თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 14:07
ავტორი: Gamkrelidze,
ნანახია: 1347,
კომენტარები: 7
მანჩესტერელებს ნიკოლას პეპე სურთ
მანჩესტერელებს ფრანგული "ლილის" ვინგერის გადმობარება სურთ.
მანჩესტერელებს ნიკოლას პეპე სურთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "საუნთჰემპტონი" იანვარში, 23 წლის ვინგერისთვის იბრძოლებენ. ყოველივე ამას ბრიტანული გამოცემა The Sun ავრცელებს.

ნიკოლას პეპე ამჟამად საფრანგეთში, "ლილის" ღირსებას იცავს. კოტ'დიუარელმა ფეხბურთელმა ამჟამანდელი სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, მის ანგარიშზე ჩატარებულ ხუტ მატჩში, 4 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. გასულ სეზონში კი პეპემ 14 გოლის შეგდება მოახერხა.

ფრანგულმა კლუბმა კარგად იცის რომ ბევრ კლუბს სურს ნიკოლასის გადაბარება. ამ მიზეზით ისინი ცდილობენ სატრანსფერო ფასი მაქსიმალურად მაღლა აწიონ. ამჟამად ფრანგები 30 მილიონ ფუნტზე თანახმანი არიან, თუმცა უცნობია რამდენის გადახდა სურს ინგლისურ მხარეს.

გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე, ფრანგულ "ლიონს" ნიკოლას პეპე სურდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. მისი შეძენით ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "საუნთჰემპტონის" გარდა, ირიბად არიან დაინტერესებულნი "ბარსელონა" და "ტოტენჰემი".

წყარო: The Sun
ახალი ამბები, ჭორები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Gamkrelidze
20 სექტემბერი 2018 14:09
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
პრიციპში მარჯვენა ვინგერი კი გვჭირდება მაგრამ აბა რა ვიცი, ხოარ ჯობია მარჯვნივ მაინც რეშფორდს და ლინგარდს მიცეს დრო
0
№2
ავტორი: PaLoMo
20 სექტემბერი 2018 14:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
მოიყვანონ ვინმე ვისაც შეეძლება გაგავაძლიეროს.რეშფორდი და ლინგარდი კი ფლანგზე არ ვარგა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: kobinio
20 სექტემბერი 2018 17:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
რეშფორდი მარჯვნივ ძაამ ცოდოა და ეს გუშინაც აშკარა იყო.ახალგაზრდა და მონდომებული ბიჭი გვინდა და კაია ეს თუ ვიყოდრთ ზამთარში.
კაი კიდე საუთჰემპრონი გვყავს კონკურენტი თორე კიდე ვიღაცა დაგვაცევდა ))
ისე სიტმა ბაკაიოკომ ჩელსი არჩია და ქე მეეტნა პატრონი)))
0
№4
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2018 19:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არ მაქვს ნანახი რავი თუ კაი იგროკია რატომაც არაა
0
№5
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 20:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
3 წელია მარჯვივ ვყდულობთ ვყიდულობთ და ვერ ვიყიდეთ ვინგერი. კარგი ვარიანატია. მაგრამ ალბათ ვინმე გასაშვები იქნება. თუ პეპეს კარგი ბურთის კონტროლი აქვს მაშინ მატას გაუშვებენ უფრო. სკამიც კარგად გაძლიერდება და ტრამვების დროსაც აღარ შეგვეშინდება ჩავარდნლი თამაშEბის წინა სეზონისგან გასხვავებით. როცა ბ გუნდიდან გადმოყავდათ უკვე მოთამაშეები.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2018 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზეს სულ არ ექნება ნაფიქრი არადა wink
0
№7
ავტორი: Phil Jones
21 სექტემბერი 2018 15:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ლილის თამაში არ მინახავს წელს, მაგრამ სტატისტიკებს ვეცნობი და ვაკვირდები ხოლმე ვინ როგორ თამაშობს 5-6 ჩემპიონატში და ლილი შარშანდელთან შედარებით ძაან მაგარი გუნდია ამისს სტაისტიკას თუ გადავხედავთ მივხვდებით რო ამის დიდი წვლილია, მაგრამ მანიუს ინტერესი რამდენად დიდია არ ვიცი, ფრანგულ ბაზარზე არ მუშაობს გუნდი მაინცდამაინც.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top