თბილისი:
მანჩესტერი:
13-09-2018, 17:43
ავტორი: N.Vidic,
ნანახია: 1334,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" ლუკა ერნანდესს შეიძენს
"ატლეტიკოს" ფრანგი მცველი "იუნაიტედის" რადარზე.
როგორც ყველამ ვნახეთ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, საფრანგეთის შემადგენლობაში ორი ახალი სახე ბენჟამინ პავარი და ლუკა ერნანდესი იყვნენ. ორივე მცველია და ორივე ფლანგის, ასევე ორივე ძალიან მაღალი დონის შესრულებით გამოირჩეოდა მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მოედანზე და ეს არ გამორჩენიათ ევროპული გრანდების სკაუტებს.

"იუნაიტედმა" თვალი იმ ორთაგან ლუკა ერნანდესს დაადგა. "მადრიდის ატლეტიკოს" ფლანგის მცველი ძალიან კარგ სეზონს ატარებს კლუბში, მითუმეტეს მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ. "იუნაიტედს" მის ფლანგზე ანტონიო ვალენსია და ახლად შეძენილი დიოგო დალო ჰყავს. რთულია იმის თქმა რამდენად დგას ჰერნანდესის საჭიროება გუნდში, თუმცა ვალენსია ასაკის მატებასთან ერთად ვეღარ იკრიფავს ფორმას, ასევე პორტუგალიელი დალო 19 წლის არის და ჯერ არასდროს ჰქონია შეხება პრემიერ ლიგასთან.

ლუკა ჰერნანდესმა კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა "ატლეტიკოსთან" რამაც მისი გამოსასყიდი თანხა გაზარდა. Marca-ს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ინგლისელი ეშმაკები 71.17 მილიონ ფუნთ სტერლინგს ჩამოდიან. ეს ნამდვილად არაა ის თანხა რაც რეალურად შეესაბამება ფრანგი მცველის უნარებს, თუმცა ყველას კარგად მოგეხსენებათ თანამედროვე სატრანსფერო ფასები.

წყარო: www.skysports.com
ჭორები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ♠️M A N U T D♠️
13 სექტემბერი 2018 17:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
აი ეს უკვე თემააა მარა ფასსს დაადებენ იმის დედაშვეცი მე თან მსოფლიო ჩემპიონია თუ მოვა ძალიან კარგია მარა ისეთ ფასებში არა 250 მილიონი და 180 მილიონი
0
№2
ავტორი: ikeoni
13 სექტემბერი 2018 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ეს იქით იყოს და მაგრად მაინტერესებს დალოს თამაში..ვინ ვიყიდეთ ერთი ვნახოთ აბა საქმეში
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
13 სექტემბერი 2018 18:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დალო და ვალენსია რა შუაშია, მარცხნივ თამაშობს ლუკასი.
0
№4
ავტორი: N.Vidic
13 სექტემბერი 2018 19:08
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 89
ციტატა: SANDROGRIGA
დალო და ვალენსია რა შუაშია, მარცხნივ თამაშობს ლუკასი.


მაგ ორის მოხსენიების მიზეზი გახლავთ ის, რომ დარმიანი ძირითადის კაცად არ განიხილება, შოუ ტრავმირებულია და ამიტომ არ ვახსენე ამ დროისთვის. დალო არაა ნომინალური მარჯვენა მცველი და დიდი ალბათობით შოუს ფლანგზე ითამაშებს. ზოგადად ფლანგის მცველები მოვიხსენიე და არა კონკრეტულად მარჯვენა მცველები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 2008 წელი ... მოსკოვი ... ეს დაუვიწყარია <3
№5
ავტორი: Malboro463
14 სექტემბერი 2018 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რეალში რო გაყიდა ამის ძმა იყო? ორივე მაგარია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top