თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2018, 16:20
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1426,
კომენტარები: 5
ბოსმა რაშფორდი დაიცვა
პრესკონფერენცია "უოტფორდთან" მატჩამდე.
ბოსმა რაშფორდი დაიცვა
კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება 15 სექტემბერს "იუნაიტედს" "უოტფორდის" წინააღმდეგ. ეს მატჩი ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს გუნდში, მაქსიმუმ მწვრთნელის მომავალს გუნდში და მინიმუმ პროგნოზს, რისი იმედი შეიძლება გულშემატკივრებს ჰქონდეთ მიმდინარე სეზონში.

ჟოზე მოურინიო რამოდენიმე თემას შეეხო და პრინციპში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მისი კომენტარი მარკუს რაშფორდთან დაკავშირებით, სადაც მან დაიცვა ახაგაზრდა შემტევი და მოუწოდა ყველა ექსპერტსა თუ ყოფილ ფეხბურთელს, რომ თავი შეიკავონ უადგილო და უსაფუძვლო სპეკულაციებისგან ახალგაზრდა ფეხბურთელთან დაკავშირებით.

"2016/2017 წლების სეზონში რაშფორდმა 32 მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში, 11 ევროპა ლიგის მატჩი - ფინალის ჩათვლით, ასევე 3 მატჩი ფა თასზე. იმ სეზონში სულ 53 მატჩი ჩაატარა, თუ წუთებით გჭირდებათ 3068 წუთი და თუ 90 წუთიან მონაკვეთებათ დავითვლით 34.2 მატჩი გამოდის. 2017/2018 წლების სეზონში მან 35 პრემიერ ლიგის მატჩი ითამაშა, 8 ჩემპიონთა ლიგის, 5 ფა თასის ფინალის ჩათვლით, სამი ლიგის თასის და სუპერ თასის მატჩები. ეს ბავშვი, კარგი ბავშვია და კარგი ფეხბურთელი. ნუ მეუბნებით, რომ მე მას შანსს არ ვაძლევ, ეს ნამდვილად ტყუილია და მინდა ვუთხრა ჯეიმი კარაგერს, რომ მორჩეს ტყუილების ლაპარაკს საჯაროდ და ისიც, რომ ჟოზე მოურინიოზე უფრო საინტერესო თემებიც არსებობს."

ასევე მოურინიომ დაამატა, რომ ეს ციფრები გულშემატკივრებისთვის არის და არა ჟურნალისტებისთვის. ასევე პორტუგალიელმა სპეციალისტმა მოუწოდა ჟურნალისტებს, რომ დეზინფორმაცია აღარ გაავრცელონ მარკუსთან ან რომელიმე სხვა "იუნაიტედის" ფეხბურთელთან დაკავშირებით, რადგან ეს ზრდის ზეწოლას და აისახება მათ პროდუქტიულობაზე, მოედანზე ყოფნის პერიოდში.

წყარო: www.dailymail.co.uk
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 სექტემბერი 2018 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
კარაგერის დედას ცენზურა მე ძაან გული შეტკივა ხო იცი მაგას მანიუზე და ნერვიულობს იქნებ როგორმე წარმატებას მიახწიოს რეშიმ და გუნდმა:)) მერე კიდე საკნარისი დრო ეძლევა და კიდე უფრო მეტი ექნება დროდადრო
0
№2
ავტორი: David beckham7
14 სექტემბერი 2018 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მართალია ამ შემთხვევაში მოუ.კარაგერმა ცენზურას თამაშს თავი დაანებოს და თავის ლივვერპულს მიხედოს სამშაბათს პსჟ რომ ამოტენავს დააყენებს მერე
0
№3
ავტორი: kobinio
14 სექტემბერი 2018 21:46
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
კარაგერმა თავის მამიდას მიხედოს წელს რო დაჩება 4 ლის გარეთ.ნეომარმა ასე თქვა ჩემი მოგონილი არაა .)))
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2018 22:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს სტატისტიკა ალბათ რამდენი ჩიჩქნა wink
0
№5
ავტორი: GIOMU
15 სექტემბერი 2018 18:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
სასაცილოა კარაგერის კომენტარები, ისეა მოწყვეტილი რეალობას როგორ ლივერპული პრემიერლიგის თას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top