თბილისი:
მანჩესტერი:
19-09-2018, 20:42
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1577,
კომენტარები: 8
დეპაი მის კარიერაზე საუბრობს
დეპაიმ "იუნაიტედზე" ისაუბრა.
დეპაი მის კარიერაზე საუბრობს
"იუნაიტედის" წარუმატებელმა ტრანსფერმა სახელად - მემფის დეპაი, პრესკონფერენციაზე მისი კარიერის ინგლისური პერიოდი გაიხსენა. ჰოლანდიელი შემტევი ცდილობდა კორექტული ყოფილიყო და დიდი პატივისცემით ისაუბრაყოფილ გუნდზე.

"ინგლისი და "იუნაიტედი" ნამდვილად კარგი პრაქტიკა იყო. არავისთვისაა საიდუმლო, რომ არც ისე წარმატებული იყო ეს ყველაფერი, თუმცა ცუდი პტაქტიკაც - პრაქტიკაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორი მოლოდინიც მქონდა "იუნაიტედში" გადასვლისას. რთულია იმის თქმა, თუ რისი ან ვისი ბრალია ჩემი ცუდი გამოსვლა "იუნაიტედის" მაისურით, თუმცა მე აუცილებლად უნდა დამეტოვებინა გუნდი, რადგან ვიყავი ახალგაზრდა და მჭირდებოდა მეტი დრო ჩემი უნარების გამოსამჟღავნებლად. არავინ იცის მომავალში რა მოხდება, ნამდვილად არ მაქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ არ დავბრუნდე."

შეგახსენებთ, რომ მემფის დეპაიმ "იუნაიტედის" მაისურით 33 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. ჰოლანდიელმა შემტევმა 2 სეზონი გაატარა "ოლდ ტრაფორდზე".
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
19 სექტემბერი 2018 20:58
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ესეც დასაბრუნებელია. ზიდანიც მოსაყვანია.მილინკოვიჩ სავიჩიც მოსაყვანად და 1 მაღალი დონის მცველიც. მერე ნახოს ყველამ უნაიტედის რეალური ძალა. ამ გუნდმა რომ უბრალოდ უკანმოუხედავად შეტევა ითამაშოს,ვერცერთი გუნდის დაცვა ვერ გაუძლებს დარწმუნებული ვარ
0
№2
ავტორი: bziki
19 სექტემბერი 2018 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
თუ ეგრე იყო საქმე ბარემ დაეგვირგვინებინა და პერეირა დაეყენებინა მატიჩის მაგიერ:D:D:D:D:D
ვნახოთ აბა ის სასტავია ყველა რო ითხოვდა
0
№3
ავტორი: ikeoni
19 სექტემბერი 2018 21:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ნახე რა კამანდა გამოიყვანააა ჟოზემ ეგრე რააა❤️
0
№4
ავტორი: VALERI.s
19 სექტემბერი 2018 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ციტატა: bziki
თუ ეგრე იყო საქმე ბარემ დაეგვირგვინებინა და პერეირა დაეყენებინა მატიჩის მაგიერ:D:D:D:D:D
ვნახოთ აბა ის სასტავია ყველა რო ითხოვდა

ხო ძმაო ისეთი სასტავია უკეთესს რო ვერ ინატრებ. მაგრად მაინტერესებს თავს როგორ გამოიჩენენ.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2018 21:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ლიონში კარგად თამაშობს, თუმცა ეჭვი მაქ აქ რო დააბრუნონ ისევ ისე ითამაშებს, როგორც მანამდე თამაშობდა.
0
№6
ავტორი: N.Vidic
19 სექტემბერი 2018 23:52
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ციტატა: SANDROGRIGA
ლიონში კარგად თამაშობს, თუმცა ეჭვი მაქ აქ რო დააბრუნონ ისევ ისე ითამაშებს, როგორც მანამდე თამაშობდა.



ჰოო მეც ეგრე მგონია, მაგრამ დიდი ალბათობით მაგის მიზეზი ზეწოლა და სტრესი იქნება, შიში რომ იგივე განმეორდება და არ წაუვა თამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№7
ავტორი: Svanchester
20 სექტემბერი 2018 01:45
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
დეპაის მოსვლის რა მოგხსენოთ, ვფიქრობ, რომ ამის კარიერა ოლდ ტრაფორდზე სამუდამოდ დასრულებულია. უბრალოდ არამგონია დეპაი იმდენად ფსიქოლოგიურად ძლიერი იყოს რო მანჩესტერის დონის გუნდს ხელთავიდან შეეჭიდოს. ლიონში ეს წნეხი მოხსნილი აქვს და სწორედ ამიტომაც თამაშობს კარგად, ფეხბურთელი რომელიც წასასვლელია უნდა წავიდეს. თავის შანსი დეპაის უკვე ჰქონდა. გამოჩნდა, რომ ჩვენი დონის გუნდში ჯერჯერობით არაფერი ესაქმება. მოურინიო ამას არ დააბრუნებს. ზიდანის მოსვლის შემთხვევაში არამგონია დეპაის ტრანსფერი განხორციელდეს. წლები მიდის მემფისზე უკეთესო თაობა მოდის "ოლდ ტრაფორდისთვის". სიახლეებია საჭირო სიახლეები.
0
№8
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სქოულზის დაბრუნების უფრო მჯერა ვიდრე ამისი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top