თბილისი:
მანჩესტერი:
15-09-2018, 18:33
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2226,
კომენტარები: 10
ჟოზე მოურინიო "უოტფორდთან" მატჩის წინ
მარკუს რაშფორდის სტატისტიკა და ჟოზეს სტანდარტული ცინიზმი.
ჟოზე მოურინიო
მოგეხსენებათ, "წითელი ეშმაკები" მორიგ გასვლით მატჩს "ირმებთან" გამართავენ.განსაკუთრებულმა მოსალოდნელ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

შეძლებს კი ლუკ შოუ "უოტფორდთან" თამაშს?

არ ვიცი ჯერ, ჩვენ გვექნება კიდევ ერთი ვარჯიში და იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, გუნდის ექიმებთან გავივლით კონსულტაციებს და გვეცოდინება ზუსტი პასუხი, შეძლებს თუ არა ლუკ შოუ თამაშს.

სხვა ტრავმირებულების შესახებ

მარუან ფელაინის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ერერამ მცირე მუხლის ტრავმა მიიღო ვარჯიშზე და ვერ შეძლებს თამაშს, რაც შეეხება დიოგო დალიოს და როხოს ისინი დაემატებიან დუბლებს, ხოლო თუ შეძლებენ იქ 90 წუთის თამაშს, მაშინ შეეძლებათ მომდევნო კვირას ჩვენი დახმარებაც.

მოტივირებული "ირმები"

ყველაფერი ნათელია, მათ 4 დან 4 თამაში მოიგეს და 12 ქულით ერთ-ერთი ლიდერები არიან სატურნირო ცხირილის, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სხვა გუნდებთან შედარებით ცოტა გაუმართლათ, ვინაიდან მათ 4 დან 3 თამაში სახლის პირობებში ჩაატარეს, სხვა გუნდებს კი 2 თამაში მოუწიათ გასვლაზე, თუმცა ფაქტია ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობენ ხავი გრაციას შეგირდები, ვულოცავ მათ.

მარკუს რაშფორდის დისკვალიფიკაცია და სანაკრებო გაბრწყინება

ხოო, მარკუსი ... ვფიქრობ, რომ კვირას მე აუცილებლად გამაკრიტიკებენ ჟურნალისტები, რომ არ ვათამაშე ის "უიტფორდთან", ვინაიდან ჯურნალისტები ჩასაფრებული არიან და სულ უნდათ ჩემთან მტრობა. კვირას დილით, როდესაც ისინი გაიღვიძებენ პირველი ალბათ, გაიფიქრებენ ჩემზე და პრესკონფერენციაზე მკითხავენ თუ რატომ არ ვათამაშე მარკუსი, მიუხედავათ იმისა, რომ ამაში მე არ ვიქნები დამნშავე. კიდევ ერთხელ შევახსენებათ მათ, ის გამოტოვებს 3 მომდევნო მატჩს.

ახლა რაც შეეხება მის ნაკრებში თამაშ, ვფიქრობ, ძალიან კარგად ითამაშა და ის აგრესია რომელიც დისკვალიფიკაციის შემდგომ ჰქონდა მოახმარა თავის განვითარებას, რაც ძალიან კარგია.

თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, მინდა გახაროთ არა თქვენ, არამედ "იუნატედის" გულშემატკივრებს, რადგან მე ვალდებული ვარ ეს ვთქვა. [ იღებს ჩანაწერებს და კითხულობს] :

მარკუსმა 16-17 სეზონში ითამშა 32 მატჩი პრემიერ ლიგის და 11 მატჩი ევროპა ლიგის, ფინალის ჩათვლით. სამი მატჩი ჩაატარა სათასო დაპირისპირებაში. სულ მან 53 მატჩი ჩაატარა, თუ თქვენ წუთებიც გაინტერესებთ, კი ბატონო, 3068 წუთი. თუ ამ ციფრს გავყოფთ 90 -ზე , მაშინ გამოდის 34.2 სრული მატჩი 2016-2017 სეზონში."

17-18 სეზონში მან ითამაშა 35 მატჩი პრემიერლიგის, 8 მატჩი ჩემპიონთა ლიგის, 9 მატჩი სათასო დაპირისპირებების, ჯამში 52 მატჩი ან 2676 წუთი, გავყოთ ეს ისევ 90 - ზე და მივიღებთ 29,7 სრულ მატჩს. საერთო ჯამში მან, ჩემს ხელში ითამაშა 105 მატჩი, 5744 წუთი, 63.7 სრული მატჩი.

ხალხი ვინც ამბობს, რომ მას სათამაშო დრო არ ეძლევა, ახლა მოუწევთ ცოტა გაჩუმება. მარკუს რაშფორდი არა დომენიკ სოლანკე, არც რუბენ ლოფტუს-ჩიკი, არც ლაკვერტ-ლიუტი. ეს მარკუს რაშფორდი "მანჩესტერ იუნატედის" წევრი, რომელმაც ახალგაზრდების შორის ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა უმაღლეს დონეზე, მათ შორის მაღალი დონის ტურნირებზე. ამას ვამბობ მხოლოდ "იუნატედის" ფანებისთვის, რომ იცოდნენ ჩვენ რას ვუშვრებით მარკუს რაშფორდს, ლუკ შოუს, ჯესი ლინგარდსა და სკოტ მკტომენეის. აი რისთვის ვთქვი ეს ყველაფერი.

