის შესახებ

ჩვენთვის აუცილებელი იყო მოგება და ეს შევძელით, ასეთი სირთულის ჯგუფში საჭიროა 6 დან 6 ქულის აღება "იანგ ბოიზთან", თუმცა ეს რა თქმა უნდა თეორიული შანსია, მეორე მატჩი ჯერ წინაა. რაც შეეხება სხვა თამაშებს, ჩვენ 4 მატჩის ჩატარება გვიწევს ძალიან რთულ მეტოქეებთან "ვალენსიასთან" და "იუვენტუსთან", სადაც აუცილებლად უნდა ავიღოთ ქულები და გავიდეთ ჯგუფიდან.
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
20 სექტემბერი 2018 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ჯგუფიდან უნდა გავიდეთ და თან პირველი ადგილით.
0
№2
ავტორი: kobinio
20 სექტემბერი 2018 16:59
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეყლის სმა რა პონტოა ვერ გავიგე,ხო არ იცით ვინმემ? დაელიათ იქაც ვინ დაუშალა)) ?!
0
№3
ავტორი: Ole__boss
20 სექტემბერი 2018 17:44
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: kobinio
ეყლის სმა რა პონტოა ვერ გავიგე,ხო არ იცით ვინმემ? დაელიათ იქაც ვინ დაუშალა)) ?!



იანგ ბოიზე თქვა ეგ, მიჩვეულები არიანო უწყლოდ და ხელოვნურზე თამაშსო, ჩვენ პირიქითო
0
№4
ავტორი: Svanchester
20 სექტემბერი 2018 18:22
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
არ არს რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან კრიტიკა მართებული გუშინდელ თამაშზე. ბიჭებმა ყვლაფრის მიუხდავად ძალიან მარტივად მოიგეს. მართალია ასევე ის, რომ ამხელა რანგის ტურნირზე ხელოვნურსფარიანი მოედნები არუნდა იყოს.
0
№5
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2018 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
საღოლ ბიჭებს აშკარად პროგრესი აქვს გუნდს❤️
0
№6
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
19 წლისთვის და პირველი მატჩის კვალობაზე დალოტი კარგი იყო.
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2018 22:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
საინტერესოა ვალენსიასთან და იუვესთან როგორ ითამაშებენ
0
№8
ავტორი: kobinio
21 სექტემბერი 2018 00:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: jose__boss
ციტატა: kobinio
ეყლის სმა რა პონტოა ვერ გავიგე,ხო არ იცით ვინმემ? დაელიათ იქაც ვინ დაუშალა)) ?!



იანგ ბოიზე თქვა ეგ, მიჩვეულები არიანო უწყლოდ და ხელოვნურზე თამაშსო, ჩვენ პირიქითო

Madloba boss ;)
0
№9
ავტორი: stepno
21 სექტემბერი 2018 08:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ესე მგონია სერიოზული მოგებათა სერია გვექნება და 1 ადგილზე გადავალთ პრემიერლიგაში
0
№10
ავტორი: Methadon
21 სექტემბერი 2018 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 319
მგონი მთლად ისე ცუდი სეზონისნარ გვექვენება, როფლგორც დასაწყისში ვფიქრობდი. მოუც მოდის ცოტა აზრზე და ბიჭებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. მთავარია უფრო გააზრებული შეტევები და კომბინაციები. ინდივიდუალურად ყველა კარგია. და დალოტი კარგი ბიჭი ჩანს, ნუ მინიმუმ შეტევაში კარგია. რაფაელს ვამსგავსებ სათმაშო სტილით.
ისე რაფაელი როგორ გაუშვა ვან გაალმა და დარმიანი მოიყვანა. ფუი მაგის....
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top