თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2018, 13:37
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1355,
კომენტარები: 6
პოგბა მოურინიოს მადლიერია
ფრანგის უჩვეულო საქციელი.
პოგბა მოურინიოს მადლიერია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცვლმა პოლ პოგბამ, გუშინდელი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან უჩვეულო კომენტარი გააკეთა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს მიმართ მადლიერებაც გამოხატა ნდობისთვის.

"იანგ ბოიზის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, პოგბამ "იუნაიტედის" სამივე გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა, ორი თავად გაიტანა, ხოლო ერთიც თანაგუნდელ მარსიალს გაატანინა. აღსანიშნავია ის, რომ პოლმა მეორე გოლი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდნ შეაგდო, სტანდარტი ისევ მან შეასრულა მიუხედავად იმისა, რომ მას უკანასკნელი საპენალო დარტყმა გაფუჭებული ჰქონდა წინა შეხვედრაში.

"ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მზად ვიყავი ამ თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად. "ბარნლისთნ" შეხვედრაში ჯო ჰარტმა ჩემი დარტყმული მოიგერია, თუმცა ამ შემთხვევაში იგივეს ვერ დავუშვებდი.

საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი. თანაგუნდელებმა მომცეს უფლება თავად გამეკეთებინა ეს რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო მწვრთნელს რომელმაც ასევე მომცა ნება მქონოდა ამის საშუალება".
- ციტირებს პოგბას სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიიგის მიმდინარე სეზონში თავისი პირველი შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედმა" შვეიცარიაში სტუმრად "იანგ ბოიზის" წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებლად 0-3 მოიგო, რის შემდეგაც "წითელი ეშმაკები" H - ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.


წყარო: euro-football.ru
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
20 სექტემბერი 2018 13:40
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
აი ეს უკვე სხვა თემაა! კარგია, მსგავსი კომენტარები უკვე სასარგებლოა ყველასთვის, როგორც გუნდისთვის პირველ რიგში, ასევე მოურინიოსა და პოგბასთვის.
0
№2
ავტორი: ikeoni
20 სექტემბერი 2018 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მორჩეს რა ეს უაზრო დაძაბულობა გუნდში და მიხედონ თამაშებს...პოგბა ძალიან მაგარი გვყავს იმენა კლასიაა❤️ ისე წაუგებელიი სიტი როგორ მოგეწონათ:))) ცენზურა გუნდი
0
№3
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
როცა კრიზისია და ჩავარდნა ყველა გაღიზიანებულია, ამ დროს პატარა კომფლიქტიც შეიძლება ისე გამწვავდეს თან თუ პრესაც ნავთს დაასხამს რომ... ბარლნთან გასვლაზე მოგება არაა ადვილი. ვოტფორდის სტარტი წელს საკმაოდ კარგი იყო და შევაჩერეთ. აგერ ახლა იანგ ბოიზი კი არაა სალაპარაკო მაგრამ გასვლაზე 3-0 მოვიგეთ, მაშინ როდესაც სახლში სიტის ლიონმა მოუგო. ლიგის მატჩებს სხვა დატვირთვა აქვთ რა თქმა უნდა. ამიტომაც ნელ-ნელა თუ თამაშების მოგება გავაგრძელეთ ესენიც დატკბებიან :დ
0
№4
ავტორი: kobinio
20 სექტემბერი 2018 17:10
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გუშინ სიტიმ ალბათ მსოფლიო ტოტალიზატორები ახეირა
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
20 სექტემბერი 2018 22:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პენალტის დროს ცოტა კი გაუმართლა ისე
0
№6
ავტორი: stepno
21 სექტემბერი 2018 08:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მომწონს პოგბას მონდომება უკვეე :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top