თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2018, 19:30
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 1579,
კომენტარები: 9
ხავი გრასია: "უნდა ვიბრძოლოთ"
ხავი გრასიამ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "მანჩესტერ იუნატედის" შესახებ ისაუბრა.
ხავი გრასია:
"წითელი ეშმაკები" სულ მალე ესტუმრებიან Vicarage Road-ის ბინადრებს, სადაც შესანიშნავი სათამაშო ატმოსფერო ელით. "ირმებმა" ჩატარებული 4 მატჩიდან, ყველას მოგება შეძლეს, მათ შორის დიდი ექვსეულის გუნდთან "ტოტენჰმეთან" ანგარიშით 2:1.უნდა ითქვას, რომ მასპინძლები შესანიშნავი განწყობით ხვდებიან მოახლოებულ მატჩს. ხავი გრასია კარგად აცნობიერებს, რომ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ მათი ეს შესანიშნავი სტარტი შეაჩეროს, თუმცა, იმედს ფეხბურთელების კარგი სათამაშო ფორმა აძლევს.

" ჩვენი ოპონენტი, "მანჩესტერ იუნატედი" შესანიშნავი გუნდია, მათ წინა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს, მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ, დარწმუნებული ვარ ურთულესი მატჩი გველის.როდესაც ჩვენ ვთამაშობთ სახლში, ვგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას საკუთარ თავში, ჩვენ ვალდებულები ვართ ყველაფერი დავდოთ მოედანზე და მოვიგოთ ეს მატჩი. უნდა ვირბინოთ მათზე მეტი, თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა იომოს! ჩვენ ამისთვის მზად ვართ. " - განაცხადა ხავი გრასიაამ.

"მანჩესტერ იუნატედის" ასეთი სტარტი, შეიძლება აწყობდეს კიდევაც "უიტფორდს", ვინაიდან ჟოზე ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, როგორც ფეხბურთილები, ამას თან ემატება ის ფაქტიც, რომ ბევრი ფეხბურთელი ახლახანს დაბრუნდა სანაკრებო პაუზიდან.

"მე არ ვიცი და არც მაინტერესებს იმყოფება თუ არა ჟოზე წნეხის ქვეშ, მაგრამ ვიცი, რომ მათ ძალიან დიდი არსენალი აქვთ ფეხბურთლების და სათამაშო ტაქტიკის მხრივ, დარწმუნებული ვარ 11 საუკეთესო მოთამაშესთან მოგვიწევს დაპირისპირება, ვიმეორებ, ურთულესი მატჩი გველის. ჩვენ უფრო დიდი დრო გვქონდა მოსამზადებლად. შემიძლია ერთი რამ დანამდვილებით გითხრათ, "Vicarage Road" -ზე ჩვენ ამოუცნობი ენერგია გვემატება და შეგვიძლია ნებისმიერი გუნდი დავამარცხოთ! ჩვენ გვსურს მსოფლიოს დავანახოთ, რომ "უიტფორდი" ისტორიას წერს! " - დაასრულა "უოტფორდის" თავკაცმა.

წყარო : watfordobserver.co.uk
ახალი ამბები, ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
13 სექტემბერი 2018 19:35
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ძალიან მოწადინებულები არიან და ვშიშობ ლესტერს გაიმეორებენ! :( :(
0
№2
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 19:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: jose__boss
ძალიან მოწადინებულები არიან და ვშიშობ ლესტერს გაიმეორებენ! :( :(

დდდ ხო ისე რა სენსაცია იქნება
0
№3
ავტორი: ALEXFERGUSON
13 სექტემბერი 2018 19:49
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ძაან ბევრი მოუვათ,უკვე დროა ვოთფორდმა წააგოს და სწორედ შაბათს წააგებენ ჩვენთან
0
№4
ავტორი: Ole__boss
13 სექტემბერი 2018 19:52
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: ALEXFERGUSON
ძაან ბევრი მოუვათ,უკვე დროა ვოთფორდმა წააგოს და სწორედ შაბათს წააგებენ ჩვენთან


ბევრი არ მოუვათ, ყველა თამაშს ვუყურე ამათი და შემიძლია გითხრა, რომ საშუალო გუნდებს შორის ასე ორგანიზებული გუნდი არ მინახავს, ნამდვილად ტრენერის გუნდია არაფერს არ აკეთებენ ზემდეტს, მხოლოდ იმას რასაც ხავი გრაცია ეუბნებათ, არ მახსოვს ბურთი გადაეგდოთ უმისამართოდ, შეიძლება წუნი იყოს პასების მარა არ მოიშორებენ, დალაგებულად ამოდიან + ძაან სწრაფადაც... თან მეორე ნომრად უყვართ თამაში ;) არ პატიობენ მცველებს შეცდომებს და ჩვენი ამბავი რო ვიცი ვნახოთ რავი ;)
0
№5
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2018 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Movida amati wagebis dro Dzalian gadaijves tavze
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2018 22:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზემ უნდა მოიგოს ეს თამაში, თორე უფრო შეუდგება წყალი
0
№7
ავტორი: JuanMata
14 სექტემბერი 2018 02:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მშვენიერი გამოსვლა იყო, პრესკონფერენციაზე რომ ასე საუბრობს, მატჩის წინ ნეტა რაღას ეუბნება ფეხბურთელებს გასამხნევებლად wink

ძალიან მომწონს ეს გუნდი, კარგ ფეხბურთს თამაშობს და კარგი მწვრთნელიც ჰყავს, იმედია მოვიგებთ.
ადვილი ნამდვილად არ იქნება.
1
№8
ავტორი: Smoke - N
14 სექტემბერი 2018 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 248
მინდა ვთქვა რომ არ ექნებათ ჩვენებს იოლი გასეირნება, რაც შეხება ჩვენების მოგებას დღეს დღეობით მეჭვება თუ აქეთ არ დაგვტენეს და ბურთი არ დახის თავზე ჩმორინოს და მის ავტობუს
0
№9
ავტორი: Ole__boss
14 სექტემბერი 2018 10:20
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
ციტატა: JuanMata
მშვენიერი გამოსვლა იყო, პრესკონფერენციაზე რომ ასე საუბრობს, მატჩის წინ ნეტა რაღას ეუბნება ფეხბურთელებს გასამხნევებლად wink

ძალიან მომწონს ეს გუნდი, კარგ ფეხბურთს თამაშობს და კარგი მწვრთნელიც ჰყავს, იმედია მოვიგებთ.
ადვილი ნამდვილად არ იქნება.



მწვრთნელი არაა ძაან ძლიერი ვინაიდან რუბინში თამაშ ვერ მოიგო + გაუვსეს ესპანელებით გუნდი, ვისაც თით დაადო ყველა უყიდეს მარა ვერაფერი. მალაგათი ყველას მოუგო ესპანეთში და დღეს ინგლიში დაამკვიდრა ამან ახალი სტილი მაგიტომ მოიგო ამდენი თამაში არავინ იცის რას შესთავაზებს , პრორესი განიცადა თავადაც მაგრად გფანვითარდა...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top