თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 14:41
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1246,
კომენტარები: 4
ჟოზე პატივისცემას იმსახურებს
ლუკაკუმ ბოსზე იუსაუბრა.
ჟოზე პატივისცემას იმსახურებს
"იუნაიტედის" ცხრიანმა - რომელუ ლუკაკუმ გუნდის თავკაცზე - ჟოზე მოურინიოზე ისაუბრა და მას უმაღლესი დონის სპეციალისტი უწოდა. ბოლო პერიოდია საკმაოდ ხშირად ისმის ჭორები ჟოზეს წასვლასთან დაკავშირებით და იმის შესახებაც, რომ მოურინიოს კონფლიქტი აქვს ზოგიერთ ფეხბურთელთან, რაც ლუკაკუმ უარყო.

"მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემთან" დავმარცხდით, მე ვიგრძენი ერთობა ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და ფანებს შორის. რთულია ეს ყველაფრი ახსნა, რაც მაშინ ვიგრძენი, ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო. ამ ადამიანს გააჩნია პიროვნულობა, ინდივიდუალურობა, რომელიც უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ის ცდილობს ჩვენთან ერთად ააშენოს დაუმარცხებელი გუნდი. ფანებს ის უყვართ, მარცხის მიუხედავად, რადგან ის ყველაფერს მათთვის აკეთებს და ისინიც ხედავენ ამას. რა თქმა უნდა, ის მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოვიგოთ, თუმცა როდესაც ვაგებთ ის ძალიან ბრაზდება და ეს ნორმალურია. არ მესმის, როცა წაგების შემდეგ ადამიანები მის გაშვებაზე საუბრობენ. თუმცა ეს ადამიანები არ იცნობენ პრემიერ ლიგის სპეციფიკას, რადგან თუ ერთ დღეს ფავორიტი ხარ, შეიძლება მეორე დღეს საშუალო დონის გუნდმა დაგამარცხოს, რადგან პრემიერ ლიგის გუნდებმა ყველაზე კარგად იციან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი."

ასევე ლუკაკუმ დღევანდელ მატჩზეც ისაუბრა, "ვოტფორდის" წინააღმდეგ და განაცახა, რომ გუნდში ერთიანობაა და ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ძალიან დაეხმარებათ მათ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "ირმების" დამარცხებაში.

წყარო: www.manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 14:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi romelu dges unda sheagdo uechveli
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2018 16:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: ikeoni
Midi romelu dges unda sheagdo uechveli


იმედია კიდე რეალურ მომენტებს არ გაანიავებს, ყოველ თამაშში ხდება უკვე ასე wink
0
№3
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: SANDROGRIGA
ციტატა: ikeoni
Midi romelu dges unda sheagdo uechveli


იმედია კიდე რეალურ მომენტებს არ გაანიავებს, ყოველ თამაშში ხდება უკვე ასე wink

დღეს შეყრის:)) love
0
№4
ავტორი: GIOMU
15 სექტემბერი 2018 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
გუნდი აზრზე მოდის მთავარია ახლა პოგბას ეს ტირილები და წუწუნი მალე მოგვარდეს თორე ძალიან მსაბეზრებელია უკვე 1 წელია ამას ვისმენთ. დროა ან ჩაერთოს ამ გუნდურობაში ან წავიდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top