თბილისი:
მანჩესტერი:
18-09-2018, 01:18
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1309,
კომენტარები: 3
ანდრე ერერას ვრცელი ინტერვიუ
ესპანელმა ნახევარ-მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე ისაუბრა.
ანდრე ერერას ვრცელი ინტერვიუ
"იუნაიტედის" ესპანელმა ნახევარ-მცველმა ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა კლუბის მომავალ მატჩებზე და მიმოიხილა ის გუნდები, რომლებსა "ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა შეხვდნენ.

საუკეთესო გამოვლინდება ღირსეულ ბრძოლაში
"დიდი გამოწვევაა იმ გუნდებთან თამაში ვინც ჯგუფში გვყავს, თუმცა მე ამით ბედნიერი ვარ, რადგან მგონია, რომ დიდი კლუბების წინააღმდეგ უკეთესად ვასპარეზობთ და "იუვენტუსი" იტალიის უდიდესი გუნდია. ისინი საგრძნობლად გაძლიერდნენ ბოლო რამდენიმე წელია და ისინი ძალიან კარგად გამოიყურებიან - ურთიერთდამოკიდებულება ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და ფანებს შორის შეუდარებელია. საკმაოდ საინტერესო იქნება პოლ პოგბას დაბრუნება ტურინში და ასევე კრიშტიანუს დაბრუნება "ოლდ ტრაფორდზე". ვფიქრობ, რომ ორივე თამაში დიდებული იქნება."

სახლში დაბრუნება
"როდესაც კრიშტიანუ "მადრიდის რეალის" მაისურით დაბრუნდა "ოლდ ტრაფორდზე" გასულ წლებში, ყველამ ვნახეთ, რომ ის ფანებს ისევ უყვართ. რაც მან "იუნაიტედის" მაისურით გააკეთა ეს ნამდვილად დაუვიწყარია და ფანებიც სწორედ ასე ფიქრობენ. ასევე განსაკუთრებული იქნება მატჩი იტალიაში პოლ პოგბასთვის. "ტურინში" მისვლისას ის ბავშვი იყო და ინგლისში დაბრუნებისას ის ნამდვილად კაცი გახლდათ, ასევე ისიც ძალიან უყვართ იტალიელ ფანებს. ასე, რომ ძალიან ემოციური მატჩები იქნება და მთლიანად უნდა ვფოკუსირდეთ მათ მოგებაზე."

"იუვე" თითქმის შეუჩერებელია
"თანამედროვეობაში იტალიური ფეხბურთი აღარ ნიშნავს მხოლოდ კარგ დაცვას, გადავხედოთ "ტურინელთა" შეტევას და ამას მალევე მივხვდებით. ვფიქრობ ძალიან დაბალანსებული გუნდია, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით ნებისმიერ პოზიციაზე და კრიშტიანუ, ის ცალკე თავის ტკივილია[იცინის]. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში "მილანიც" და "ინტერიც" ცდილობენ შეეცილონ ტიტულის მოგებაში, თუმცა ისინი არაფერს თმობენ. "იუვენტუსი" წარმოუდგენლად ძლიერი კლუბია, აბსოლიტურად ყველა პოზიციაზე."

"ვალენსია" ძალიან ძლიერია
"მე ვფიქრობ, "ვალენსია" ისევ ის "ვალენსიაა", რომელსაც წარსულიდან ყველა ვიცნობთ, როგორც ძალიან ძლიერ გუნდს. მე ვიცნობ მათ ფილოსოფიას და ისინი არასოდეს ნებდებიან. ისინი აშენებენ საკმაოდ ძლიერ გუნდს და მათ ტაქტიკა 4-4-2 საკმაოდ კარგად აქვთ დამუშავებული, ორი საკმაოდ მობილური ფორვარდით წინ. მათი მოგერიება ნამდვილი გმირობა იქნება მცველების მხრიდან. ნამდვილად არ გველის იოლი ბრძოლა მათთან."

"მესტალას" ფაქტორი
"ღამურების" საშინაო არენა - ეს დიდებული რამაა. წინა წლებში, როდესაც გუნდი არც ისე კარგ თამაშ აჩვენებდა, საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდათ ფეხბურთელებსა და ფანებს, ნამდვილი დრამის ადგილი იყო "მესტალა", თუმცა ბოლო პერიოდია გუნდმა მისი ნამდვილი სახე დაიბრუნა და მის ადგილს დაუბრუნდა ესპანურ ფეხბურთში. დღეს-დღეობით როდესაც საშინაო კედლებში "ბარსელონას" ან "მადრიდის რეალს" იღებენ, მათაც კი უჭირთ ქულის აღებაც კი. ეს ნიშნავს, რომ ისინი თავს მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობენ საკუთარ კედლებში."

"იანგ ბოიზს" არაფერი აქვს დასაკარგი
"ეს არის გუნდი, რომელსაც რეალურად არაფერი აქვს დასაკარგი. ისინი სამ უდიდეს გუნდთან ერთად მოხვდნენ ჯგუფში. ეს ნამდვილად არის ძალიან ახალგაზრდა გუნდი ტურნირზე, ისეთივე, როგორც მაგალითად "ბაზელი", ასე, რომ მათ გააჩნიათ უკომპლექსოდ თამაშის ფუფუნება, რაც ნამდვილად საშიში რამაა სხვა გუნდებისთვის. ეს ნამდვილად გვავნებს, თუ შესაბამის ზომებს არ მივიღებთ და სწორად არ შევაფასებთ მეტოქეს. თუ არ ვცდები, მათი სტადიონის მინდორი ხელოვნურია და მოგვიწევს ამასთან შესაბამისად ადაპტირება, მათგან განსხვავებით."

ღამის მატჩების მაგია
"საკმაოდ საინტერესო ჯგუფია და ასევე რთულიც - ვფიქრობ ნამდვილად ღირს იმ სიამოვნებისთვის ცხოვრებას, რასაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჰქვია. ესპანეთში მოგვიწევს ღამით თამაში და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ფეხბურთს, ვიტყოდი, რომ ეს მეტად რომანტიულია[იღიმის]. თუ გვინდა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ, და ეს ნამდვილად გვინდა, პირველ რიგში უნდა გადავლახოთ "იანგ ბოიზის" ბარიერი. ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ "იუვეზე" და "ვალენსიაზე". პირველ რიგში სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ შვეიცარიაში და ამის შემდეგ გადავერთოთ მომდევნო თამაშზე, ვგულისხმობ, რომ მთლიანად უნდა ვკონცერტრირდეთ კონკრეტულ მატჩებზე. არ ღირს მეტოქის არ დაფასება და რაიმე გზით ძალების დაზოგვა შემდეგი მატჩებისთვის."

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 სექტემბერი 2018 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ამ თამაშის მოგება სასიცოცხლოდ მნიშვენელოვანია და მეჯრა რო მოვიგებთ კიდეც❤️
0
№2
ავტორი: Phil Jones
18 სექტემბერი 2018 16:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იანგ ბოუზს თუ ვერ მოვუგებთ მერე არაფერია სათქმელი... კარგია რომ პირველი თამაში სუსტ გუნდთან გვიწევს გასვლაზე, ეს იდეალურიც კია. მჯერა რომ იოლად გავალთ ჯგუფიდან და რატომღაც მირჩევნია მეორე ზე გავიდეთ და მერვედფინალიდანვე კარგ გინდა შევხვდეთ, აღარ მინდა ან სევილია და ეგეთი გუნდების ნახვა.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
19 სექტემბერი 2018 00:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იანგ ბოისს თუ ვერ მოუგეს მერე უკვე გაუჭირდებათ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top