თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2018, 20:45
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1973,
კომენტარები: 7
ლუკაკუს არ აფასებენ
ბელგიელი ფორვარდის ანაზღაურება.
ლუკაკუს არ აფასებენ
გუშინდელი მატჩის შემდეგ გაჩნდა კონკრეტული კითხვები, კონკრეტულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით. გაისმა პროგნოზები, რომ გუნდი მარსიალს აუცილებლად დააყენებს ტრანსფერზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მაკტომინეის სიკარგე და ბევრი სხვა რამ. თუმცა გავლენიანმა გამოცემამ Skysport_მა საკმაოდ საინტერესო კითხვა დასვა იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანი ანაზღაურება აქვს "იუნაიტედის" ცხრიანს - რომელუ ლუკაკუს.

პრემიერ ლიგის დაწყებიდან დღემდე, "იუნაიტედმა" სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 დაასრულა უგოლოდ. ამ 5 თამაშში ბელგიელმა ფორვარდმა 4 გოლის გატანა შეძლო და ამ მაჩვენებლით უკონკურენტოა გუდნში. გასულ თამაშებში გამოჩნდა, რომ ლუკაკუნა ნამდვილად არაა შემქნელი ფორვარდი, თუმცა ეს ნამდვილად არ აკნინებს მას, რადგან მისი გოლის ალღო და დაბოლოების უნარები უფრო მნიშვნელოვანია. ეს ნამდვილად ასეა, იმის მიუხედავად, რომ კარში დარტყმების მხოლოდ 46%_ის გარდაქმნა მოახერხა გოლად. ეს საშუალო მაჩვენებელია ევროპული გრანდების შემტევებთან მიმართებაში.

მას შემდეგ, რაც გაასწრო მის ყოფილ თანაგუნდელ - დიდიე დროგბას პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით, ის ნამდვილად ერთი-ორად ამაღლდა ყველა ექსპერტისა თუ გულშემატკივრის თვალში. საკმაოდ შთამბეჭდავია მისი სტატისტიკა, 2012/2013 წლიდან მოყოლებული, ის მხოლოდ ორ ფორვარდს ჩამორჩება გოლების რაოდენობით. იგი მეორე ადგილოსან ჰარი კეინს 5 გოლით, ხოლო პირველ ადგილოსან სერხიო აგუეროს 18 გოლით, ჩამორჩება. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მაჩვენებელია, რადგან ის ჯერ "ჩელსისთვის" შემდეგ "ვესტ ბრომვიჩისთვის", ასევე "ევერტონისთვის" და ბოლოს "იუნაიტედისთვის" უტევდა. რაც მის მიერ მიღწეულ შედგებს უფრო თვალსაჩინოს და ფასეულს ხდის, სიის ზედა ორი ფეხბურთელისგან განსხვავებით.

რომელუ ლუკაკუ ნამდვილად შეუცვლელი ფიგურაა "იუნაიტედის" რიგებში, რაც განვლილ თამაშებშიც გამოჩნდა. მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 250,000 ფუნტ სტერლინგს შეადგნეს, მისი გადმოსვლის დღიდან. განვლილი სეზონებიდან გამომდინარე შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რამდენად ღირსეული ანაზღაურება აქვს მას?! რთულია განსაზღვრო რამდენად შესაბამისია ეს რიცხვები რეალობასთან მიმართებაში, რადგან თანამედროვე ფეხბურთში არსებული ფინანსური მხარე და სახელფასო ჭერი არანაირ ლოგიკაში აღარ ჯდება. თუმდა ერთი შეგვიძლია ვთქვათ, ეს ცოტა ნამდვილად არაა და პრინციპში თამამად შეიძლება მოვითხოვოთ ფეხბურთელებისგან ტიტულების მოგება და ამის შემგომ თავისთავად შეიძლება გაზრდილ ანაზღაურებაზე ფიქრი, მოთამაშეების მხრიდან.

