გავლენიანი გამოცემა Goal_მა გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო სტატია ჩემპიონთა ლიგის გუნდებზე. ტურნირზე მოასპარეზე 32 გუნდიდან ყველა გადანაწილდა 5 მატჩის შედეგად ნაჩვენები სტატისტიკის მიხედვით, რაც მათ ქვეყნის შიდა ტურნირებზე დააფიქსირეს. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს "იუნაიტედი" ამ სიაში 23_ე ადგილს დასჯერდა, 3 მოგებითა და 2 ფრით(ასევე გუნდები გადანაწილდნენ გაშვებული და გატანილი ბურთების შეფარდებით).
იდეაში ეს მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკაა, რადგან ამავე სიაში "იანგ ბოიზი" იკავებს მე_5 პოზიციას, ხოლო "მანჩესტერ სიტი" მე_18 პოზიციას დასჯერდა. ეს არ არის სია, რომლითაც შეიძლება გააკეთო პროგნოზი თუ ვინ გახდება ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული. ეს ციფრები უბრალოდ აჩვენებს, თუ ვის როგორი სტარტი აქვს შიდა ტურნირში და საკმაოდ კომიკურია უკანასკნელი 3 გზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "მადრიდის რეალი", რომ მე_20 პოზიციაზეა და "დონეცკის შახტარი" მე_7 ზე.
ამ საინტერესო და ამავდროულად პროვოკაციულ სიაში პირველ პოზიციას იკავებს "კატალონიის ბარსელონა", მას მოჰყვება "ლივერპული" და მესამე პოზიციას იკავებს "პარიზ სენ-ჟერმანი".
წყარო: www.goal.com
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.