თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 13:48
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 1610,
კომენტარები: 3
სამი რამ, რაც უნდა ვიხილოთ "უოტფორდთან" დაპირისპირებისას
რა უნდა დაუპირისპიროს კლუბმა მეტოქეს
სამი რამ, რაც უნდა ვიხილოთ
დღეს საღამოს პრემიერ ლიგას უბრუნდება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან მატჩს გამართავს “ვიკარეიჯ როადზე” ინგლისური "უოტფორდის" წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიომ და მისმა შეგირდებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩები დათმეს "ბრაიტონისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, მათ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს "ბარნლისთნ" გასვლაზე, რაც დამეთანხმებით საკმარისი არაა. საჭიროა ამ გზის გაგრძელება და მეტოქესთან ქულათა მაქსიმუმის მოპოვება, რადგან "უოტფორდთან" ნათამაშები ფრეც კატასტროფა იქნება კლუბისთვის. საჭიროა გეგმა A-ს გამოყენება და მომენტების მაქსიმალურად რეალიზაცია.

"3-5-2 ფორმაცია."

ერთ-ერთი ჭკვიანური სვლა მატჩის მოსაგებად ალბათ იქნება, ის თუ ჟოზე მოურინიო 3-5-2 ფორმაციით გამოიყვანს გუნდს მოედანზე. მიზეზი ამისა, მარტივად რომ ვთქვათ არის "უოტფორდის" ტაქტიკური 4-4-2 სქემა, რომელსაც ისინი ხშირ შემთხვევაში იყენებენ მოედანზე. შესაძლოა იფიქროთ, რომ "იუნაიტედი" ამ ფორმაციით ვერ შეძლებს ქულათა მაქსიმუმის მოპოვებას, თუმცა შესაძლოა ცდებით კიდეც. მიზეზს კი ქვევით გაგაცნობთ.

მას შემდეგ, რაც მარკუს რეშფორდი კლუბს მიღმა დარჩა, წინა მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, უკვე ცალსახად შეგვიძლია იმის თქმა, რომ რომელუ ლუკაკუს და ალექსის სანჩესის დუეტი მოედნის წინა ხაზზე საკმაოდ პროდუქტიული უნდა იყოს. საკმაოდ მოძრავი ალექსისი საჯარიმოს მარცნივ, მარჯვნივ კი რომელუ, რომელსაც ასევე უყვარს მარჯვენა ფლანგზე გადასვლა და სიტუაციის გამწვავება კლუბისთვის საკმაოდ სასიკეთო შიძლება აღმოჩნდეს. ჩვენ კარგად გვახსოვს ლუკაკუს მსგავსი თამაშები თუნდაც "ჩელსისა" და ბელგიის ნაკრების რიგებში, შედეგად დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს ის სტილია, რაც მას უყვარს და კარგადაც გამოსდის.

გარდა ამისა, წინა ხაზის მსგავსი ქმედება, საშუალებას მისცემს კლუბის კიდევ ორ შემტევ ნახევარმცველს პოგბასა და ლინგრდს, მათ უკან არსებული ცენტრალური ზონები შეავსონ და თამაში აქედან გაამწვავონ. შედეგად ეს ოთხი შემტევი, რომელიც კარგადაა შეთამაშებული ერთმანეთთან, უკან კი მატიჩი, რომელიც დაცვით ფუნქციებს შეითვსებს გვაძლევს წინაპირობას იმისა, რომ მოვიგოთ ეს საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება.

"ენერგია და მუხტი"

იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო საშუალებას მისცემს პოგბას, სანჩესს და ლინგრდს, რომ შეუწყვილდნენ რომელულუ ლუკაკუს შეტევაში, მივიღებთ ოთხეულს ენერგიული და მოტივირებული ფეხბურთელებისა, რომელიც იქნებიან დომინანტები მოედანზე და შექმნიან ქაოსს მოწინააღდმეგის საჯარიმოში. "იუნაიტედს" არ ეყოლება მატა, რომელიც ხშირად დირიჟორობს კლუბს მოედანზე ყოფნისას, თუმცა გვეყოლება ფეხბურთელები, რომელთაც შეეძლებათ განსხვავებულად საჭიროებისამებრ იმოქმედონ. შედეგად "უოტფორდის" 4-4-2 ტაქტიკის წინააღმდეგ, 3-5-2 სახის ფორმაცია საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს. ამას დამატებული ვინგერები ფლანგებიდან საკმაოდ ბევრ სირთულეს შეუქმნის მოწინააღმდეგის მცველებს. მოურინიომ აშკარად უნდა იფიქროს ამაზე.

"საიმედოობა დაცვაში"

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება სიმტკიცე დაცვაში. მოგეხსენებათ წინა სატრანსფერო ფანჯარაზე, მოურინიომ ვერ მიიღო ის მცველები, რომელიც მას სჭირდებოდა, თუმცა კლუბის რიგებში მაინც არიან ფეხბურთელები, რომელთაც ის უნდა დაეყრდნოს. ვფიქრობ, ბაიი, ლინდელოფისა და ჯონსის ტრიო საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს დღევანდელ მატჩში, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ნემანია მატიჩი გაუდავილებს სამუშაოს დაცვაში მუშაობით. შედეგად ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ მოწინააღმდეგის მთავარი დამრტყმელი ძალის ტროი დინისა და ანდრე გრეის შეჩერება შევძლოთ.

stretford-end.com
სტატიები, მატჩის წინ
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
15 სექტემბერი 2018 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dges movigebt bichebo
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
15 სექტემბერი 2018 16:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ნაკლებად სავარაუდოა 3-5-2 ჩემი აზრით, თუმცა შოუ თუ არ იყო შეიძლება ითამაშოს ამ ფორმაციით.
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
15 სექტემბერი 2018 18:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
კაცი ბჭობდა მოუ იცინოდაო:))კარგია ზოგადად 3-5-2 მაგრამ მაშინ როცა ფლანგები გყავს კარგი.შოუ თუ არ იქნა იანგი ვალენსია დაპუტავენ ყველაფერს.მე მგონია პირველი ტაიმი ტრადიციული გვექნება ჩაკეტილი და თუ გოლი გავუშვით მერე გავიღვიძებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top