წყარო: www.skysport.com
სტატიები
7 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
16 სექტემბერი 2018 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Da esaa Cota anazgaureba?? Mshvenieri xelfasia da momavalshi Ro moumateben eg faizagiaa
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
16 სექტემბერი 2018 23:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სახელფასო პოლიტიკა ისედაც გაბერილია გუნდში ასე რო არ უნდა ქონდეს წესით პრობლემა ლუკაკუს

სახელფასო პოლიტიკა ისედაც გაბერილია გუნდში ასე რო არ უნდა ქონდეს წესით პრობლემა ლუკაკუს
0
№3
ავტორი: JuanMata
16 სექტემბერი 2018 23:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სად აქვს მომენტების დასრულების ალღო, ცარიელ კარში ვერ აგორებს ბურთს. მშრომელი და მებრძოლი ნამდვილად არის, გუნდისთვის საქმეს აკეთებს და ხანდახან კარგი რაღაცებიც გამოსდის, მაგრამ ლუკაკუს ბურთის მიღების და დარტყმის ტექნიკა ძაან მოიკოჭლებს.

ასე რომ ნორმალური ხელფასი აქვს, შეიძლება ცოტა ზედმეტიც კი, მაგრამ დაუფასებელი ნაღდად არაა.
0
№4
ავტორი: tupaca
17 სექტემბერი 2018 08:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
იმაზე დიდი ხელფასი აქ ყველას ვინც რას იმსახურებს ასე რომ ხელფასზე ლაპარაკი სისულელეა მანჩესტერი რასაც უხდის ფეხბურთელებს იმდენს ვერცერთი გუნდი ვერ გადაიხდის ან არ გადაიხდის :))
0
№5
ავტორი: kobinio
17 სექტემბერი 2018 11:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ამ არამკითხე მოამბეებმა არ წატყჯნეს ტვინი კაცო.ეხლა ამის აბუნტება უნდათ.
მართლია მაურინიო როცა თქვა რომ სხვა გუნდები ფულს იხიან რომ მანჩესტერზრ ილაპარაკონო.ასეცაა,ხელოვნურად ქმნიან ფონს ეს ჩარუმები
0
№6
ავტორი: Dato kutaisi
17 სექტემბერი 2018 20:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kobinio
ამ არამკითხე მოამბეებმა არ წატყჯნეს ტვინი კაცო.ეხლა ამის აბუნტება უნდათ.
მართლია მაურინიო როცა თქვა რომ სხვა გუნდები ფულს იხიან რომ მანჩესტერზრ ილაპარაკონო.ასეცაა,ხელოვნურად ქმნიან ფონს ეს ჩარუმები

ამასაა ვიძახი მეც ამდენი ხანია რო იმენა მიზანმიმართულად მუშაობენ ჩვენზე.მოურინიომაც აგერ რამდენიმე დღის წინ იგივე თქვა.მოკლედ ახლა ლუკაკუს მიადგნენ და მიკვირს რომ ამას სქაისპორტი აკეთებს
0
№7
ავტორი: Shota Blues
18 სექტემბერი 2018 18:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: kobinio
ამ არამკითხე მოამბეებმა არ წატყჯნეს ტვინი კაცო.ეხლა ამის აბუნტება უნდათ.
მართლია მაურინიო როცა თქვა რომ სხვა გუნდები ფულს იხიან რომ მანჩესტერზრ ილაპარაკონო.ასეცაა,ხელოვნურად ქმნიან ფონს ეს ჩარუმები

ამასაა ვიძახი მეც ამდენი ხანია რო იმენა მიზანმიმართულად მუშაობენ ჩვენზე.მოურინიომაც აგერ რამდენიმე დღის წინ იგივე თქვა.მოკლედ ახლა ლუკაკუს მიადგნენ და მიკვირს რომ ამას სქაისპორტი აკეთებს

მაგათ დედასაცც შევეცცი ! მთავარია ჩვენ გვესმოდეს რა ხდება სინამდვილეში რომ ერთმანეთი არ მოვიძულოთ და არც ჩვენი საყვარელი გუნდი ვლანძღოთ მასეთ უაზრო და ბოროტულ ინფორმაციაზე აყოლებულმა...
ლუკაკუს მიმართ უდიდეს პატივისცემა გვაქვს და არავითარი დაუფასებლობა!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top