თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2018, 17:47
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1206,
კომენტარები: 6
ლუკაკუ "ჩელსის" იხსენებს
ბელგიელი ფორვარდი მის გამოცდილებაზე საუბრობს.
ლუკაკუ
ლუკაკუმ მიმოიხილა ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით მის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბებაში, მსოფლიოს მასშტაბით. 25 წლის ბელგიელმა ფორვარდმა დიდიე დროგბაზე, ტიერი ანრიზე და ნიკოლა ანელკაზე ისაუბრა, ასევე მის კარიერაზე ლონდონის "ჩელსის" რიგებში.

"დიდიე დროგბასთან და ნიკოლა ანელკასთან ერთად ასპარეზობა ყველაზე კარგი რამ იყო წარსულ ცხოვრებაში, რაც დამმართნია. მათი ყურებაც კი საკმაოდ ბევრს ნიშნავს ვარჯიშებზე. ისინი ძალიან ბევრ რჩევებს მაძლევდნენ და მამხნევებდნენ, მასწავლიდნენ, როგორ გავმხდარიყავი კარგი ფორვარდი. ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი მომენტი იყო როდესაც დიდიერს გავასწარი პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით. ეს არ ნიშნავს, რომ მე მასზე უკეთესი ვარ, ეს უბრალოდ სტატისტიკაა. დროგბა იყო ლიდერი, რომელსაც შეეძლო გუნდის მოტივირება. მინდა, რომ სწორედ ამაში დავემსგავსო მას, ლიდერობაში და გოლების რიცხვი გაიზრდება ავტომატურად."

ლუკაკუმ ასევე ისაუბრა ტიერი ანრიზე, რომელიც ძალიან დიდი ძალაა ბელგიის სამწვრთნელო შტაბში. ასევე იმ რჩევებზე, რომლებსაც ფრანგი ლეგენდა აძლევდა გუნდს და კონკრეტულად მას. "მას დიდი წვლილი აქვს ბელგიისა და კონკრეტულად ჩემს წარმატებაში შეტანილი, რასაც არასოდეს დავივიწყებ."

წყარო: www.dailymail.co.uk
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 სექტემბერი 2018 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ძალიან მაგარი 9 იანი გყავს love
0
№2
ავტორი: Human
14 სექტემბერი 2018 19:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
ძალიან კარგია თან ჯერ 25ის არი და შარშან სადებიუტო სეზონში 20+ შეაგდო ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

ამ სეზონში უკვე 3 შეაგდო და წელს დიდი იმედი მაქვს, რომ ბომბარდირთა დავაში ვიხილავთ მეორე მესამე ადგილზე მაინც !
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2018 22:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მომენტების რეალიზება თუ ისწავლა ერთი-ორად ამაღლდება როგორც ფორვარდი
0
№4
ავტორი: Smoke - N
15 სექტემბერი 2018 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
ლუკაკუ ანრი მართლაც როგორც ფეხბურთელი ძაალიან კარგი და კაი თავდამსხმელი იყო,მაგისგან მომენტების კარგათ გამოყენება ისწავლე და უთხარი ცოტა რაზვალიც გაგისწოროს :D რო კარში რო დარტყავ ბადეში გაეხვიოს ბურთი არამც თუ სადღაც ტ..რ..ა..კ...ში :D:D:D:D
0
№5
ავტორი: stepno
15 სექტემბერი 2018 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამან მომენტების გაოყენებაზე იმუშაოს რაც შეიძლება ბევრი და როდესაც დახვეწავს და გამოასწორებს ხარვეზ აი მაგ შემთხვევაში მე არ მეგულება დღეს დღეისობით ამაზე მაგარი ცენტრ ფორვარდი. მე ყოველშემთხვევაში გაცილებით მირჩევნია ლევანდოვსკის ლუკაკუ :))
0
№6
ავტორი: GIOMU
15 სექტემბერი 2018 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ამან 50% მაინც რომ გაიტანოს ხოლმე მომეტების რასაც აფუჭებს მართლა მაგარი იქნება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top