თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 22:12
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1686,
კომენტარები: 5
ფეხბურთელთა შეფასებები
"ვოტრფორდი" VS "იუნაიტედი".
ფეხბურთელთა შეფასებები
ყველას გილოცავთ ლამაზი ფეხბურთით გამარჯვებას "უოტფორდის" წინააღმდეგ, მათსავე კედლებში. გაიარა მატჩის მოგების ეიფორიამ და დროა შევაფასოთ მატჩის დადებითი და უარყოფითი დეტალები. მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ ფეხბურთელთა რიცხობრივ შეფასებებს "ირმების" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში.

დე ხეა - 6
გააკეთა რამოდენიმე კარგი სეივი, თუმცა ისევ მშრალად ვერ შენახული კარი მოქმედებს მის შეფასებაზე, ამ მატჩში.

ანტონიო ვალენსია - 5
ცდილობდა გაემწვავებინა შეტევები, თუმცა ისევ ძალიან ნელია გადაწყვეტილებების მიღებისას და რამოდენიმეჯერ დაკარგა კიდეც ბურთი.

კრის სმოლინგი - 8
საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა, უღიმღამო სეზონის შემდეგ. დაცვაში ნამდვილად არ იყო უშეცდომო, თუმცა მისმა გატანილმა, პროფესიონალურად შესრულებულმა გოლმა მოუტანა გამარჯვება "იუნაიტედს".

ვიქტორ ლინდელოფი - 7
საკმაოდ კარგად ანაწილებდა პასებს მოედნის ცენტრისკენ და ორთაბრძოლებშიც წარმატებით ერთვებოდა. მოწინააღმდეგის გუნდიდან დინის და გრეის მოსვენება არ მისცა მთელი თამაშის განმავლობაში.

ეშლი იანგი - 6
რას შეიძლება ეშლი იანგზე ითქვას არის ის, რომ საკმაოდ წარმატებულად მიიღო პირველ გოლში მონაწილეობა და ასევე კარგად შეავსო ლუკ შოუს დანაკლისი გუნდში.

პოლ პოგბა - 8
ნამდვილი დირიჟორი იყო, ფრანგი ნახევარ-მცველი,გუნდის. მისი პასები უბრალოდ დაუჯერებელია, ისეთი ოსტატობით ასრულებს. მისი განაცხადების შემდგომ წამოსული კრიტიკისა, ის გუნდის ხერხემალია და საკმაოდ ბევრიამასზე დამოკიდებული.


მარუან ფელაინი - 9
მიუხედავად იმისა, რომ გრეის მიერ გატანილი გოლი მაღალი პროცენტული მაჩვენებლით "მის კისერზეა", მარუანმა დიდებული მატჩი ჩაატარა. თანაბრად კარგად თამაშობდა მოედნის სამივე ნაწილში.


ნემანია მატიჩი - 5
სერბი ნახევარ-მცველი საკმაოდ მცირე ხნით იყო ბურთთან, ამის მიზეზი კი მარუან ფელაინია, რომელმაც მთლიანად ჩამოართვა ფუნქციები მატიჩს ამ თამაშში. თუმცა მატიჩი საკმაოდ ზუსტად და სუფთად თამაშობდა მეტოქის წინააღმდეგ.

ჯესი ლინგარდი - 6
საკმაოდ აქტიური იყო შეტევებში და ბურთიც აქტიურად ამოჰქონდა შეტევაში, თუმცა რაიმე პროდუქტიულის შექმნა გაუჭირდა ამმოცემულ მატჩში.

ალექსის სანჩესი - 4
ასევე აქტიური იყო ჩილელი შეტევებში და კარგი შანსიც ჰქონდა, რომ შედეგიანი ყოფილიყო პოგბას ძალიან მაღალი კლასის ჩაწოდების შემდეგ, თუმცა კარგად დაფარეს მცველებმა.

რომელუ ლუკაკუ - 7
ცხრიანმა მისი დავალება ნამდვილად შეასრულა და შეუგდო "ირმებს", თუმცა უჭირდა თვითონ შეექმნა მომენტი, რაც საკმაოდ დაეტყო მის შეფასებას.

ენტონი მარსიალი - 4
პრინციპში ეს შეფასება გამომდინარეობს მისი სათამაშო დროიდან(20 წთ), თუმცა ამ დროში ძალიან გაუჭირდა მისი უნარების გამოვლენა და შეცდომებიც დაუშვა. ფაქტია საკმაოდ ცუდად მოქმედებს ფრანგ შემტევზე უთამაშებლობა.

სკოტ მაკტომინეი - 5
პრინციპში სკოტმა კარგად შეასრულა ბოსის დავალება, რომ შეენელები მოწინააღმდეგის შეტევები.

ერიკ ბაი -
ბაიმ შეფასება ვერ დაიმსახურა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოედანზე 91-ე წუთზე შემოვიდა და არანაირად არ მიეცა შანსი მისი უნარები გამოევლინა.

