თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2018, 18:29
ავტორი: Ole__boss,
ნანახია: 2010,
კომენტარები: 6
ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".
ჟოზე მოურინიოს თავსატეხი და ტაქტიკურად ძლიერი მეტოქე.
ხავი გრასია და მებრძოლი
უბრალოდ მებრძოლი გუნდი, ტაქტიკურად გამსჭვალული, საოცრად სწრაფი გარემარბებით, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ "Vicarage Road" - ზე სასწაული ატმოსფერო და ძალიან რთული მატჩი ელოდება ჟოზე მოურინიოს. ხავი გრასიამ მოახერხე და დარჩა მწვრთნელის პოსტზე, მოგეხსენებათ "უიტფორდი" ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია მწვრთნელების გაშვების კუთხით, მან შეინარჩუნა თავის პოსტზე ადგილი და დღეს სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია, 12 ქულით.

"ირმები" გამოირჩევიან ძალიან კომპაქტური განლაგებით და მაღალი პრესინგით. ხავი გრასიამ ინგლისში ერთ-ერთი ინოვატორია თავისი სათამაშო სტილითა და ტაქტიკით, ვინაიდან 4-2-2-2 თითქმის არავინ იყენებს.

ძირითადი ტაქტიკა : 4-2-2-2;
გამოკვეთილი ფიგურა : ტროი დინი (კაპიტანი);

ხავი გრასიამ სეზონის პირველი მატჩი სწორედ 4-2-2-2 ტაქტიკით დაიწყო, ეს ყოველივე მოიცავს შემდეგ რამეს, გუნდი შეტევაში გადადის 4-2-2-2 ტაქტიკით, ხოლო თავს იცავს 4-4-2, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლექტიური სათამაშო მანერით გამოირჩევიან "ირმები" და მეტოქეს შეცდომას არასოდეს პატიობენ! ამის ნათელი მაგალითია 4 დან 4 გამარჯვება. არსებობს შემდეგი ტერმინი "მწვრთნელის გუნდი" და სწორედ ეს შეგვიძლია ვუწოდოთ "უიტფორდს", არანაირი უაზრო გადაცემები, არანაირი უმისამართო გასროლილი პასი, ზუსტი და გააზრებული კომბინაციები, კარგად გათამაშებული სტანდარტები და მეორე სართულის მეფედ წოდებული ტროი დონი, კაპიტანი, რომლის მხრიდანაც ზუსტად ის ემოციები მოდის, რაც გუნდის წარმატებას ჭირდება.

გთავაზობთ "უიტფორდი" 2:1 "ტოტენჰემი" - ის ტაქტიკურ ანალიზს, სადაც "ირმებმა" მათი ნამდვილი სახე გამოავლინეს.

სასტარტო შემადგნელობა (4-2-2-2) :

------------------------------------ ბენ ფოსტერი ------------------------------------

------------- იანმატი ----- კატკარტი ------ კაბალესე -----ჰოლებასი --------

-------------------------------- ჰიუზი ------------- დუკურე -------------------------

-------------------------------- კაპუ ------------- პერეირა -------------------------

-------------------------------- გრეი ----------------- დინი -------------------------

"უიტფორდის" მთავარი მისია იყო ეთამაშა მაღალი პრესინგი მეტოქის საჯარიმოში და იძულებული გაეხადა მცველებს ბურთი მოეშორებინათ მაღალი პასის მეშვეობით, რითაც შეძლებდნენ პირველი ბურთის მალევე დაბრუნებას, ვინაიდან დუკურე და კაპუ შესანიშნავად თამაშობენ მეორე სართულზე, ამას თან ერთვის ახალგაზრდა ვილ ჰიუზის და პერეირას სიჩქარეები. პირველ ტაიმში "ირმებმა" მხოლოდ ერთხელ დაურტყეს მეტოქეს კარში, ვინაიდან არ წაუვიდათ თავიანთი თამაში, თუმცა ხავი გრასიამ მეორე ტაიმში ყველაფერი გამოასწორა, იმ კუთხით, რომ კაპუმ და დუკურემ ჩაკეტეს ერიქსენი და დელე ალი, გარდა ამისა პერეირა/ჰიუზის დუეტმა დააპრესინგა მეტოქე, რამაც ბურთის კონტროლისკენ უბიძგა მასპინძლებს. მეორე ტაიმში "ირმებმა" გრძელი პასებით არჩიეს თამაში, სადაც ჰაერის მეფე ტროი დინი აქტიურად მონაწილეობდა, ტროი დინის მეშვეობით ჰოლებასი და პერეირა ათამაშებდნენ ბურთს, რაც უფრო მეტ სივრცეს აძლევდა გრეის. გუნდი ძალიან კომპაქტურად გადაადგილდებოდა, საბოლოო ჯამში მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ნათქვამია მეორე ტაიმს მწვრთნელი იგებსო, სწორედ ასე მოხდა ხავი გრასიას შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება ჟოზესთვის მათი დამარცხება.

