თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2018, 13:19
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1382,
კომენტარები: 4
რაშფორდი მალე გააკეთებს არჩევვანს
რაშფორდის გადაწყვეტილების მოლოდინში.
რაშფორდი მალე გააკეთებს არჩევვანს
სერ ალექსის პერიოდში და მანამდეც, ინგლისის ეროვნული ნაკრები და "იუნაიტედი" საკმაოდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძირითადი ბირთვი ინგლისელებით იყო დაკომპლექტებული. შესაბამისად ისინი უფრო მეტად იყვნენ ყურადღების ცენტრში ადგილობრივი გამოცემებისა და ექსპერტების მხრიდან. ბოლო პერიოდია ამ ყურადღების ცენტრშია მარკუს რაშფორდი, რომელიც "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, თუმცა კითხვას თუ რატომ გამოიძახა საუთგეიტმა ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელი, რომელსაც კლუბში არ ენდობიან, რაშფორდმა დეივიდ დე ხეას კარში გატანილი გოლით უპასუხა.

"იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დიიონ დუბლინმა Manchester Evening News - სთვის მიცემულ ინტერვიუში მარკუს რაშფორდის შესახებაც ისაუბრა. "მან აუცილებლად ამ სეზონის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, არც ამ დროზე ადრე და არც გვიან" - აცხადებს დიიონ დუბლინი და აღნიშნავს, რომ რაშფორდის ტალანტის განადგურება არ შეიძლება. "თუ მისთვის სათამაშო დროის გამონახვას ვერ ახერხებს გუნდი და მისთვის დავალება არ აქვს მოურინიოს, ჯობია, რომ წავიდეს გუნდიდან, ერთგულება კარგია, მაგრამ ეს ორმხირივი უნდა იყოს".

ასევე ექს-"იუნაიტედელი" პარალელეს პოგბასთან ავლებს და ამბობს, რომ თუ ფეხბურთელს დიდი ტალანტი გააჩნია და ის აკადემიიდანაა დაწინაურებული, არ უნდა იგრძნო ამის გამო თავი ისე, რომ შენ გუნდთან ვალში ხარ და ბოლომდე მისცე შენი ტალანტის ჩაკვლის შესაძლებლობა. "პოგბა ამ ყველაფერს მიხვდა, გააცნობიერა და დატოვა კლუბი მაშინ, როდესაც მისთვის დრო არ ჰქონდა სერ ალექსს, ასეთივე რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რაშფორდმაც და წავიდეს ისეთ კლუბში სადაც ექნება დიდი სათამაშო დრო".
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
14 სექტემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
აუ რა წატყნეს ტვინი ამ ჩემისებმა რა.სად უნდა წავიდეს რეშფორდი კრისტალ პალასში თუ ვესტ ბრომვიჩში?ააჭრელეს ბრიტანული გაზეთები ამ სისულელეებით და მოურინიომ დაუდო ფაქტები თუ რამდენი სასტარტო და საერთოდ რამდენი ათამაშა და უთხრა ჟურნალისტს ამ სტატისტიკას ვდებ მხოლოდ მანიუს ფანებისთვის და არა თქვენთვისო.ყველა ფინალი ვათამაშეო და აქ არ იყო ნდობაო?ან არცერთჯერ თუ ტრამვირებული არ იყო ან წითელი არ ქონდა განაცხადს გარეთ არასოდეს დარჩენილაო და სწორიცაა.ტრენერმა უკეთ არ იცის ვინაა მზად ამათუიმ მატჩისთვის და მონახაზისთვის?იმენა ვაკვირდები რა მანიუს ნაირად არცერთი გრანდი არაა ასეთი ზეწოლის ქვეშ უკვე მეექვსე წელია რა.იმენა ჟურნალისტები რევენ უმეტესად სიტუაციას გუნდში
1
№2
ავტორი: ikeoni
14 სექტემბერი 2018 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Aravinaa reshis gamshvebii nu laparakobt sisuleleebs:))miecema sakmari dro darwmunebuli var
0
№3
ავტორი: Lalana
14 სექტემბერი 2018 15:22
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: Dato kutaisi
აუ რა წატყნეს ტვინი ამ ჩემისებმა რა.სად უნდა წავიდეს რეშფორდი კრისტალ პალასში თუ ვესტ ბრომვიჩში?ააჭრელეს ბრიტანული გაზეთები ამ სისულელეებით და მოურინიომ დაუდო ფაქტები თუ რამდენი სასტარტო და საერთოდ რამდენი ათამაშა და უთხრა ჟურნალისტს ამ სტატისტიკას ვდებ მხოლოდ მანიუს ფანებისთვის და არა თქვენთვისო.ყველა ფინალი ვათამაშეო და აქ არ იყო ნდობაო?ან არცერთჯერ თუ ტრამვირებული არ იყო ან წითელი არ ქონდა განაცხადს გარეთ არასოდეს დარჩენილაო და სწორიცაა.ტრენერმა უკეთ არ იცის ვინაა მზად ამათუიმ მატჩისთვის და მონახაზისთვის?იმენა ვაკვირდები რა მანიუს ნაირად არცერთი გრანდი არაა ასეთი ზეწოლის ქვეშ უკვე მეექვსე წელია რა.იმენა ჟურნალისტები რევენ უმეტესად სიტუაციას გუნდში

აი ზუსტად ეგ უნდა დამეწერა მეც.უკვე ყველა ამაზე საუბრობს და მაგრად შეუბერეს რაა.ამის ძალიან ბევრი უაზრო თამაშიც მახსოვს,ცუდი გადაწყვეტილებებიც,ასევე ბევრი კარგი მომენტის გამოუყენებლობაც.კარგი ბიჭია,ააქვს პოტენციალი და საკმარის დროსაც იღებს მანჩესტერში.მე საერთოდაც არ ვფიქრობ რომ აქ რამით იჩაგრება.შეიძლება ძაან ბევრი დროც არ აქვს მაგრამმ ნამდვილად საკმარისია ეს დრო რასაც მწვრთნელი აძლევს.მოვა მისი დროც და უნდა დაელოდოს ამ დროს.აგერ ასენსიოც ახალგაზრდა ბიჭია,ამაზე ბევრად ნაკლებს თამაშობდა რეალში მაგრამ მსგავსი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია მაგას,ახლა მოვიდა მისი დრო და თამაშობს კიდეც.ასევე იქნება რეშფორდზეც.ყველა ეტენება,ყველა მანჩესტერზე საუბრობს,ის კარაგერიც ხომ სულ მანჩესტერზე საუბრობს და უკვე ბოდიშით და გადა**ვეს თავზე.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 სექტემბერი 2018 22:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რატო ატყდა ერთი ამბავი ვერ გავიგე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top