კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება 15 სექტემბერს "იუნაიტედს" "უოტფორდის" წინააღმდეგ. ეს მატჩი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს გუნდში, მაქსიმუმ მწვრთნელის მომავალს გუნდში და მინიმუმ პროგნოზს, რისი იმედი შეიძლება გულშემატკივრებს ჰქონდეთ მიმდინარე სეზონში.
ჟოზე მოურინიო რამოდენიმე თემას შეეხო და პრინციპში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მისი კომენტარი მარკუს რაშფორდთან დაკავშირებით, სადაც მან დაიცვა ახაგაზრდა შემტევი და მოუწოდა ყველა ექსპერტსა თუ ყოფილ ფეხბურთელს, რომ თავი შეიკავონ უადგილო და უსაფუძვლო სპეკულაციებისგან ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით.
"2016/2017 წლების სეზონში რაშფორდმა 32 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, 11 ევროპა ლიგის მატჩი - ფინალის ჩათვლით, ასევე 3 მატჩი ფა თასზე. იმ სეზონში სულ 53 მატჩი ჩაატარა, თუ წუთებით გჭირდებათ 3068 წუთი და თუ 90 წუთიან მონაკვეთებათ დავითვლით 34.2 მატჩი გამოდის. 2017/2018 წლების სეზონში მან 35 პრემიერ ლიგის მატჩი ითამაშა, 8 ჩემპიონთა ლიგის, 5 ფა თასის ფინალის ჩათვლით, სამი ლიგის თასის და სუპერ თასის მატჩები. ეს ბავშვი, კარგი ბავშვია და კარგი ფეხბურთელი. ნუ მეუბნებით, რომ მე მას შანსს არ ვაძლევ, ეს ნამდვილად ტყუილია და მინდა ვუთხრა ჯეიმი კარაგერს, რომ მორჩეს ტყუილების ლაპარაკს საჯაროდ და ისიც, რომ ჟოზე მოურინიოზე უფრო საინტერესო თემებიც არსებობს."
ასევე მოურინიომ დაამატა, რომ ეს ციფრები გულშემატკივრებისთვის არის და არა ჟურნალისტებისთვის. ასევე პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დეზინფორმაცია აღარ გაავრცელონ მარკუსთან ან რომელიმე სხვა "იუნაიტედის" ფეხბურთელთან დაკავშირებით, რადგან ეს ზრდის ზეწოლას და აისახება მათ პროდუქტიულობაზე, მოედანზე ყოფნის პერიოდში.
წყარო: www.dailymail.co.uk
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.