თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2018, 16:38
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1432,
კომენტარები: 4
"იუნაიტედი" ბრაზილიელს შეიძენს
ტრანსფერის მოლოდინში.
მოგეხსენებათ, რომ გუნდს კარგი ტრანსფერების დეფიციტი ნამდვილად აქვს. ამის გამო ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ უკვე "იუნაიტედს", თუმცა რთულია იმის თქმა ამ ჭორებიდან, რომელშია სიმართლის მარცვალი. "ეშმაკებს" კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს უკავშირებენ, რომელიც ბრაზილიის ჩემპიონატში ასპარეზობს "ფლამენგოს" მაისურით.

სუბარია ეროვნებით ბრაზილიელ ნახევარ-მცველზე, ლუკას პაქუიტაზე. 21 წლის შემტევი ნახევარ-მცველი დიდი წარმატებით ასპარეზობს ბრაზილიის სერია-ა _ში. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მის დამატებას "მილანი" და "პარიზ სენ-ჟერმანი" ცდილობდა, თუმცა ორივე გუნდთან ჩაიშალა მოლაპარაკება. მაგრამ პარიზელები ისევ ეცდებიან ზამთრის პერიოდში მის გადმობირებას, თუმცა "იუნაიტედი" შეეცილება მათ.

საკითხავია რამდენად სჭირდება "იუნაიტედს" ახალგაზრდა, ინგლისური ფეხბურთის არ მცოდნე და პრინციპში გამოუცდელი შემტევი-ნახევარმცველი?! თუ გუნდი მას პოგბას შემცვლელად მოიაზრებს ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში ფრედი და პერეირა არიან, პაქუიტას ადგილი ნამდვილად არ რჩება.
ჭორები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Mike
18 სექტემბერი 2018 17:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია ძალიან, მარა ჟოზეფას სტილში არ მგონია ჩაჯდეს
0
№2
ავტორი: ikeoni
18 სექტემბერი 2018 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
არ ვიცი არ მაქვს ნანახი ამის თამაში თუ კაი იგროკია იყიდონ
0
№3
ავტორი: kobinio
18 სექტემბერი 2018 18:32
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Axalgazrdebi kaia
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2018 00:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნუ ჭორის დონეზეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top