გთავაზობთ "ირმების" განლაგებას "ტოტენჰმეთან" მატჩში :


ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".

ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".

ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".

ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".

ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".

ხავი გრასია და მებრძოლი "ირმები".



რა უნდა დაუპირისპიროს ჟოზე მოურინიომ ?

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ განსაკუთრებული არ უღალატებს თავის საყვარელ ტაქტიკას და პრინციპებს. დიდი ალბათობით "წითელ ეშმაკებს" ვიხილავთ 4-3-3 ფორმაციით და მძიმე ნახევარდაცვით, ვინაიდან მეორე სართულზე ძალიან ბევრი ორთაბრძლის გამართვა მოუწევს გუნდს.


წყარო : www.coachesvoice.com
სტატიები, ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Ole__boss
13 სექტემბერი 2018 18:35
  • სიახლეები: 50
  • კომენტარები: 102
მეგობრებო ვცდილობ ტაქტიკური ანალიზები შემოგთავაზოთ ხოლმე, რომ ცოტა გავამდიდროთ ჩვენი სტატიების არსენალი, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის სიახლეები დამიკომენტარეთ და გავაგრძელებ ხოლმე. ანუ თუ კითხულობთ იმის თქმა მსურს, მოსაბეზრებელია ხომ არაა.
4
№2
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ციტატა: jose__boss
მეგობრებო ვცდილობ ტაქტიკური ანალიზები შემოგთავაზოთ ხოლმე, რომ ცოტა გავამდიდროთ ჩვენი სტატიების არსენალი, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის სიახლეები დამიკომენტარეთ და გავაგრძელებ ხოლმე. ანუ თუ კითხულობთ იმის თქმა მსურს, მოსაბეზრებელია ხომ არაა.

არა პირიქით ძალიან კარგია. ყოჩაღ ძმაო
0
№3
ავტორი: Lalana
13 სექტემბერი 2018 19:01
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: jose__boss
მეგობრებო ვცდილობ ტაქტიკური ანალიზები შემოგთავაზოთ ხოლმე, რომ ცოტა გავამდიდროთ ჩვენი სტატიების არსენალი, თუ მოგწონთ ასეთი ტიპის სიახლეები დამიკომენტარეთ და გავაგრძელებ ხოლმე. ანუ თუ კითხულობთ იმის თქმა მსურს, მოსაბეზრებელია ხომ არაა.

ყოჩაღ მეგობარო..დიდი ხანია ასეთი სტატიები აკლდა საიტს და თუ მსგავსი შინაარსის შემცველ სტატიებს დადებ მით უფრო მრავალფეროვანი გახდება საიტი.რაც შეეხება ვოტფორდს,ნამდვილად კარგ ფორმაში არიან და მწვრთნელის უდიდესი დამსახურებაა ეს.ნამდვილად არ იქნება მარტივი ვოტფორდის დამარცხება გასვლაზე.არ ვიცი მოურინიო რას დაუპირისპირებს მის ამ ტაქტიკას მაგრამ მთლად შეტევაში გაქცევა რომ არ იქნება სწორი ეს ალბათ ცხადია.
0
№4
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2018 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Movigebt am tamashs❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2018 21:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შეიძლება ითქვას ყველაზე აგრესიული გუნდია ამ საწყის ტურებში, ამიტო რთული თამაში იქნება.
0
№6
ავტორი: WeAreUnited
14 სექტემბერი 2018 09:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
მგონია რომ ძალიან ბევრ რამეს გადაწყვიტავს ჯოზესთვის ეს მატჩი აი ძალიან ბევრს მაგრამ იმედი მაქვს მოვიგებთ და ცოტა ქულებს დავაგროვებთ გვეყო რაც დავკარგეთ რაც არ უნდა მოხდეს ცუდი შედეგი რეგრესს ნიშნავს და რეგრესი არ გვაწყბოს თუნდაც ჯოზე გასაშვებია და ამაზე ვთანხმდებით მაგრამ იმედია მოიქოქებიან ბიჭები და იბრძოლებენ თავისი გულშემატკივრებისთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top