ჟოზე , ამ ციფრებით გსურთ იმის აღნიშვნა, რომ თქვენ შეგიძლიათ ახალგაზრდებთან მუშაობა?

რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, იღებენ კლუბებისგან ფულს, რათა მათი მთავარი საფიქრალი ვიყო მე და "მანჩესტერ იუნატედი", ვინაიდან ისინი ჩაციკლულები არიან ჩვენზე. დილით ჯერ არ არიან გაღვიძებულები და უკვე ჩვენზე ფიქრობენ, მე ვათ ვურჩევ სხვა ისეთი რაღაცეებით დაკავდნენ, რაც მათ ხასიათს უფრო პოზიტიურს გახდი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს განცხადება არ იყო თქვენთვის, ეს იყო გულშემატკივრებისკენ მიმართული რათა იცოდნენ, რომ მარკუსი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, თავად მარკუსიც ხვდება ამას თუ რას უკეთებს მას კლუბი.


ფრედის პროგრესი?!

ჯერ არაფერი ვიცი, ის სულ რაღაც 15 დღეა არ მინახავს, ასე რომ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ვის გულისხმობთ დაქირავებულ ჟურნალისტებში?

[იცინის] მე ვამბობ იმ ხალხზე, ვინც ჩემი "უემბლიზე" ვარდნა გაზეთების და მედიის წამყვან გვერდებზე გამოაცხადა, თქვენ გჯერათ, რომ მე ეს ყველაფერი ძალათ გავაკეთე, რათა პირველ გვერდებზე ვყოფილიყავი ?

არ დაშავდით ვარდნის დროს?

[იცინის] არა, ძალიან დახვეწილი ვარდნა შევასრულე და ტელეფონის გადარჩენაც შევძელი, ასევე მადლობა, რომ ყვითელი ბარათი არავინ მიჩვენა სიმულაციისთვის.

წყარო : http://www.manutd.ru
პრესკონფერენცია
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 სექტემბერი 2018 21:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ბოლოში მაგრად ვიცინე:))ხვალ ვიგებთ ბიჭებო თან მარტივად
0
№2
ავტორი: Ole__boss
14 სექტემბერი 2018 21:36
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: ikeoni
ბოლოში მაგრად ვიცინე:))ხვალ ვიგებთ ბიჭებო თან მარტივად


მე როცა ვწერდი სტატიას წარმოვიდგინე ჟოზეს ცინიზმი ყურებაც არ დამჭირდა ისე გავიაზრე :დდ ჩვეულ სტილში შეუსრულა ჟურნალისტებს
0
№3
ავტორი: kobinio
14 სექტემბერი 2018 21:55
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ჟურნალისტებო გეუბნებით და კარეგერო **** შენ გაიგეო.
ფაქტია რომ იუნაიტედზე მიდის მუდმივი თავდასმა და ჟოზე ამ შემთხევვაში მართალია.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2018 22:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გრძელდება ჟურნალისტებთან დაპირისპირება :)
0
№5
ავტორი: ikeoni
14 სექტემბერი 2018 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
ციტატა: jose__boss
ციტატა: ikeoni
ბოლოში მაგრად ვიცინე:))ხვალ ვიგებთ ბიჭებო თან მარტივად


მე როცა ვწერდი სტატიას წარმოვიდგინე ჟოზეს ცინიზმი ყურებაც არ დამჭირდა ისე გავიაზრე :დდ ჩვეულ სტილში შეუსრულა ჟურნალისტებს

Bazari araa:)))
0
№6
ავტორი: stepno
15 სექტემბერი 2018 09:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კარგ განწყობაზე დამაყენა ამ ჩემისამ wink wink შემსრულებელია რაც მართალია მართალია
0
№7
15 სექტემბერი 2018 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ragarc agar maq mogebis imedi deda utira gunds daxvios unda ra
0
№8
15 სექტემბერი 2018 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ჟოზე მაგარია
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
15 სექტემბერი 2018 18:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
პროსტა ლივერმა ბურთის ფლობით ჩაისვარა ტოტენჰემთან ითამაშა ტრადიციულად მეორე მაგრამ მოიგო.მეორე ნომრად თამაში ჩვენ გვიტყდება და ესენი კიდე ასე თამაშებს იგებენ

სასტავი დაიდო და ესეიგი ისევ მძიმედ ვუტევთ.ბუჩქი ჩვენთანაა გიხაროდენ
0
№10
ავტორი: GIOMU
15 სექტემბერი 2018 18:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ახლა რომ დამატებული გვყოლოდა მარვჯენა შემტევი ნახევარცმველი ეჰ.... ამ ****კო ვუდვორდის სამი წელია მარჯვინვ ვერავინ მოიყვანა რა უნდა მოტხოვო მერე მოუს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top