თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2018, 17:32
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1324,
კომენტარები: 6
ბაიის მსურველები გამოუჩნდა
კოტ' დივუარელისთვის პრემიერ ლიგის გუნდები იბრძოლებენ.
ბაიის მსურველები გამოუჩნდა
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე არცთუ ისე ცოტა დროა დარჩენილი, თუმცა კლუბები, სატრანსფერო სამიზნეებს აქიდანვე უთვალთვალებენ და მათთვის ხელსაყრელი ხელშეკრულების მომზადებას იწყებენ.

მომდევნო სატრანსფერო ზონა, სიახლის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" კოტ' დივუარელი ცენტრალური მცველისთვის ერიკ ბაიისთვის.

ერიკმა თითქოს დაკარგა ჟოზე მოურინიოს ნდობა და სათადარიგო სკამზე გადაინაცვლა, რაც ბუნებრივია მასში უკმაყოფილებას იწვევს. სწორედ აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ბაიიმ კლუბი გამოცვალოს და "არსენალის" ან "ტოტენჰემის" ღირსება დაიცვას. სწორედ ეს ორი გუნდი აპირებს მისთვის ბრძოლას. - იუწყება The Mirror.

მთავარი მიზეზი აფრიკელის სკამზე დასმისა იყო "ბრაიტონთან" ჩატარებული უსახური მატჩი. რომლის შემდეგაც ჟოზე მოურინიომ, ერთ - ერთ მატჩში ჯანმრთელად მყოფი ბაიი სამატჩო განაცხადშიც კი არ შეიყვანა არათუ ძირითადში.

პრესა ასევე იუწყება, რომ პორტუგალიელსა და ცენტრალურ მცველს შეხვედრა უკვე ჰქონდათ, სადაც ფეხბურთელის მომავალი იქნა განხილული, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ერიკმა "ოლდ ტრაფორდი" ზამთარშივე დატოვოს.


წყარო: footballhd.ru
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 სექტემბერი 2018 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
არადა მაგარი ბიჭია ბაი ერთი ჩაგდებული თამაშის გამო არავინ გაყიდის
0
№2
ავტორი: kobinio
18 სექტემბერი 2018 18:34
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Chemtvisnpiradad uinteleqto kargi pizikuri monacemebis mcvrlia da tu gakidian didad guli ar damckdeba mara es ro gakidon shemcvleli unda kavdet an samagiero.ikidon.gacvalon tobishi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2018 00:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არამგონია გაყიდონ
0
№4
ავტორი: irakli87
19 სექტემბერი 2018 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
არც მე არ მგონია რომ გაყიდონ მაგრამ არ დამენანება თუ უკეთეს მნიმუმ ერთზე მეტ ახალ მცველებს შეიძენენ ტოპ კლასის რაც არც ეს მგონია. ბაიის არა მარტო ბრაიტონთან ჩაგდებული თამაშის გამო არ სჯიან. ძალიან ძლიერი მცველია პიზიკურად თუმცა ისეთი დაბალი ინტელეკტის ფეხბურთელია რო არარსებობს ამან იგივე არ გაიმეოროს და ეს ბრაიტონამდეც მომხდარა არაერთხელ, შეიძლება იგივე ფორმაში არა მაგრამ ფაქტია რო 2 წელი გავიდა და ლიდერის პოზიცია ჯერ კიდევ ვერ მოირგო ასე როოოოომ........
0
№5
ავტორი: Svanchester
20 სექტემბერი 2018 01:55
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
სავარაუდოდ გაყიდიან, ნუ ალდერვეირლდის ან მაგუაიერის მოსვლის შემთხვევაში.
0
№6
ავტორი: GIOMU
20 სექტემბერი 2018 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
არამგონია გაყიდონ. დიდი სისულელე იქნება. ტრამვების შემდეგ გამოვიდა და პირველი და მეორე მატჩი ჩააგდო. მაგ დროს კარგად რომ ეთამაშა ეგ უფრო გასაკვირი იქნებოდა. ლინდელოფმა სეზონი ჩააგდო და მაინც აქაა. ვფიქრობ დრო უნდა მიეცეს ყველა ვარიანტში და გასაშვებები იმდენი არიან ჯერ იმათით დაიწყონ თუ გაშვებაზეა საუბარი.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top