წყარო: www.express.co.uk
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 22:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
დეხეას 10 იანი უნდა ეწეროს მერე რა გოლი გაუშვა 3 ქულა რო ავიღეთ მაგის დამსახურებაა..დანარჩენი ყველა ზუსტად არის შეფასებული
0
№2
ავტორი: stepno
16 სექტემბერი 2018 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
დეხეაზე რა სულელური შეფასებაა რა პონტია?? მოკლედ სამწუხაროდ სანჩესი არ გამოდგა და არ გამოდგება ის ფეხბურთელი რომელიც მეგონა :)) სასწრაფოდ ძირითადში რეში უნდა დავაყენოთ რო დაბრუნდება. ლუკაკუს ამოგდება გამორიცხულია და ისევ სანჩესის ადგილას დადგეს რეში ჯობია სანჩესზე მეტს აუცილებლად გააკეთებს, უფრო სწრაფიცაა ახალგაზრდაც და ტექნიკურიც ერთადერთი გამოუცდელი მაგრამ მაგასაც შეიძენს. მოკლედ ეს ვარსკვლავური ტრანსფერები არ გვიმართლებს რა ჯერ ფალკაო მერე დიმარია ეხლა სანჩესი ერთადერთი ცხვირამ გაამართლა ეგ ყველგან ამართლებს და მაგიტომ :_)
0
№3
ავტორი: kobinio
16 სექტემბერი 2018 00:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მხოლოდ ფელაინს ვერ მივაწერდი პატივცრმულო ავტორო ამ შეცდომას ცოტა ლიბდელოფსაც მიუძღვის წვლილი მარა აშკარაა ამ ბიჭის სწრაფი ზრდა თამაშიდან თამაშამდე.ის ზანგი უინტელექტო კი ამოაგდო სასტავიდან და მოხარული ვარ.სეზონის ბოლომდე დაიხვეწება კიდე.მაკტომენის რა მოგეწონა არ ვიცი პატივცემულო მე პირადად აშკარად აცდენილი მეჩვრნა.გააფუჭა პასები და დაცუნდრუკებდა უშნოდ ))
მარსიალი სრული კრახი!!! ორი ისეთი კაი სანსი გაანიავა გული დამწყდა.მარცხნიდან კაი შანსი ქონდა საკუთარ სტილში შეჭრილიყო საჯარიმოში მარა მაგარი უმოტივაციოდაა.გაყიდიან მაგას ზაფხულში.
სანჩესი რას აკეთებს ან რა უნდა ვერ გავიგე.მაგარი იმედიანად ვარ განწყობილი მის მიმართ მაგრამ უაზროდ დარბის... 4.3.3 მის ადგილს ვერ ვხედავ
მე მაგას ისევ რეშფორდი მირჩევნია.იფრო შედეგიანია და სავარაუდოდ ამოაგდებს სასტავიტან.იმედი მაქ.ლუკა მალე დაბრუნდება იმედი მაქ და იანგის ცქარა აღარ მომიწევს.ისე ის პორტუგალიელი ბაღანე როდის უნდა ვიხილოთ რო დაამწნილეს დუბლებში?!

ნ.ვიდიჩ დიდი მადლობა სტატიისთვის
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
16 სექტემბერი 2018 10:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დე ხეა თავის სიმაღლეზე :)
0
№5
ავტორი: N.Vidic
16 სექტემბერი 2018 13:02
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ციტატა: kobinio
მხოლოდ ფელაინს ვერ მივაწერდი პატივცრმულო ავტორო ამ შეცდომას ცოტა ლიბდელოფსაც მიუძღვის წვლილი მარა აშკარაა ამ ბიჭის სწრაფი ზრდა თამაშიდან თამაშამდე.ის ზანგი უინტელექტო კი ამოაგდო სასტავიდან და მოხარული ვარ.სეზონის ბოლომდე დაიხვეწება კიდე.მაკტომენის რა მოგეწონა არ ვიცი პატივცემულო მე პირადად აშკარად აცდენილი მეჩვრნა.გააფუჭა პასები და დაცუნდრუკებდა უშნოდ ))
მარსიალი სრული კრახი!!! ორი ისეთი კაი სანსი გაანიავა გული დამწყდა.მარცხნიდან კაი შანსი ქონდა საკუთარ სტილში შეჭრილიყო საჯარიმოში მარა მაგარი უმოტივაციოდაა.გაყიდიან მაგას ზაფხულში.
სანჩესი რას აკეთებს ან რა უნდა ვერ გავიგე.მაგარი იმედიანად ვარ განწყობილი მის მიმართ მაგრამ უაზროდ დარბის... 4.3.3 მის ადგილს ვერ ვხედავ
მე მაგას ისევ რეშფორდი მირჩევნია.იფრო შედეგიანია და სავარაუდოდ ამოაგდებს სასტავიტან.იმედი მაქ.ლუკა მალე დაბრუნდება იმედი მაქ და იანგის ცქარა აღარ მომიწევს.ისე ის პორტუგალიელი ბაღანე როდის უნდა ვიხილოთ რო დაამწნილეს დუბლებში?!

ნ.ვიდიჩ დიდი მადლობა სტატიისთვის


არაფრის მეგობარო. უბრალოდ რამოდენიმეს მეც არ ვეთანხმები, მთლიანად თარგმნილი მაქვს სტატია და არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას შეფასებებზე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top