თბილისი:
მანჩესტერი:
17-09-2018, 19:02
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1410,
კომენტარები: 5
ფოსტერი დე ხეას აქებს
კონკურენტის კომპლიმენტები ესპანელ კიპერს.
ფოსტერი დე ხეას აქებს
"ირმებთან" შეხვედრაში ორი გატანილი გოლიდან 1 სმოლინგის, ხოლო მეორე ლუკაკუს ანგარიშზე იყო, თუმცა რომ არა "იუნაიტედის" კარის დარაჯი, შეუდარებელი დეივიდ დე ხეა ამ მატჩს ნამდვილად დათმობდნენ "ეშმაკები". მისი 4 სეივიდან, შეიძლება ითქვას, რომ ოთხივე ძალიან სახიფათო იყო, თუმცა არცერთ მომენტში არ შემცდარა "იუნაიტედის" 27 წლის კიპერი. ეს არ გამოპარვია მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე - ბენ ფოსტერს და საკმაოდ დადებითად ისაუბრა ესპანელზე.

"ის უბრალოდ დაუჯერებელი იყო. ის ამას ისე აკეთებს თითქოს არც კი წუხდება და ეს მისთვის ძალიან მარტივია. როგორ შეიძლება მის მიმართ პატივისცემით არ განეწყო, ის მეკარეებში ნამდვილი მესია. ის დაბადებიდან ასეა, შეიძლება ვარჯიშის შედეგად გაიუმჯობესო შენი უნარები, თუმცა დე ხეა უბრალოდ ასეთია. მისი სეივების ყურება ძალიან სასიამოვნოა, მაშინ როდესაც გგონია გოლი გაუმატე ის იმ დარტყმულსაც მოიგერიებს და რაც შეეხება გრეის გოლს, ეს ძალიან ახლოდან იყო განხორციელებული და ძალიან ძლიერად, ასე რომ არავინ მეგულება ისეთი ვინც ამ დარტყმულს მოიგერიებდა."

ესპანელ კიპერს "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში, სულ 242 მატჩი აქვს ჩატარებული საიდანაც გუნდმა 140 თამაშის მოგება შეძლო, 49 ში დამარცხდა, ხოლო 53 ფრედ დასრულდა. ამ მატჩებიდან 94 ჯერ შეძლო დეივიდმა კარის მშრალად შენახვა, მიიღო 3 ყვითელი ბარათი და გააკეთა 661 სეივი.

წყარო: www.skysports.com

ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
17 სექტემბერი 2018 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ბენ ფოსტერი როგორ მახსოვს ბაბუს დროს იდგა კარში და პირველი თამშიც მახსოვს ამისი სიტისთან რომ ითამაშა 4:3 რომ მოვიგეთ , დე ხეა ეს სხვა სამყაროაა საერთოდ !!!!!
0
№2
ავტორი: ikeoni
17 სექტემბერი 2018 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
უბრალოდ საოცარი მეკარეა და მაგრად მეცინება იმ ხალხზე მსოფლიოს მერე რო რაღაც კაიფი დაიწყეს დეხეა:))
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
17 სექტემბერი 2018 21:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეა დონეა
0
№4
ავტორი: GEORGE22
18 სექტემბერი 2018 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 126
გრეის დარტყმულსაც რომ მოარტყა ხელი... wink love
0
№5
ავტორი: Phil Jones
18 სექტემბერი 2018 16:07
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმ გოლზეც გაიწია ასაღებად ეგეთი არაფერი მინახავს ))))) კიდე ვღადაობ ქართველ მცოდნე ჟურნალისტებზე რომ აკრიტიკებდნენ მსოფლიოზე)) ბაზარი არაა რონალდოს დარტყმულზე შეცდა, მაგრამ არც მანამდე და არც მერე არ დეემცდარა, ყველა აუღებელი გაუტანეს და იმ რონალდოს გოლსაც არაფერი შეუცვლია დიდად. ასე რომ და ხეა მესიცაა რონალდოც და პელეც!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top